ძამპარინი ფორმაშია: ახალი მწვრთნელი უკვე ორი ტურის შემდეგ
მაურიციო ძამპარინი თავის საყვარელ საქმეს არ ეშვება და ეტყობა, არც არასოდეს შეეშვება, ვიდრე "პალერმოს" პრეზიდენტია. ამიტომაც არ გაგიკვირდებათ ეს ამბავი - სიცილიურ კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს. დავიდე ბალარდინიმ სულ ორი ტური გაძლო. მისი თავკაცობით "პალერმო" შინ "სასუოლოსთან" დამარცხდა (0:1) და სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა "ინტერთან".

დაგვეთანხმებით, ეს არ არის ისეთი შედეგი, მწვრთნელი რომ უნდა შეიწიროს, მაგრამ ძამპარინის ხომ სხვა სტანდარტები აქვს. მარტო გასულ სეზონში "პალერმოს" მთავარ სამწვრთნელო სკამზე 7 სხვადასხვა სპეციალისტი იჯდა, მათ შორის - არგენტინელი გილერმო ბაროს სკელოტო, რომელსაც სამწვრთნელო ლიცენზია არ ჰქონდა...

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და დროა, ბალარდინის შემცვლელიც გავიცნოთ - ძამპარინის სახელობის ეშაფოტზე ავიდა რობერტო დე ძერბი, 37 წლის მწვრთნელი, რომელმაც ეს საქმე 2013 წელს სერია D-ს კლუბ "დარფო ბოარიოში" დაიწყო, 2014-16 წლებში კი ერთი საფეხურით მაღლა, "ფოჯაში" იმუშავა და ამ გუნდთან ერთად აპრილში "ლეგა პროს" თასი მოიგო.

ფეხბურთელობისას, ნახევარმცველმა დე ძერბიმ უამრავი კლუბი გამოიცვალა და ახლა მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ კლუბებს შორის ყველაზე სახელოვანი იყო "მილანი", სადაც 1997 წელს ჩაირიცხა, თუმცა იმ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშია. "ოქროს ხანა" კი "ნაპოლიში" ჰქონდა - 33 მატჩი და 3 გოლი 2006-08 წლებში.

ბედის ირონიით, 10 სექტემბერს სწორედ "ნაპოლისთან" შედგება დე ძერბის დებიუტი სერია A-ს მესამე ტურში. ოღონდ აქ მთავარი ინტრიგა ის კი არ არის, რა შეიცვლება "პალერმოში", არამედ ის, თუ სადამდე გაუძლებს ეს ახალგაზრდა მარაზმამდე მისულ პრეზიდენტს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"