ჩემპიონთა ლიგა. I ტური
"ალავესთან" სესაციური საშინაო მარცხის მერე, "ბარსელონამ" ისე ითამაშა, რომ ბოდიში მოიხადა კი არა, ფანებს აქეთ დარჩათ ბოდიში მოსახდელი და მადლობა გადასახდელი.

კატალონიელებმა საბრალო ბრენდან როჯერსის "სელტიკი" გამოიჭირეს და... "ბარსამ" ყველა გემოვნების დამაკმაყოფილებელი გოლი შეაგდო, მთავარი კაცები კი მაინც მესი-ნეიმარი იყვნენ. "ქერებმა" კლუბს პირველი ტაიმი 2:0 მოაგებინეს - ნეიმარი ორჯერ მოგვევლინა მესის ასისტენტად.

საოცარი იყო მეორე ბურთი - ბრაზილიელმა და არგენტინელმა ნახევარი სტადიონი ერთმანეთში ბურთის გათამაშებით გაიარეს, გლაზგოელთა ფეხბურთელები სავარჯიშო ფიგურებივით იყვნენ და ბოლოს ბურთი კარში აღმოჩნდა.

მთლიანობაში მესიმ 3 გოლითა და ერთი საგოლე პასით დაამთავრა. თუ ლეომ "იჰეთთრიკა", პასების პოკერით გამოირჩა ნეიმარი და პლუს ლამაზი ჯარიმა შეაგდო. ამ ჰარმონიაში მოკრძალებულად შემოყო ფეხი ანდრეს ინიესტამ და ბოლოს ბეჩავ "სელტიკს" კბილი ლუის სუარესმაც გაავარჯიშა, ურუგვაელმა გლაზგოელებზე "კიჭები" ორჯერ გაავარჯიშა - 7:0.

"ბარსელონას" ლამაზი თამაშის მოკლე აღწერამ სულ გადაგვავიწყა, რომ 1:0-ზე "სელტიკს" გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ნორჩ მუსა დემბელეს მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა აუღო.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება მატჩს, რომელიც წესით ინგლისში უნდა გამართულიყო "სიტისა" და "გლადბახს" შორის, ეს შეხვედრა წვიმის გამო გადაიდო.

ბარსელონა-სელტიკი 7:0

გოლები: 1:0 მესი (3), 2:0 მესი (27), 3:0 ნეიმარი (50), 4:0 ინიესტა (59), 5:0 მესი (60), 6:0 სუარესი (75), 7:0 სუარესი (88)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი (61. რაფინია), ანდრე გომეში, რაკიტიჩი (46. ინიესტა) - ნეიმარი, მესი, სუარესი

სელტიკი (4-1-4-1): დე ვრისი - ლუსტიგი, კ. ტურე, სვიატჩენკო (68. ო’კონელი), ტირნი - ბრიტონი (76. მაკგრეგორი) - რობერტსი (68. არმსტრონგი), გამბოა, ბრაუნი, სინკლერი - მ. დემბელე

შენიშვნა: დემბელემ ვერ გაიტანა პენალტი (24)

გაფრთხილება: ტერ შტეგენი, რაკიტიჩი - ბრაუნი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-3; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-4 (9-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 73 290

სიტი-გლადბახი გადაიდო

დღეს გაიმართება

მომდევნო ტური

28 სექტემბერი:

გლადბახი-ბარსელონა, სელტიკი-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

liovika
ავტორ სუარესის თამაში არ მოგეწონა?:-) მაშინ უყურე პაპუნაშვილის და ჭანტურიას თამაშს და ისიამოვნე........
Guadua
ბესო72 14 სექტემბერი 2016 10:14 ისე ჩვენების გვიკვირს , ხოლმე ძლიერებთან , რომ ვაგებთ , მარა ღრმად ვარ დარწმუნებული თბილისის დინამო, რომ გასულიყო ჯგუფურ ეტაპზე და ბარსელონას შეხვედროდა, ამხელა ანგარიშით არ წააგებდა.-----------ჰო თბილისის დინამო მხოლდო 16-0 წააგებდა დ აარა საშინელი 7-0 :) სამტრედიაზე რომ დაგეწერა ეგა მეგობარო კიდევ იფიქრებდა კაცი რომ პრინციპში შესაძლებელიაო, დინამოზე რამ დაგაწერინა, რაც არის დინამო აგერ გამოჩნდა ყველა ასპექტში და ბოლო წერტილი შუქურასთან დაესვა.
მოსაწყენი საკლუბო ფეხბურთი
ბარსა,რეალი,მანჩესტერები,ბავარია ყიდულობენ ყველას და ყველაფერს ვინც კი დადის და დაფრინავს ამიტომაც ფეხბურთი უინტერესო გახდა.ერთადერთი ატლეტიკო სიმეონეს და ფეხბურთელების დიდი თავდადებით უძალიანდებიან ამ ვეშაპებს.გუშინდელი ბარსას და ბავარიის ყურებას ინდური სერიალის ყურება სჯობს.
ბესო72
ისე ჩვენების გვიკვირს , ხოლმე ძლიერებთან , რომ ვაგებთ , მარა ღრმად ვარ დარწმუნებული თბილისის დინამო, რომ გასულიყო ჯგუფურ ეტაპზე და ბარსელონას შეხვედროდა, ამხელა ანგარიშით არ წააგებდა.
Dato-realoba
Ra panebis bodishzea laparaki? Piriqit.... ro Ara totalizatorze tamashi alavessac igive dgeshi chaagdebda!!! Magram dachirdat totalizatorebis mamebs da caago vitom.....
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს