ლუჩანო სპალეტი: მეტი შეგვიძლია!
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილი ფავორიტი "იუვენტუსია" და არის მოლოდინი, რომ ტურინული გრანდი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვებს მორიგ სკუდეტოს.

მას შემდეგ, რაც "იუვემ" "ნაპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა, გონსალო იგუაინი წაართვა, ნეაპოლელთა შანსები მკვეთრად დაეცა; აი, "რომაზე" კი უფრო დიდი იმედები მყარდება. თუმცა, ჯერჯერობით, "რომას" თამაშიც არადამაჯერებელია და "სამპდორიასთან" მატჩმა ეს ნათლად დაგვანახვა.

რომაელებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ფრანჩესკო ტოტის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით მოიპოვეს სამი ქულა. რამდენად რეალურია, რომ ასეთმა "რომამ" "იუვენტუსს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას საჩემპიონო ინტრიგა ბოლომდე გაჰყვეს? - ამ კითხვით ლუჩანო სპალეტის მიმართეს და მანაც შემდეგი განაცხადა:

"რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება ორი და სამი თვის შემდეგ, მაგრამ "რომა" ნამდვილად მოუმატებს და გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს. ის, რომ გუნდი სეზონის სტარტზე არაა იდეალურ ფორმაში, ნორმალურია და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. გასული სეზონი "იუვენტუსმა" საშინლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მკვეთრად მოუმატა და ჩემპიონი გახდა. დღეს გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, თუ რა შანსები გვაქვს სკუდეტოს მოსაპოვებლად, მაგრამ იოლად რომ არაფერს დავთმობთ, ეს ცხადია".

სპალეტის ფრანჩესკო ტოტიზე ჰკითხეს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიტანა გამარჯვების გოლი:

"სამწუხაროა, რომ არ მყავს 4-5 ტოტი, რომელიც ყოველ თამაშში ახერხებს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას. ისიც სამწუხაროა, რომ ტოტი 39 წლისაა და შესაბამისად, მთელ 90 წუთს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. არ მახსოვს, ფრანჩესკოს ასეთი ენთუზიაზმით ევარჯიშოს და ამიტომ ის განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, ტოტი კიდევ ბევრჯერ გაახარებს გულშემატკივარს".

ლუჩანო სპალეტიმ "სამპდორიასთან" მატჩი შეაფასა და მეტოქე გუნდის მეკარე ლევ იაშინს შეადარა:

"ძალიან რთული თამაში იყო, რომელშიც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. 70 წუთის განმავლობაში ჩვენ ვდომინირებდით, 20 წუთი კი მეტოქე ფლობდა უპირატესობას. ედინ ჯეკოზე აშკარად დაირღვა თამაშის წესი და ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მსაჯები დაგვეხმარნენ. მეტოქე გუნდის მეკარე ემილიანო ვივიანო უნდა შევაქო, რომელიც სასწაულებს სჩადიოდა და ლევ იაშინივით ირჯებოდა. სწორედ ვივიანოს დამსახურებაა, რომ ასე გაგვიჭირდა გამარჯვების მოპოვება".

შეუდარებელი ტოტი

ფრანჩესკო ტოტი 25-ე სეზონს ატარებს "რომას" შემადგენლობაში და ამით მან პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა. ამასთან, ეს არის ზედიზედ 23-ე სეზონი, რომელშიც ტოტი გოლის გატანას ახერხებს. ფრანჩესკოს ანგარიშზე 249 გოლია "რომას" შემადგენლობაში, სულ კი 600-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მატჩის შემდეგ ტოტიმ მოკლე და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მატჩს იგებს გუნდი და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი; ჩემი პენალტი კი ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ეპიზოდია განვლილ შეხვედრაში. პირველად ცხოვრებაში, მეშინოდა თერთმეტმეტრიანების გაცუდების, რადგან სამი ქულის მოპოვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა".

ფერეროს თმები გადარჩა

მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყო "სამპდორიამ", რომელმაც პირველ ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და "რომას" უდანაკარგოდ ესტუმრა. დედაქალაქური მატჩის წინ გენუელთა ექსტრავაგანტურმა პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ განაცხადა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში თმებს გადაიპარსავდა. მატჩის შემდეგ ფერერომ თავს თმის გადარჩენა მიულოცა:

"ვულოცავ "რომას" გამარჯვებას, ჩემს თმას კი გადარჩენას. "ჯალოროსი" სკუდეტოსთვის ან მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და შესაბამისად, ეს შედეგი არ იყო გასაკვირი. თუმცა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. მარკო ჯამპაოლოს თავკაცობით, "სამპდორია" ბევრ წარმატებას მიაღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?