Fancy Bears-ის ჰაკერულმა ჯგუფმა მსოფლიო სპორტს სახელი გაუტეხა
გრძელდება დოპინგ-სკანდალი, რომელიც ჰაკერული ჯგუფის Fancy Bears-ის მიერ გამოყვეყნებულ დოკუმენტებს მოჰყვა. ამ ჯგუფმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბაზაში შეღწევის გზით, უკანონო მოიპოვა კონფიდენციალური ინფორმაცია.

მაგალითად, Fancy Bears-მა გამოაქვეყნა იმ სპორტსმენების სია, რომლებმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დადებითი დოპინგ-სინჯები ჩააბარეს. ერთ-ერთია რიოს თამაშების ვერცხლის პრიზიორი კრივში, რუსი მიშა ალოიანი. ის ოლიმპიადის ბოლო დღეს შეამოწმეს და ორგანიზმში სტიმულატორი ტუამინოგენტანი აღმოუჩინეს.

ასევე ირკვევა, რომ სამმეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკელი სემ დორმანი ამფეტამინს იღებდა. ამასთან, სპორტსმენს აღმოაჩნდა ექიმების ნებართვა თერაპიული მიზნით აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე.

ბადროს ტყორცნაში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი რობერტ ჰარტინგის სინჯში აღმოჩენილია აკრძალული პრეპარატები - დექსამეტაზონი და ტრიამცინოლონი. ეს სინჯი ჰარტინგმა 2016 წლის 12 აგვისტოს ჩააბარა. დანიელი მოცურავის პერნილა ბლუმის ორგანიზმში კი ტერბუტალინი აღმოჩნდა (დოპინგ-ტესტი 14 აგვისტოს ჩატარდა).

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა წელს აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ სხვა ცნობილი სპორტსმენები. მაგალითად, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ველომრბოლი ბრედლი უიგინსი, რომელმაც რიოში გუნდური გამოდევნება მოიგო; ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი; რიოს ჩემპიონი 4x100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, ამერიკელი კეტლინ ბეიკერი, ჩოგბურთელები პეტრა კვიტოვა და ბეტანი მატეკი. სულ ახალ სიაში 25 ცნობილი სპორტსმენის გვარი ფიგურირებს, აქედან 14 არის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gordon meore
ერთი ასეთი იდეა მაქვს. ვისაც რა უნდა ის მიიღოს და ის წაისვას ტანზე, მაინც ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და ბარემ ლეგალიზება მიცენ ყველაფერს. ასე მეცნიერებაც განვითარდება და ადამიანებიც ზებუნებრივ შესაძლებლობებს მიიღებენ:) ნუ შედეგებიც ძალიან მაგარ იქნება
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე