ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ამბობს, რომ უეფასა და ფიფას დაპირებების იმედზე არ უნდა ვიყოთ
"ლელო" უკვე წერდა, რომ არის თეორიული შესაძლებლობა, რომ კოსოვოს ნაკრები სათამაშოდ გვესტუმროს. 23 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები დაიგეგმა, ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლად კი თბილისი დასახელდა. მაგრამ ამ სასიამოვნო ფაქტში უსიამოვნოც გამოერია - საქართველოს პოტენციურ მეტოქეებში კოსოვოს ნაკრებიც არის. წილისყრამ ეს ნაკრები რომ შეგვახვედროს, მაშინ საქართველო ვალდებული იქნება, ამ გუნდსაც უმასპინძლოს...

- უსიამოვნო პერსპექტივა: კოსოვოს ნაკრები სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა?

კოსოვო სერბეთის ისტორიულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სეპარატისტული წარმონაქმნია, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, ფიფამ და უეფამ კი საკუთარ წევრად მიიღეს და ახლა ევროსარბიელზე, სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, ევროპელებს სტუმრობენ და მასპინძლობენ.

თუმცა, კოსოვოს საქართველო არ აღიარებს და საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის ნაკრებს ან კლუბს უეფა ჩვენთან დააწყვილებს? შესაძლოა, ბევრმა იკითხოს - რომ თუ არ ვაღიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ დელეგაციაზე ვიზას როგორ გასცემსო? მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო - 2015 წლის ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე სეპარატისტული წარმონაქმნის დელეგაცია საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით ესტუმრა.

ერთი წლის წინ მათი ქალთა საკალათბურთო ნაკრები თბილისში გვესტუმრა, მაგრამ საინტერესოა, საზღვარი კოსოვოს პასპორტით გადმოკვეთეს? ან რას მოვიმოქმედებთ, ახლა კოსოვო საქართველოს ჯგუფში რომ მოხვდეს? მათი სტუმრობა სულ სხვა თემა იქნება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. იმედი მხოლოდ უეფას დანაპირებია, რომ მსგავს ვითარებებს ისე დაარეგულირებს, რომ მის წევრ ქვეყნებს შორის პრობლემას საწყის ეტაპზევე მოაგვარებს.

ფაქტია, პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია და კოსოვოს ნაკრები საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს.

სერბების ადგილზე წარმოიდგინეთ თავი და შემდეგ ვითარება შემოვატრიალოთ - გვესიამოვნება, ამ ქვეყნის ნაკრებებმა აფხაზეთს რომ უმასპინძლონ? ამიტომაც არ შეიძლება კოსოვოს დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებებით, ერთ ჯგუფში არ ხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთი და უკრაინა, თავად სერბეთი და კოსოვო, ასე უნდა იყოს ჩვენს შემთხვევაში და ეს უნდა მოვითხოვოთ.

ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ამბობს, რომ უეფასა და ფიფას დაპირებების იმედზე არ უნდა ვიყოთ, რადგან ამის შესახებ წერილობითი, ოფიციალური დადგენილება და შეტყობინება არ არსებობს და ფიფა-უეფაში სფფ-მ შესაბამისი წერილი უნდა გააგზავნოს.

"არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომლის საშუალებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე კოსოვოს მეტოქეობა თავიდან ავიცილოთ.

პირველი - როგორც სახელმწიფოს, საქართველო დე იურედ კოსოვოს რესპუბლიკას არ სცნობს; 2 - დე ფაქტო რესპუბლიკის შემთხვევაში კოსოვოს პასპორტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის კანონგარეშედ ითვლება; 3 - კოსოვო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი არ არის; 4 - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს, რომლის შემადგენლობაში კოსოვო-მეტოხიის ოლქი შედის; 5 - სერბეთის მთავრობამ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში წამოიწყო დავა და კოსოვოს უეფასა და ფიფაში წევრობის გაუქმებას ითხოვს", - ამბობს კვიციანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status quo
ჩვენი კანონებით, კოსოვოს არ ვაღიარებთ და არ ვცნობთ ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესების გამო,ამიტომ არ უნდა შემოვუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე.ჩვენი კანონი,რომელიც ამ სფეროს არეგულირებს,უზენაესია სხვა ქვეყნების და სპორტული ორგანიზაციების კანონებზე და წესდებებზე.
tngh
კოსოვოს აღიარება ჩვენი "მეგობრების" მიერ იყო საწყისი აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისა. ეხლა კოსოვო უკვე ფიფას წევრია და ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ.
kote
აფხაზეთი თუ უეფამ და ფიფამ მიიღო, მერე რაც არ უნდა არ გვესიამოვნოს, ყველგან ჩავა. ამიტომ შეეშვით ფოკუსებს - ნახევარი ევროპა არ აღიარებს კოსოვოს, მხოლოდ ჩვენს სურვილებზე არავინ ჩაატარებს კენჭისყრას. ჩვენ და კოსოვო ერთ ჯგუფში არ მოგვახვედრონო - მაგალითებად საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები რომ მოგყავთ, ხვდებით? ))
gizog
შეიძლება პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური, თუ დიპლომატიური ზომები, ხერხები რა ვიცი კიდევ რა უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ უსიამოვნო ფაქტს აუცილებლად უნდა ავცდეთ.
gio
რა თქმა უნდა არ უნდა მივიღოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები. იგივე სიტუაციაში ჩვენც არ მოგვეწონებოდა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რომელიმე ევროპულ ქვეყანას რომ მიეღო, ამიტომ ამ საკითხში საქართველომ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და უარი უთხრას!!!
Walkabout
მე ძალიან მომწონს ავტორის არა მხოლოდ ჟურნალისტური არამედ მოქალაქეობრივი პოზიციაც აღნიშნულ საკითხზე... აქ ვიცი გამოხტებიან ვიღაც არამცოდნე მასტები დაიწყებენ სისულელეების ლაპარაკს სრებრენიცებზე, გენოციდებზე და რადოვან კარაჯიჩებზე... რუსეთის დედაც, მაგრამ სერბები რუსეთს იმიტომ უძვრებიან რომ გაეროში რუსეთის ვეტოა ერთადერთი იმის შემაკავებელი ფაქტორი რომ კოსოვო საერთაშორისო საზოგადოებამ არ სცნოს, როგორც ჩვენ ვდებთ უამრავ რესურსს ჩვენი წართმეული ტერიტორიების არაღიარების საეღტაშორისო პოლიტიკაში ისე ჩალიჩობენ სერბებიც ყველა შესაძლო საშუალებებით... კოსოვო არის სერბეთი ისევე როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველო და ვინც სხვანაირად ფიქრობს ის არის ან მედროვე ან პოლიტიკურად ბეცი! ჩვენი მთავრობის და ქვეყნის სირცხვილი იქნება ერთმა კოსოვოელმაც რომ დადგას ფეხი საქართველოს მიწაზე...
ss
არ უნდა მიიღოთ
svani
lasha19-ს ყოველ შემთხვევაში აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ)) და ბრავო ავტორ ზუსტად ასე დავწერე წინა კომენტარი რომ, ჩვენ წარმოვიდგინოთ სერბების ადგილას თავი, შემოატრიალე ვითარება, აფხაზები რომ სერბეთში ჩავიდნენ ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის..!! რა შედეგები მოყვება ამას ცალკე საკითხავია!)))
lasha19
მაგ კოსოვოს გამო დაიწყო ჩვენთან ომი რუსეთმა 200 წელს. ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისე სერბები ჩვენი მტრები არიან, და რუსეთს ბოლო დონემდე უძვრებიან , რომ იცოდეთ და რუსეთივით იმპერიალისტები არიან, ოღონდ მაგათ ცხვირ-პირში მოსდეს
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"
ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს
ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
რუსეთისა და ყატარისთვის მუნდიალების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გერმანიაშიც სურთ
ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს