ქობულეთის "შუქურას" დირექტორი, თბილისის "დინამოს" თამაშის შემყურე, გულისტკივილს არ მალავს...
ქობულეთის "შუქურა" მე-5 ტურის ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედი გახდა. თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთ ლიდერ თბილისის "დინამოსთან" გასვლითი შეხვედრა 1:1 დაასრულეს.

- დინამო (თბ)-შუქურა 1:1 - დამშვიდდა და დაისაჯა [VIDEO]

ქობულეთელთა დირექტორი რევაზ ჩელებაძე "შუქურას" ამ ღირსეულმა ქულამ კი გაახარა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის ვეტერანი დინამოელია, გუნდში მისი ზეობის ხანაში თამაშობდა და "ლელოსთან" ინტერვიუში "დინამოს" დღევანდელი თამაშით გულისტკივილი ვერ დამალა.

"შუქურა" სეზონისთვის კარგად ვერ მოემზადა, მოთამაშეები ნელ-ნელა დავიმატეთ და ნაწილი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. ლოგიკურიც იყო, ჩემპიონატი კარგად რომ ვერ დავიწყეთ. ამიტომ, არ დავმალავ, მეშინოდა, "დინამო არენაზე" დიდი ანგარიშით არ წაგვეგო. მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ბიჭები ღირსეულად ითამაშებდნენ.

მათ ეს მოახერხეს და თითოეულ მათგანს თავდადებისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის, მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ მე, როგორც "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელს, გული დამწყდა, ჩემი საყვარელი კლუბი ამ მდგომარეობაში რომ ვნახე.

"დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და ახლაც მრავლად არის. მათთან ბოდიში, მაგრამ, როცა "დინამოს" მაისურას მოირგებ, ბევრად უკეთესი თამაში და მეტი მონდომება მოგეთხოვება.

შესაძლოა, ეწყინოთ, მაგრამ ასეთი ისტორიის მქონე კლუბის ფეხბურთელებს მსგავსი ჩავარდნები არ ეპატიებათ. ამას იმიტომ ვამბობ, "დინამოზე" გული რომ შემტკივა".

ჩელებაძემ ქობულეთელთა გეგმებზეც ილაპარაკა:

"ვხედავდი, რომ ცუდი სტარტის გამო ფეხბურთელებში კარგი ფსიქოლოგიური განწყობა არ იყო, მაგრამ "დინამოსთან" მოპოვებული ქულა მოგებაზე მეტს ნიშნავს. ამ შეხვედრის შედეგი გუნდზე დადებითად აისახება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს ტურებსაც აღმავლობით ჩავატარებთ.

შემდეგ ტურს ჩვენ გამოვტოვებთ და თბილისის "ლოკომოტივთან" მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, 25 სექტემბერს ვითამაშებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაუზა მოსამზადებლად კარგად გამოვიყენოთ. "ლოკომოტივთან" ბევრად მძიმე მატჩი გველის, ვიდრე "დინამოსთან". შემიძლია ვთქვა, რომ ეს "ექვსქულიანი" თამაში იქნება".

თემურ შალამბერიძე, "შუქურას" მთავარი მწვრთნელი:

"დინამოსთან" ფრემ ძალიან გაგვახარა. სანაკრებო პაუზის დროს თბილისელთა თამაშს ვსწავლობდი და როგორც ჩანს, კონტრთამაშს მივაგენით. ბუნებრივია, პირდაპირ შეტევებზე არ გადავედით, რადგან ეს უაზრობა იქნებოდა. ამიტომ თავს ვიცავდით და მეტოქეს კონტრშეტევებით ვპასუხობდით.

საერთოდ, გარდამავალი ჩემპიონატი უცნაურად დავიწყეთ - შინ "ჩიხურასთან" წავაგეთ, მაგრამ გასვლაზე სამიდან ერთ მატჩშიც არ დავმარცხებულვართ. გუნდი არასტაბილურად თამაშობს და ამის მიზეზი ისაა, რომ მოთამაშეებს ერთად შეკრება არ გაუვლიათ და სასურველ კონდიციებში ვერ არიან. შეთამაშებას ტურიდან ტურამდე ვცდილობთ და იმედია, ორკვირიანი პაუზა ძალიან წაგვადგება".

სანდრო გურულის გოლმა ქობულეთელებს დიდი სიხარული მოუტანა. ის დარწმუნებულია, რომ გუნდი აუტსაიდერობას თავს დააღწევს:

"ქობულეთში მოულოდნელად აღმოვჩნდი. ჩემზე მეტად არავის სურდა, კარიერა უკეთეს დონეზე რომ გამეგრძელებინა, მაგრამ რაც მოხდა, ამას ვეღარავინ შეცვლის და ახლა ამაზე ფიქრის დრო არც მაქვს. მთავარია, "შუქურას" უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო.

ჩვენ მხოლოდ 2 ქულა გვქონდა და ეს ფრე გუნდს დიდ სტიმულს მისცემს, ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები უკეთ რომ ჩავატაროთ. კარგი მოთამაშეები გვყავს და იმედია, ასევე გავაგრძელებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dyablo
ანუ რა გამოდის შუქურას უნდა წაეგოო დდდ: არა დინამო საქართველოში ყველა თამაშს უნდა იგებდეს უშანსოდ და ის ყოფილა ქართული ფეხბურთისთვის გადამრჩენელი ესეთი შეხედულებები ღუპავს სწორედ ქართულ ფეხბურთს ერთ კლუბზე რომ ამოდით მზე და მთვარე და რომ ვერ გამოდის ეს ხალხი 1981 წლის საფეხბურთო მენტალობიდან ნუ აყვედრით სხვა კლუბებს დინამოს გაპიარებულ იტორიას გამოფხიზლდით გარეთ 21 საუკუნეა.
patara chele
arsad gamishva mami!
gigi
cheles bichi, rom ar tamashobs shukura shedegs debs,gaasxviset tkveni bichi isev sxva gundshi torem gavardebit tels,ertmnishvnelovnad tamashs afuchebs.
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
შუქურა-სიონი 2:0 - მამაშვილობაც ასეთი უნდა! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
თეიმურაზ შალამბერიძე: რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც მოხდა
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ტორპედო-შუქურა 0:0 - ასე ორივეს გაუჭირდება... [VIDEO]
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: სათასო გამოძახილი