ანუ როგორ იქცნენ ახლო მეგობრები დაუძინებელ მტრებად
ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას შორის ქიშპი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საინტრიგო თემაა. ფეხბურთს ესეც უხდება, ესეც ჰმატებს ხიბლს.

იშვიათია შემთხვევა, როცა ავანსცენაზე არიან არა იმდენად კლუბები, თავიანთი უმდიდრესი ისტორიითა და ტრადიციით, რამდენადაც მათი მწვრთნელები და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ ორი ფიგურის მასშტაბურობას...

მათ შორის მეტოქეობა 2008 წლიდან დაიწყო. მერე იყო "ბარსელონა"-"ინტერის" საჩემპიონთალიგო ნახევარფინალი, აღარაფერს ვამბობთ "რეალისა" და კატალონიური გრანდის ისტორიულ დაპირისპირებებზე, შაბათს კი ბრძოლის ეპიცენტრი მანჩესტერი იქნება, დიდი დერბი, საიდანაც პეპი და ჟოზე ბრძოლის ახალ ციკლს დაიწყებენ...

სპეციალურად დერბის წინ "დეილი მეილმა" ამ ორი ქარიზმატული პერსონის ურთიერთობების ისტორია გაიხსენა. წერილის მთავარი ხაზია - როგორ იქცნენ ერთ დროს მეგობრები და თანამშრომლები დაუძინებელ მტრებად?

"არიან ადამიანები, ჩემზე მეტად ინტელიგენტები, რომელთაც კარგად ეხერხებათ საკუთარი იმიჯის გაყიდვა. მაგრამ გულის სიღრმეში ისინიც ჩემნაირები არიან", - თქვა ერთხელ ჟოზე მოურინიომ, როცა პეპ გვარდიოლაზე ჰკითხეს.

"რეალის" ბაზაზე, თავის ოფისში, მოურიონიოს ჰქონდა მუყაოზე გამოჭრილი ნატურალური ზომის ფოტო, რომელზეც ის (მაშინ ჯერ კიდევ "ინტერის" მწვრთნელი) გარბის ზეაღმართული საჩვენებელი თითით და ზეიმობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გვარდიოლას "ბარსელონას" დამარცხებას.

ყველა ხვდება, რომ ეს ერთი კონკრეტული ზეიმის ამსახველი ფოტო არ არის, მთავარი აქ სხვა რამაა - ჟოზე უშულოდ პეპის ძლევას აღნიშნავს.

ეს გამარჯვება მოურინიოსთვის ერთგვარად მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა. მან იგრძნო უპირატესობა და გადაწყვიტა, გვარდიოლასთან ქიშპი სხვა საფეხურზე აეყვანა. ამიტომაც მივიდა იმ ზაფხულს "რეალის" სათავეში. მისთვის ლამის საკრალურ მიზნად იქცა, ესპანურ ფეხბურთში გვარდიოლასა და "ბარსას" დომინაციისთვის წერტილი დაესვა.

თავის მხრივ, პეპსაც პროფესიული ფაქტორებიდან გამომდინარე არ მიუღია ერთობ უცნაური გადაწყვეტილება 2012 წლის ზაფხულში. გვარდიოლამ დატოვა "ბარსელონა" და ერთწლიანი პაუზა გამოაცხადა. ვინც ახლოს იცნობს მას, იცის, რომ ამის მიზეზი სწორედ მოურინიოსთან დაუნდობელი ქიშპით გადაღლა, სტრესი და გარემოს შეცვლის სურვილი იყო.

როცა ის "ბარსადან" წავიდა, მოურინიოსთან "ელ კლასიკოში" ასეთი სტატისტიკა დატოვა - 5 მოგება, 2 მარცხი და 4 ფრე. მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სწორედაც სტატისტიკა იყო მხოლოდ, მაგრამ შინაარსით:

"მე შეიძლება ბევრი ბრძოლა მოვიგე, მაგრამ ომში მოურინიომ გაიმარჯვა", - თქვა მან პრივატულ წრეში.

1997 წლის მაისი. ბობი რობსონის "ბარსელონა" თასების მფლობელთა თასის ფინალში ამარცხებს "პარი სენ-ჟერმენს". ფინალისშემდგომი ღრიანცელი მოედანზე. აქ ორი კაცი იქცევს ყურადღებას: ერთია გვარდიოლა - "ბარსელონას" ნახევარდაცვის ვარსკვლავი, და მოურინიო - რობსონის თარჯიმანი და თანაშემწე. ისინი ერთმანეთს ეხვევიან. მოურინიო სპეციალურად უხმობს ფოტოგრაფს, რათა ეს მომენტი აღბეჭდოს...

წლების შემდეგ ის აღიარებს, რომ ამ ფოტოს დღემდე ინახავს თავის არქივში და იქვე დასძენს: "ჩვენ მაშინ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან".

"ბარსას" იმ თაობის ფეხბურთელები იხსენებენ, რომ რობსონს ხშირად ზუსტად ვერ მიჰქონდა იდეები მოთამაშეებამდე და თუ რამ გაუგებარი იყო, ამას მოურინიო და გვარდიოლა თურმე წუთში აგვარებდნენ.

ლეგენდადაც კია შემონახული ისტორია, თითქოს 1997 წელს, სამეფო თასის ფინალში, "ბარსელონამ" ახალგაზრდა მოურინიოსა და გვარდიოლას ინსტრუქციებით გაიმარჯვა...

იყო შანსი, 2012 წელს მოურინიო "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო. რობერტო მანჩინის მაშინ პოზიციები შეერყა და ჟოზეს აგენტი ჟორჟე მენდეში აქტიურად მუშაობდა "სიტის" უფროსებთან...

გავიდა ამ ამბებიდან ერთი წელი და მოურინიო კინაღამ სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრე გახდა მეორე მანჩესტერულ გრანდში...

მაგრამ იყო ერთი სამსახური, სადაც ამბიციურ მოურინიოს ძალიან უნდოდა მუშაობა. ეს იყო "ბარსელონა", საიდანაც 2008 წელს ფრანკ რაიკაარდი გაათავისუფლეს, გვარდიოლა კი იმ მომენტში "ბარსელონა B"-ს ავარჯიშებდა, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ გამოუცდელი იყო კატალონიის მთავარი გუნდის თავკაცობისთვის. თუმცა ერთი კაცი ყოველთვის მზად იყო...

2000 წელს, როცა მოურინიომ "ბარსელონა" დატოვა, სამშობლოში დაბრუნების წინ ჟურნალისტებს უთხრა: "დღესაც და სამუდამოდაც "ბარსელონა" დარჩება ჩემს გულში".

მას იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღესაც ამ გუნდის მთავარ სამწვრთნელო სავარძელს მოირგებდა...

...და ეს დღე ახლოს იყო. 2008 წელს, უკვე "ჩელსიდან" წასულ მოურინიოს, ლისაბონში ჩააკითხეს "ბარსელონას" დირექტორებმა - ჩიკი ბეგირისტაინმა (დღეს "სიტიში" მუშაობს) და მარკ ინგლამ.

მოურინიომ სტუმრებს უთხრა, რომ თუ რაიკაარდის შემცვლელად მას დანიშნავდნენ, გვარდიოლას ასისტენტად აიყვანდა...

სხვათა შორის, აწ განსვენებული ბობი რობსონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, რომ მოურინიო გვარდიოლას ყოველთვის მიიჩნევდა "ბარსაში" უმნიშვნელოვანეს ფიგურად...

მაგრამ დავუბრუნდეთ 2008 წლის ზაფხულს. "ბარსელონას" დირექტორატი მთავარ მწვრთნელზე სამსჯელოდ იკრიბება. მოურინიო ფავორიტია არსენ ვენგერისა და მაურისიო პელეგრინის კანდიდატურებს შორის...

მაგრამ ბეგირისტაინი და ინგლა ითვალისწინებენ იოჰან კრუიფის (რომელსაც "ბარსელონაში" უზომოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა) რჩევას თუ, გნებავთ, დირექტივას: "მოურინიო წინააღმდეგობრივი ტიპია, სკანდალური, მაგრამ არც ვენგერი და პელეგრინი გვინდა... მაშინ, მოდით, ისევ სულით და ხორცით ბარსელონელი დავაწინაუროთ"!..

ასე გახდა "ბარსას" რეზერვისტთა მწვრთნელი გვარდიოლა მთავარი გუნდის დამრიგებელი. თავად პეპიც და ბევრი სხვაც გაკვირვებული იყო ამ არჩევანით. მოურინიოს კი ამით ცხვირწინ წითელი ნაჭერი აუფრიალეს.

"ჟოზე უზომოდ გაამწარა მისი კანდიდატურის უარყოფამ", - იტყვის მოგვიანებით მარკ ინგლა. ეს ომის დაწყების ნიშანი იყო...

როცა მოურინიო 2010 წელს "რეალში" მივიდა, ომის ცეცხლი უკვე გიზგიზებდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" დამარცხება მისთვის, პირველ რიგში, პირადი შურისძიება იყო არა მარტო გვარდიოლაზე, არამედ მთლიანად "ბარსაზე", კლუბზე, რომელიც თითქოს მის გულში სამუდამოდ დარჩა 10 წლის წინანდელი განშორების შემდეგ...

ჰკითხეთ თეორეტიკოსებს და გეტყვიან - მოუს იმიჯი შექმნა გვარდიოლასა და "ბარსელონასთან" დაპირისპირებამ. ასეთი რამ იოლად არ ქრება ან საერთოდ არ ქრება.

მოურინიო "რეალის" ფეხბურთელებს შთააგონებდა, რომ თითოეული ბარსელონელი, დაწყებული რიგითი მოთამაშით და დამთავრებული თვით უმაღლესი ჩინოსნით, მათი მტერი იყო. ეს აშკარად იგრძნობოდა მოედანზე, იგრძნობოდა ფეხბურთელების განწყობებში - პირველ ოთხ "კლასიკოში" ჟოზეს ერთ შეგირდს მაინც უფრიალებდნენ წითელ ბარათს. არადა, "ბარსას" და "რეალის" ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების ბირთვს ქმნიდნენ და იმ პერიოდში მათ ერთად ყველაფერი მოიგეს.

პეპმა გამოწვევა მიიღო და ჟოზეს პირველი მძიმე დარტყმა პირველივე "კლასიკოში" მიაყენა - 5:0. ერთხელ უეინ რუნიმ გაიხსენა, რომ ამ თამაშს შინ უყურა და მისი დასრულების შემდეგ, ფეხზე წამომდგარი, როგორც თეატრში, დიდხანს უკრავდა ტაშს "ბარსელონას" მიერ დადგმულ სპექტაკლს...

დღეს რუნი და მოურინიო ერთ ბანაკში არიან. ეს ისე, შეხსენებისთვის...

შაბათს გვარდიოლასთვის უთანასწორო ბრძოლა იქნება. ერთია, რომ პრემიერლიგაში ის ჯერ კიდევ ახალი კაცია და ეჩვევა გარემოს. მეორე მხარეს კი სწორედაც პრემიერლიგაში გამობრძმედილი და გაქნილი მოურინიოა, მისი დაუძინებელი მტერი, მაგრამ დაგავიწყდათ კიდევ ერთი კაცი?

ზუსტად ეგ - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გვარდიოლამ 2009 წელს "ინტერისგან" 60 მილიონ გირვანქად იყიდა სამუელ ეტო'ოს შემცვლელად. მაგრამ ორი განსხვავებული ხასიათი ერთმანეთს ვერ შეეწყო და ზლატანი მალევე აიბარგა.

"ეს იყო ომი და მე ვიყავი მის წინააღმდეგ, - წერს ზლატანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. - მახსოვს, შეშინებული გვარდიოლა როგორ ვერ მისწორებდა თვალს და თვეობით არ მესალმებოდა.

დღესაც ვფიქრობ, რომ ის დამოკიდებულია მოურინიოზე. მაგრამ მისგან განსხვავებით, მოურინიო დიდი ვარსკვლავია. თუ ჟოზე ოთახს ანათებს, გვარდიოლა შავ ფარდებს აფარებს და აბნელებს".

34 წლის იბრაჰიმოვიჩს დღესაც არ დაუკარგავს მოტივაცია:

"ზიზღი და რევანში, ეს არის ის, რაც მოტივაციასა და ძალას მმატებს", - აღიარებს ზლატანი.

მოურინიო და გვარდიოლა მანჩესტერში ჩასვლის შემდეგ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ამას წინათ, სტოკში პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელები შეიკრიბნენ. თვითმხილველი აღწერს ჟოზესა და პეპის შეხვედრას - იყო თურმე ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი-ორი ხუმრობაც.

მაგრამ ამ შემთხვევაში სტოკი არ იყო საომარი ადგილი, ომი შაბათს, "ოლდ ტრაფორდზე" განახლდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია უგრეხელიძე
სადღაა ნამდვილი და ჯიგრული თამაში ფეხბურთში, ამის მიზეზი კი აზარტული მაფიაა (ვგულისხმობ ტოტალიზატორებს), თამაშების უმრავლესობა წინასწარ იციან როგორ დამთავრდება. ვისაც სჯერა რომ ფეხბურთი სუფთა სპორტია ის ან ძალიან მეამიტია ან უნდა რომ ასე იყოს...
მაგარი თამაში იქნება
დარწმუნებული ვარ ძაან მაგარი თამაში იქნება იმის ფონზე რომ ორივე გუნდი ძალიან მაგრად გამოიყურება ჯერჯერობით. იმენა თითოეულ მეტრზე ბრძოლა ამ ორი გენიალური და ძაან მაგარი ტრენერის არანაკლებ მაგარი გუნდებით. აქედან უბერებელი ზლატანი, პოგბა, მატა და ასე შემდეგ იქედანაც მაგარი ხალხი უუუჰ იმენა ვეღარ ვითმენ. ჩემი აზრით 50/50 ზეა შანსები ზუსტად.
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ