ვინ არიან "კამპ ნოუს" სასწაულის შემოქმედნი?
რაც ესპანური პრიმერა დაიწყო, მას შემდეგ ყველა "ალავესზე" საუბრობს. იყო დრო, ბასკებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ და ამ გუნდმა უეფას თასის ზედრამატული ფინალი ითამაშა "ლივერპულთან", მაგრამ მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა.

"ალავესი", რომელსაც არ ჰყავს განსაკუთრებული შემადგენლობა, ხმაურიანად დაბრუნდა ესპანეთის უპირველეს საფეხბურთო ლიგაში. ჯერ იყო პირველი ტური და ზავი "ატლეტიკოსთან". მადრიდელებმა ბოლო წუთზე გაიტანეს, მაგრამ "ალავესი" მაინც გამოძვრა. მერე იყო საშინაო ზავი "სპორტინგთან". ბოლოს კი სასწაული "ნოუ კამპზე", თვით "ბარსელონას" დამარცხება.

მართალია, "ბარსა" არ იყო ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ მოგვიანებით მინდორზე მესი, ინიესტა და სუარესი გამოჩნდნენ. "ალავესმა" მაინც მოიგო... დღეს სწორედ "ბასკური საოცრება" უნდა გაგაცნოთ.

პელეგრინო - ზემტკიცე დაცვის კაცი

"ალავესის" სათავეში 44 წლის არგენტინელი, მაურისიო პელეგრინო დგას. მართალია, მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ საკლუბო კარიერა მას ერთობ შთამბეჭდავი ჰქონდა.

"ველესი", "ბარსელონა", "ვალენსია", "ლივერპული" და "ალავესი - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებშიც პელეგრინო თამაშობდა. რა თქმა უნდა, მას საუკეთესო პერიოდი "ვალენსიაში" ჰქონდა.

სამწვრთნელო კარიერა დაიწყო "ლივერპულში", ასისტენტად. ამის შემდეგ ცოტა ხნით იმუშავა "ვალენსიაში". ადგა და არგენტინაში დაბრუნდა. ჯერ "ესტუდიანტესი" გაწვრთნა, მერე კი - "ინდეპენდიენტე".

სწორედ არგენტინაში გამოიკვეთა მისი სამწვრთნელო კრედო: ზემტკიცე დაცვა და "მკვლელი" კონტრშეტევები. სწორედ ასე ათამაშებს ის "ალავესს" და ასეთ თამაშს შედეგი მოაქვს.

ლიდერები

გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავს. ალბათ, უპრიანია, მათ შესახებ ცალკე დავწეროთ. "ალავესს" არ ჰყავს გამორჩეული ვარსკვლავები, მაგრამ კარგი ფეხბურთელები სანთლით საძებარნი არ არიან.

ალექსის რუანო - 31 წლის გამოცდილი მცველი. არაერთ ესპანურ კლუბში უთამაშია. მათ შორის - "ვალენსიასა" და "სევილიაში". ვერ გაუძლო თურქული "ბეშიქთაშის" ფინანსურად მომხიბვლელ შეთავაზებას და სტამბოლში წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა სამშობლოში.

ვიქტორ კამარასა - 22 წლის დაცვითი ყაიდის ნახევარმცველი. "ლევანტეს" ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც არ ისურვა სეგუნდაში თამაში და "ალავესს" შეუერთდა. შესანიშნავად დაიწყო სეზონი.

იბაი გომესი - 26 წლის გარემარბი, ვინც ვერა და ვერ იქცა ბილბაოს "ატლეტიკის" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად. "ბარსელონასთან" მატჩის გმირი. სწორედ მისმა დარტყმამ მოაპოვებინა "ალავესს" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გამარჯვება. გუნდისათვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია, რადგან აქვს პრიმერაში თამაშის საკმაო გამოცდილება.

კრისტიან ესპინოსა - უფრო პოტენციური ლიდერია, თორემ ჯერ საკუთარი კლასი არ დაუმტკიცებია. არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი შემტევი იყო. "ვილიარეალმა" იყიდა არგენტინული "ურაკანიდან" და "ალავესში" გაანათხოვრა. სწრაფი, ტექნიკური შემტევია.

ტეო ერნანდესი - მადრიდის "ატლეტიკოში", ცხადია, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ფრანგი ცენტრალური მცველი "ალავესშია" განათხოვრებული. არის საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი.

გაისკა ტოკერო - "ბარსელონასთან" მატჩში არ გამოჩენილა, მაგრამ 32 წლის შემტევი მაინც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. წლების განმავლობაში იყო "ატლეტიკში", მაგრამ იბაის დარად, ვარსკვლავურ შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა.

მანუ გარსია - 30 წლის ნახევარმცველი, ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი მოთამაშე. უკვე ოთხი წელია, გუნდის ერთგულია.

დეივერსონი - 25 წლის ფორვარდი. "ალავესს" აშკარად გაუმართლა, "ლევანტე" პრიმერადან რომ გავარდა. სწორედ ამ გუნდიდანაა ნათხოვარი დეივერსონი, ვინც "ბარსელონასთან" მატჩში დიდებულად ითამაშა - გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

კიკო ფემინია - 25 წლის ფლანგელ მცველს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის თავის დროზე "ბარსელონასა" და "რეალის" დუბლშემადგენლობებში თამაშობდა. კატალონიურ კლუბთან საგარეო შეხვედრაში შესანიშნავი იყო.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...

"ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამ შეხვედრაში ერთხელაც დამტკიცდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თამაშის დაწყებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდე. ჩვენი გამარჯვება დამსახურებულია.

ველოდი, რომ "ბარსელონა" მეტ სახიფათო მომენტს შექმნიდა ჩვენს კართან. ალბათ, ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ მათ სივრცე შევუზღუდეთ. არ გვინდა, ეპიზოდების გუნდად დავრჩეთ. გვინდა, რაღაც უფრო მეტი გავაკეთოთ.

ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ. ძალიან მინდა, "ალავესი", როგორც გუნდი, კიდევ გაიზარდოს", - ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პელეგრინოს სიტყვებია. ვნახოთ, წესით, ეს ბასკთა ბოლო სიურპრიზი არ უნდა იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
რა რა სასწაული 33 ქონდა კუსჰი, 100 ევროსჰი 3600 ევროს ვიგებდი, ბარსას ჰანდიკაპმა გამაზა და მაგენმა ალბატ მილიარდი ისჰოვეს.
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
კრიშტიანო რონალდოს პირველი გოლი, ისკოს პირველი დუბლი [VIDEO]
ევროუქმეების ყველაზე საინტერესო ფაქტები: კლაუდიო ბრავო და მიხეილ ყაველაშვილი
"ბარსელონაში" ტიტო ვილანოვას ერნესტო ვალვერდე შეცვლის?
არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური: სტუდენტები კვლავ პირველზე არიან
"საუთჰემპტონი: მაურისიო პელეგრინოს ახალი გამოწვევა
მიროსლავ ჯუკიჩი: ვნახოთ, რა მოხდება, თუ ესპანეთის ჩემპიონები ვერ გავხდებით
ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ათლეტების ტური
"საუთჰემპტონის" გადარჩენა მარკ ჰიუზს მიანდეს
ესპანური ბაზარი: რას ველოდოთ იანვარში ლა ლიგაში
ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტურის შეჯამება და სიმბოლური: ამოსული და ჩამქრალი ვარსკვლავები