ბელგიელ მარიკე ვერვორტს კუნთების პროგრესირებადი უკურნებელი დაავადება აქვს და სიცოცხლის დასრულებას ევთანაზიით აპირებს
რიო დე-ჟანეიროს პარალიმპიადის ვერცხლისპრიზიორმა ბელგიელმა სპორტსმენმა ქალმა მარიკე ვერვორტმა, რომელიც ლონდონის ანალოგიური თამაშების ჩემპიონია, ევთანაზიის გაკეთება გადაიფიქრა.

ცნობილია, რომ უკურნებელი სენით დაავადებული 37 წლის მარიკე, რომელიც 400 მ დისტანციაზე ეტლებით რბოლაში ასპარეზობდა, ნებაყოფლობით სიცოცხლის დასრულებას რიო დე-ჟანეიროს თამაშების დამთავრების შემდეგ გეგმავდა.

"ვცდილობ, თითოეული ეპიზოდით მივიღო სიამოვნება. როდესაც მოვა დრო და ცუდი დღეები უფრო მეტი იქნება, ვიდრე კარგი, ევთანაზიისთვის საჭირო ჩემი დოკუმენტები გამზადებული იქნება. მაგრამ ახლა ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. როდესაც ადამიანები ამ დოკუმენტებს ადგენენ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ორ კვირაში უნდა დაასრულონ სიცოცხლე. ჩემი საბუთები ჯერ კიდევ 2008-ში შევადგინე, ახლა კი 2016-ია! და მე ამასობაში ვერცხლიც მოვიგე!", - თქვა მარიკემ.

მარიკე ვერვორტს კუნთების პროგრესირებადი დაავადება აქვს. რიოს თამაშების შემდეგ მან სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ბელგიაში ევთანაზია 2002 წლიდანაა ლეგალიზებული.

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...