ფეხბურთი სამშაბათი

სერგეი ლიტოვჩენკო

ქართველების ცხელი სისხლი ყველგან

იგრძნობა

"ზუგდიდის" მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ უკრაინელ გამოცემა "ფუტბოლთან" საქართველოში ჩამოსვლის მიზეზზე, ახალ გუნდზე, ჩვენებურ ფეხბურთსა და მის დონეზე ილაპარაკა.

"უკრაინის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ისრაელიდან, კერძოდ, აშქელონის "ჰაპოელიდან" ოფიციალური შეთავაზება მივიღე. ეს "ოლიმპიკის" პრეზიდენტს ვუთხარი და კონტრაქტის გაწყვეტაზე დათანხმდა. ისრაელის კლუბს სლოვაკეთში ერთკვირიან შეკრებაზე გავყევი. ორი თამაში ჩავატარე და მწვრთნელმა მითხრა, რომ კონტრაქტის გაფორმება სურდა. უკრაინაში იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად დავბრუნდი. მაგრამ ერთ კვირაში შევიტყვე, რომ აშქელონელებმა ისრაელის მოქალაქეობის მქონე მეკარე მწვრთნელთან შეუთანხმებლად დაიმატეს და აღარ წავედი. "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა სწორედ ამ დროს დამიკავშირდა", - ამბობს ლიტოვჩენკო.

უკრაინელმა მეკარემ ქართულ კლუბთან კონტრაქტი გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე, მხოლოდ ოთხი თვით გააფორმა და ამის მიზეზიც დაასახელა:

"რატომ ასეთი მოკლევადიანი კონტრაქტი? ჩემთვის, ეს პირველი უცხოური გამოცდილებაა და ჯერ უნდა გავიგო, ამ ქვეყანაში თავს კომფორტულად ვიგრძნობ თუ არა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდები, სად მირჩევნია კარიერის გაგრძელება. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს და საუკეთესო თვისებები გამოვავლინო".

ლიტოვჩენკომ "ზუგდიდთან" და მისთვის უცხო ქალაქთან ადაპტაციაზეც ილაპარაკა:

"კლუბში კარგად მიმიღეს, რაიმე დისკომფორტი არ მიგრძვნია. რა თქმა უნდა, ადაპტაციაში უკრაინელი ლეგიონერები და მწვრთნელები დამეხმარნენ, განსაკუთრებით - დიმა ზოზულია. პირველი სეზონი არ არის, რაც ის საქართველოში თამაშობს. რამდენად რთულია, საზღვარგარეთ გადასვლა? ცხოვრებაში რაღაცას თუ გადავწყვეტ, მაშინ ბარიერი არ გამაჩნია. ერთ დღეში ჩავალაგე ჩანთა და საქართველოში გავფრინდი. რაც შეეხება მეუღლესა და ქალიშვილს, ისინი უკვე ჩამოვიყვანე, ისინი ყოველთვის ჩემთან არიან... ბევრი უცხოური კლუბი უზრუნველყოფს მოთამაშეებს მანქანითა და ბინით. "ზუგდიდმა" ქალაქის ცენტრში ლამაზი ბინა მიქირავა, მანქანა კი, პრინციპში, საჭირო არ არის, რადგან ზუგდიდი პატარა ქალაქია და შეგიძლიათ, ფეხით მოიაროთ. სამწუხაროდ, პირველ ტურებში გუნდი ისეთი წარმატებით ვერ თამაშობს, როგორც გვსურს. ამის მიზეზი ის არის, რომ ბევრი ახალი მოთამაშეა. იმისთვის, რომ სრულ ურთიერთგაგებას მივაღწიოთ, გარკვეული დრო გვჭირდება".

ლიტოვჩენკომ ქართული ფეხბურთის პრობლემებიც ახსენა:

"ამ ეტაპზე, ქართული ფეხბურთის სუსტი წერტილი ინფრასტრუქტურა და მოედნების ხარისხია. აშკარაა, რომ ამ სფეროს დიდი ხნის განმავლობაში საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგრამ ახლა ზუგდიდში ევროპული დონის სტადიონს აშენებენ. ქალაქისა და კლუბის ახალი მმართველები სერიოზულ განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ფიქრობენ... ქართველები უკრაინელებზე უფრო ტემპერამენტიანი ხალხია და "ცხელი სისხლი" ყველგან იგრძნობა - მოედანზეც და ტრიბუნებზეც. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. მათ და უკრაინის ჩემპიონატებს თუ შევადარებთ, ვფიქრობ, ფუნდამენტურად განსხვავებული დონეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე სრული წარმოდგენა ჯერ არ მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი განსხვავება ესაა - უკრაინაში უფრო პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობენ, დაცვიდან და დისციპლინით, საქართველოში კი ბევრი ტექნიკური მოთამაშეა, უფრო ლაღები არიან და ინდივიდუალური თამაში მოსწონთ".

მერაბ მამულაშვილი

000000000000000

00000000000000

0000000000000000000

00000000000000000000000

00000000000000000000000

00000000000000000000000

000000000000

0000000000000000

000000000

000000000000000000

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება