"ტოტენჰემი" და "მონაკო" ერთმანეთს "უემბლიზე" შეხვდებიან. მაურისიო პოჩეტინო ამბობს, რომ ეს კლუბისთვის ისტორიული მომენტია
"ლევერკუზენის" თავკაც როჯერ შმიდტს გადასაწყვეტი აქვს, რა მოუხერხოს ფინელ იოელ პოჰიანპალოს, რომელიც მეტეორივით შემოიჭრა ბუნდესლიგაში. დიდი ალბათობით, "ჰამბურგთან" 15 წუთში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი პოჰიანპალო ცსკა-ს წინააღმდეგ ჩიჩარიტოს შეუწყვილდება შეტევაში. ორივე გუნდისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მონაწილეობაა.

როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი): "როცა ტურნირზე "ზენიტს" აჯობებ, ესე იგი, ძალიან კარგი გუნდი ხარ. ცსკა იოლად დასამარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ არის. ჩვენ "ჰამბურგთან" კარგი რეპეტიცია გავიარეთ, იმედი მაქვს, ფორმა არ დაგვიკარგავს. იოელი საჯარიმო მოედანზე ძალიან სახიფათოა. ვნახოთ, შეიძლება სასტარტოშიც მოხვდეს".

ლეონიდ სლუცკი (ცსკა): "ლევერკუზენი" მობილური და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მათ იოლად შეუძლიათ ისეთი ვარსკვლავების შეცვლა, როგორიც ფოლანდი ან ბელარაბია. აღარაფერს ვამბობ პოჰიანპალოზე, რომელმაც 4 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის ორ ტურში. ჩვენ უკვე ბევრი რამ ვკითხეთ ერემენკოს ნაკრებში თავისი თანაგუნდელის შესახებ".

"ტოტენჰემი" და "მონაკო" ერთმანეთს "უემბლიზე" შეხვდებიან, მაურისიო პოჩეტინო ამბობს, რომ ეს კლუბისთვის ისტორიული მომენტია. შარშან "ტოტენჰემმა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატოვა "მონაკო", თუმცა ლეონარდო ჟარდიმი ამბობს, რომ მისი გუნდი ახლა უფრო ძლიერია.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ჩვენთვის ისტორიული მომენტია, უნდა ვითამაშოთ "უემბლიზე" და გავიმარჯვოთ. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზეა, ნამდვილი ფანტასტიკაა. ვერც კი გადმოგცემთ, ეს რა გრძნობაა".

14 სექტემბერი

ლევერკუზენი-ცსკა 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბელარაბი, იურჩენკო - ცაუნია

სავარაუდო შემადგენლობა

ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი, თა, თოფრაქი, ვენდელი - ბენდერი, კამპლი - ბრანდტი, მეჰმედი - პოჰიანპალო, ერნანდესი

ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - იონოვი, ვერნბლომი, ძაგოევი, ერემენკო, გოლოვინი - ტრაორე

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ტოტენჰემი-მონაკო 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: როუზი -

სავარაუდო შემადგენლობა

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - დაიერი, ვანიამა - ლამელა, ალი, ერიქსენი - კეინი

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - დირარი, ფაბინიო, მოუტინიო, ტრაორე - სილვა, ჟერმენი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
ანსუ ფატი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში განაგრძობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ლევერკუზენის" ექსშემტევი საქართველოში უკანონოდ გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს
მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ბაიერის" ექსშემტევი საქართველოში გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს