ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიოს თასის ისტორიიდან: კანადის თასი 1984

მსოფლიოს თასის ისტორიიდან: კანადის თასი 1984

ტორონტოს წინ ვიხსენებთ წინა გათამაშებებს
კანადის თასი-1984

ჩატარების თარიღი: 1-18 სექტემბერი, 1984

გუნდი: 6

ჩემპიონი: კანადა

ფინალისტი: შვედეთი

მატჩი: 19

გოლი: 138 (საშუალოდ 7.26)

მაყურებელი: 156 646 (საშუალოდ 8 245)

ბომბარდირი: უეინ გრეტცკი, კანადა (12 ქულა)

MVP: ჯონ ტონელი (კანადა)

კანადის თასის მესამე გათამაშება შეიძლებოდა არც შემდგარიყო. წინა ტურნირის შემოსავალი დაბალი იყო, ცოტა მაყურებელი ესწრებოდა მატჩებს, რომლებშიც კანადის ნაკრები არ თამაშობდა... მაგრამ 1981 წლის სასტიკი მარცხის შემდეგ, მთელი კანადა რევანშს ითხოვდა. ამიტომაც, 1984 წელს, კანადის თასი მაინც გაიმართა.

ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ისევ სამმატჩიანი ფინალი დააბრუნეს. ცვლილება მოხდა მონაწილეთა შორის:

ფინეთის ნაკრების ნაცვლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები მიიწვიეს, რაც, გარკვეულწილად, ლოგიკური იყო: ფინელები წინა ორ გათამაშებაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ, თან გერმანელები გაცილებით ძლიერად გამოვიდნენ მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონატზე და სარაევოს ოლიმპიადაზე, სადაც კინაღამ ფინალურ კვარტეტში მოხვდნენ.

ფავორიტი სსრკ-ის ნაკრები იყო, რომელიც არ მარცხდებოდა 80-იანი წლების დასაწყისში. 1981 წელს, კანადის თასის მოგების შემდეგ, საბჭოელებმა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატი მოიგეს და ეს სერია 1984 წლის ოლიმპიადაზე გამარჯვებით დააგვირგვინეს. ვიქტორ ტიხონოვმა 11 ახალწვეული მიიწვია გუნდში. იყო დანაკლისი: ტრეტიაკმა კარიერა დაასრულა, საავტომობილო ავარიის შემდეგ მკურნალობდა ფეტისოვი, სხვადასხვა მიზეზის გამო, კანადაში ვერ გაემგზავრნენ - ბიკოვი, ხომუტოვი, ჟლუკტოვი, დროზდეცკი, ბალდერისი...

კანადას 1981 წლის შემადგენლობიდან მხოლოდ ხუთი მოთამაშე დარჩა. აქცენტი გაკეთდა იმ დროისთვის NHL-ის ორ უძლიერეს გუნდზე: "აილენდერსსა" და "ედმონტონზე". კუნძულელებმა წარმოადგინეს ბობ ბურნი, ჯონ ტონელი, ბრენტ სატერი და სნაიპერი მაიკ ბოსი. რაც შეეხება "ოილერზს", იქიდან კიდევ უფრო დიდი კონტინგენტი იყო: დაცვის ოთხი მოთამაშე, მათ შორის, იმ ეპოქის ყველაზე შედეგიანი მცველი პოლ კოფი. შეტევის ხაზში იყვნენ გრეტცკი, მესიე, გლენ ანდერსონი, აგრეთვე, მეკარე გრანტ ფიური.

უნდა ითქვას, რომ "აილენდერსისა" და "ოილერზის" მოთამაშეებს შორის ურთიერთობა სანიმუშო არ იყო. სერიოზული მუშაობა გახდა საჭირო მათ შორის უთანხმოების დასავიწყებლად.

კანადის ნაკრებში იყო მოთამაშე, რომლის გვარსაც ტრანსლიაციების დროს არ ასახელებდნენ ჩეხოსლოვაკიაში და სსრკ-ში. ლაპარაკია პეტერ შჩასტნიზე, რომელიც 1976 წელს, კანადის თასზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში თამაშობდა, შემდეგ კანადაში გაიქცა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

საერთოდ, 1984 წლის კანადის თასის წინ, ერთი ნაკრებიდან მეორეში გადასვლის არაერთი შემთხვევა იყო. შჩასტნის გარდა, უნდა ვახსენოთ ბრაიან ტროტიე, რომელიც ადრე კანადის ნაკრებში თამაშობდა, ამჯერად კი აშშ-ის ნაკრების მაისურა ჩაიცვა.

ჯგუფურ ეტპზე სსრკ-ის ნაკრებმა დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი - ხუთივე მატჩი მოიგო, მათ შორის, კანადასთან 6:3 და პირველი ადგილი დაიკავა. მასპინძლებმა მხოლოდ აუთსაიდერებს - ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიას მოუგეს, სსრკ-ის გარდა, შვედეთთანაც წააგეს და ფრე ითამაშეს ამერიკასთან, რითაც მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს ჯგუფში. აშშ, რომელიც მეკარე ტომ ბარასოს საიმედო თამაშს ეყრდნობოდა, მეორე ადგილზე გავიდა. მესამეზე აღმოჩდნენ შვედები, რომლებმაც ბოლო სამი მატჩი ზედიზედ მოიგეს.

ასე რომ, ნახევარფინალში ნაადრევი ფინალი შედგა: სსრკ-კანადა.

კანადელები ისე სუსტად გამოიყურებოდნენ ჯგუფში, რომ ნახევარფინალში, წესით, მცირე შანსი ჰქონდათ საბჭოთა ნაკრების წინააღმდეგ. მაგრამ, მასპინძლებმა ყველა შიდა კონფლიქტი მოაგვარეს და ყინულზე სულ სხვა გუნდი წარსდგა. ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. სსრკ-ს მოგების შანსი ჰქონდა, როცა პოლ კოფის წინააღმდეგ ვლადიმიერ კოვინი და მიხაილ ვარნაკოვი გავიდნენ. კოფიმ მოახერხა ვარნაკოვის პასის ჩაჭრა და კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც მაიკ ბოსის გოლით დასრულდა. საბჭოთა ნაკრები შინ დაბრუნდა ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული ძირითად დროში.

მეორე ფინალისტი გახდა შვედეთის ნაკრები, რომელმაც, მოულოდნელად, აშშ-ის ნაკრები გაანადგურა 9:2. ტომ ბარასომ პირველი ოთხი დარტყმა გაუშვა და სკანდინავები პირველი პერიოდის შუაში 4:0 გავიდნენ წინ. ბარასოს შემცვლელმა გლენ რიოშმა კიდევ ხუთი შაიბა მიიღო.

ამერიკასთან ნახევარფინალში ფანასტიკურად ითამაშა შვედების სამეულმა კენტ ნილსონის, ტომას სტინისა და ჰაკან ლოობის შემადგენლობით. ამ ტრიომ ექვსი შაიბა გაიტანა და 12 ქულა დააგროვა.

და სწორედ ამ ჰოკეისტებმა გაუწიეს ფინალში კანადას სერიოზული წინააღმდეგობა - სერიის ორივე მატჩში მხოლოდ ამ სამეულს გაჰქონდა გოლები.

პირველ შეხვედრაში კანადელები აშკარად უფრო ძლიერები იყვნენ და 5:2 მოიგეს. მეორე მატჩში შვედების მწვრთნელმა ლეიფ ბოორკმა, რატომღაც ძირითადი მეკარე პეტერ ლინდმარკი არასაიმედო იოტე ველიტალოთი შეცვალა და შემდეგ, ძალიან ინანა ეს გადაწყვეტილება. პირველი პერიოდის ბოლოსთვის, კანადა 5:0-ს იგებდა!

შემდეგ უცნაური რამ მოხდა. ლოობმა, სტინმა და ნილსონმა მეტოქე მისსავე ზონაში ჩაკეტეს და ერთი მეორეზე ლამაზი შაიბები გაიტანეს, თუმცა, სენსაციამდე საქმე არ მივიდა - 6:5 კანადის სასარგებლოდ, რომელიც მეორედ გახდა კანადის თასის მფლობელი.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჯონ ტონელი დასახელდა. 12 ქულით (5+7) ზედიზედ მეორედ საუკეთესო ბომბარდირი გახდა უეინ გრეტცკი, ხოლო შვედი "ვინიპეგ ჯეტსიდან" ტომას სტინი იყო საუკეთესო სნაიპერი - 7 შაიბა.

ფინანსური თვალსაზრისით, ეს ტურნირი წინაზე წარმატებული აღმოჩნდა და მთავარმა სპონსორმა, ლუდის მწარმოებელმა Labatt-მა გამოაცხადა, რომ 1987 წელსაც იქნებოდა ტურნირის მხარდაჭერი. სამი წლის შემდეგ, ჰოკეის ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო ტურნირი ჩატარდა, რომელმაც მსოფლიოს ნებისმიერი ჩემპიონატი თუ ოლიმპიადა დაჩრდილა.

ჯგუფური ეტაპი

კანადა-გფრ 7:2

3:0, 2:1, 2:1

გოლები: 1:0 გრეტცკი (ანდერსონი, მესიე), 2:0 გრეტცკი (გულე, მიდლტონი), 3:0 ბოსი (გრეტცკი, ბურკი), 3:1 ობრეზა, 4:1 გარტნერი (ტონელი, ჰადი), ბოსი (შჩასტნი, ლოუ), 6:1 გრეტცკი (მესიე, კოფი), 7:1 გარტნერი (ტონელი, კოფი), 7:2 შტაიგერი (რაინდლი, ჰიოფნერი).

აშშ-შვედეთი 7:1

2:0, 2:1, 3:0

გოლები: 1:0 ტროტიე (ჯონსონი, დ. მალენი), 2:0 კარპენტერი (ოლჩიკი, ჩელიოსი), 2:1 პეტ. სუნდსტრიომი (ბ. ერიქსონი), 3:1 ერიქსონი (ნ. ბროტენი, იენსენი), 4:1 რობერტსი (ჩელიოსი), 5:1 ტროტიე (დ. მალენი, ჯონსონი), 6:1 ლოუტონი (ოლჩიკი), 7:1 იენსენი (კრისტიანი, ჰაუსლი).

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 3:0

0:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 კრუტოვი (მაკაროვი, კასატონოვი), 2:0 ვარნაკოვი, 3:0 სკვორცოვი (კოვინი, ვარნაკოვი).

სსრკ-შვედეთი 3:2

1:0, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 სვეტლოვი (სტარიკოვი, სტელნოვი), 2:0 მაკაროვი (კასატონოვი, ზუბკოვი), 2:1 პეტ. სუნდსტრიომი (გრადინი), 3:1 სვეტლოვი, 3:2 ბ. ერიქსონი (გუსტაფსონი, ნესლუნდი).

ჩეხოსლოვაკია-გფრ 4:4

0:3, 3:1, 1:0

გოლები: 0:1 შტაიგერი (ჰიოფნერი), 0:2 ტრუნჩკა (კისლინგი), 0:3 შტაიგერი (ბლუმი, ჰიოფნერი), 1:3 სვოზილი (სვობოდა), 2:3 კლიმა (როსოლი, ჰაშეკი), 3:3 ლიბა, 3:4 ჰიოფნერი (რაინდლი), 4:4 ლუკაჩი (უვირა, ლიბა).

სსრკ-გფრ 8:1

0:0, 3:0, 5:1

გოლები: 1:0 მაკაროვი, 2:0 კასატონოვი (ლარიონოვი, კრუტოვი), 3:0 სემიონოვი (იაშინი, სვეტლოვი), 4:0 სემიონოვი (სვეტლოვი), 5:0 ლარიონოვი (სტარიკოვი, კრუტოვი), 6:0 მაკაროვი (კრუტოვი), 7:0 სვეტლოვი (კასატონოვი, იაშინი), 8:0 მ. ვასილიევი (სტარიკოვი, კოვინი), 8:1 ბეტცი (ჰიოფნერი).

აშშ-ჩეხოსლოვაკია 3:2

1:1, 2:0, 0:1

გოლები: 1:0 ნ. ბროტენი (ა. ბროტენი, ერიქსონი), 1:1 ლუკაჩი (ლიბა, კადლეცი), 2:1 ლოუტონი (ჰაუსლი, კარპენტერი), 3:1 ლოუტონი (კარპენტერი, ოლჩიკი), 3:2 ლუკაჩი (მუსილი, სვოზილი).

შვედეთი-კანადა 4:2

1:1, 2:0, 1:1

გოლები: 0:1 ბოსი (რობინსონი, კოფი), 1:1 პ. ანდერსონი (პატ. სუნდსტრიომი, ელდებრინკი), 2:1 პეტ. სუნდსტრიომი (ეკლუნდი, კლაესონი), 3:1 ელდებრინკი, 3:2 კოფი (ბოსი, გულე), 4:2 გუსტაფსონი (პატ. სუნდსტრიომი).

შვედეთი-გფრ 4:2

1:0, 1:2, 2:0

გოლები: 1:0 ნესლუნდი (ტელინი, გუსტაფსონი), 1:1 შტაიგერი (ჰიოფნერი), 1:2 კული (ტრუნჩკა, მაიტინგერი), 2:2 სტინი (ნილსონი), 3:2 ლოობი (ნილსონი, ტ. ერიქსონი), 4:2 ნესლუნდი (გუსტაფსონი).

სსრკ-აშშ 2:1

1:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 მაკაროვი (კრუტოვი, ლარიონოვი), 2:0 ვარნაკოვი (სკვორცოვი, კოვინი), 2:1 რემზი.

კანადა-ჩეხოსლოვაკია 7:2

4:0, 2:1, 1:1

გოლები: 1:0 სატერი (ტონელი), 2:0 ბოსი (ტონელი, კოფი), 3:0 მიდლტონი (გულე, ბურკი), 4:0 მესიე (ბურკი, ლოუ), 4:1 კლიმა (როსოლი, ჰრდინა), 5:1 გულე (გრეტცკი, მიდლტონი), 6:1 კოფი (ბურკი, გარტნერი), 7:1 შჩასტნი (მესიე, ანდერსონი), 7:2 სვოზილი (ლიბა).

აშშ-გფრ 6:4

2:2, 2:0, 2:2

გოლები: 1:0 კრისტიანი (ბრუკი), 1:1 კული (შარფი), 1:2 მაიტინგერი (ბეტცი, ტრუნჩკა), 2:2 ლოუტონი (ოლჩიკი, კარპენტერი), 3:2 ჯონსონი (ტროტიე, დ. მალენი), 4:2 ნ. ბროტენი (ა. ბროტენი, ერიქსონი), 5:2 ჯონსონი (ოლჩიკი, ტროტიე), 5:3 ნიდერბერგერი (კული, მაიტინგერი), 6:3 ნ. ბროტენი (ა. ბროტენი), 6:4 მაიტინგერი.

შვედეთი-ჩეხოსლოვაკია 4:2

0:2, 2:0, 2:0

გოლები: 0:1 ლიბა (სვოზილი, ჰორჟავა), 0:2 კამეში (კლიმა), 1:2 ჰაკანსონი (ბ. ერიქსონი, ნესლუნდი), 2:2 სტინი (ლოობი, ტელინი), 3:2 გრადინი (პატ. სუნდსტრიომი, პეტ. სუნდსტრიომი), 4:2 პატ. სუნდსტრიომი (ნესლუნდი, ტელინი).

სსრკ-კანადა 6:3

2:2, 2:0, 2:1

გოლები: 1:0 კრუტოვი (შეპელევი), 1:1 მიდლტონი (გრეტცკი, გრეგი), 1:2 ტონელი (ბოსი, სატერი), 2:2 კრუტოვი (შეპელევი, ზუბკოვი), 3:2 ი. გიმაევი (მ. ვასილიევი, კოჟევნიკოვი), 4:2 სემიონოვი (იაშინი, სვეტლოვი), 5:2 ვარნაკოვი (შეპელევი, სკვორცოვი), 5:3 გულე (გრეტცკი, მიდლტონი), 6:3 მაკაროვი (კასატონოვი).

თ მ წ ფ შ ქ

1. სსრკ 5 5 0 0 22-7 10

2. აშშ 5 3 1 1 21-13 7

3. შვედეთი 5 3 2 0 15-16 6

4. კანადა 5 2 2 1 23-18 5

5. ჩეხოსლოვაკია 5 0 4 1 10-21 1

6. გფრ 5 0 4 1 13-29 1

1/2 ფინალი

შვედეთი-აშშ 9:2

4:0, 2:0, 3:2

გოლები: 1:0 ლოობი, 2:0 სტინი (ნილსონი, ტელვენი), 3:0 ეკლუნდი (კლაესონი, სუნდსტრიომი), 4:0 ლოობი (ნილსონი, ტელვენი), 5:0 სტინი (პ. ანდერსონი, ნილსონი), 6:0 გრადინი (პატ. სუნდსტრიომი, პეტ. სუნდსტრიომი), 6:1 ლოუტონი (ოლჩიკი, ლანგეი), 7:1 ტელინი (ელდებრინკი, ნილსონი), 7:2 ოლჩიკი (კარპენტერი), 8:2 ლოობი (სტინი, ტ. ერიქსონი), 9:2 ნილსონი (ლოობი, ტ. ერიქსონი).

კანადა-სსრკ 3:2 (ო)

0:0, 1:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 ტონელი (კოფი, რობინსონი), 1:1 სვეტლოვი (სემიონოვი, იაშინი), 1:2 მაკაროვი (კრუტოვი), 2:2 უილსონი (გრეტცკი, ბურკი), 3:2 ბოსი (კოფი, ტონელი).

ფინალი

კანადა-შვედეთი 5:2

2:1, 1:0, 2:1

გოლები: 0:1 ლოობი, 1:1 გარტნერი (მესიე, ლოუ), 2:1 მიდლტონი (გულე, პიტერსი), 3:1 გულე (გრეტცკი, ლოუ), 4:1 გულე (ბურკი, გრეტცკი), 4:2 სტინი (ლოობი), 5:2 გრეტცკი (კოფი, პიტერსი).

კანადა-შვედეთი 6:5

5:1, 1:3, 0:1

გოლები: 1:0 მესიე (გარტნერი, ანდერსონი), 2:0 გრეტცკი (მიდლტონი, გულე), 3:0 რობინსონი (შჩასტნი, ბურნი), 4:0 ტონელი (სატერი, ბოსი), 5:0 სატერი (ტონელი), 5:1 ნილსონი (გრადინი, ჰაკანსონი), 6:1 კოფი, 6:2 სტინი (ნილსონი, ელდებრინკი), 6:3 ლოობი (ნილსონი, ელდებრინკი), 6:4 სტინი (პატ. სუნდსტრიომი, ტელვენი), 6:5 ნილსონი (პატ. სუნდსტრიომი, ლოობი).

კანადის ნაკრები

მცველები

თ გ+პ

პოლ კოფი 8 3+8

რეი ბურკი 8 0+4

ლარი რობინსონი 8 1+2

კევინ ლოუ 7 0+4

დაგ უილსონი 7 2+1

ჩარლი ჰადი 7 0+2

რენდი გრეში 3 0+1

ფორვარდები

თ გ+პ

უეინ გრეტცკი 8 5+7

მიშელ გულე 8 5+6

მაიკ ბოსი 8 5+4

ჯონ ტონელი 8 3+6

მარკ მესიე 8 2+4

მაიკ გარტნერი 8 3+2

გლენ ანდერსონი 8 1+4

ბრენტ სატერი 8 2+2

პიტერ შჩასტნი 8 1+2

ბობ ბურნი 8 0+3

რიკ მიდლტონი 7 4+4

ბრაიან ბელოუზი 5 0+1

სტივ აიზერმანი 4 0+0

მეკარეები

თ გოლი

პიტ პიტერსი 4 -12

რეჯი ლემლენი 3 -8

გრანტ ფიური 2 -6

ბომბარდირები

უეინ გრეტცკი (კან) 12 (5+7)

მიშელ გულე (კან) 11 (5+6)

პოლ კოფი (კან) 11 (3+8)

კენტ ნილსონი (შვედ) 11 (3+8)

ჰაკან ლოობი (შვედ) 10 (6+4)

მაიკ ბოსი (კან) 9 (5+4)

ჯონ ტონელი (კან) 9 (3+6)

ტომას სტინი (შვედ) 8 (7+1)

რიკ მიდლტონი (კან) 8 (4+4)

ვლადიმირ კრუტოვი (სსრკ) 8 (3+5)

სიმბოლური ნაკრები

მეკარე - ვლადიმირ მიშკინი (სსრკ)

მცველი - პოლ კოფი (კანადა)

მცველი - როდ ლენგუეი (აშშ)

ფორვარდი - უეინ გრეტცკი (კანადა)

ფორვარდი - ჯონ ტონელი (კანადა)

ფორვარდი - სერგეი მაკაროვი (სსრკ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

მსოფლიოს თასის ისტორია. 1987: ასეთი ჰოკეი არასოდეს ყოფილა

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბომბარდირული კრიზისი

ᓣᓔᓘᓜ ᓒრᓔᓢᓪᓙᓘ "ᓙᓘᓜᓒᓖᓘᓡ" ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐᓨᓘ ᓡᓐᓣᓙᓔᓗᓔᓡᓝ ᓰᓝᓙᓔᓘᓡᓢᓘᓐ

ფოტო-NEWS: არასწორი გრეტცკი

ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება

ᓣᓔᓘᓜ ᓒᓠᓔᓢᓪᓙᓘ "ᓡᓘᓔᓢᓚᓡ" ᓐᓨᓔᓜᓔᓑᓡ