თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირში დღეს სამი ქართველი იასპარეზებს
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გრძელდება ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც გუშინ გოგოები ჩაებნენ, თუმცა ჩვენ პირველ დღეს მონაწილე არ გვყავდა. სამაგიეროდ, დღეს სამი ქართველი იასპარეზებს.

მარიამ კარელიძე (40) პირველ წრეში თავისუფალია, მერვედფინალში კი რუს ანა არღუნოვას დაეჭიდება.

თამარ სამხარაძე (46) საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება ტურნირში, სადაც აზერბაიჯანელ ალინა ზოკოევას ხვდება. მეორე წრეში გასვლისას პოლონელ მონიკა პატრიცია კლეპუზცევსკას და შვედ ემმა ჯონა დენისა მალმგრენს შორის მოგებულს შეხვდება.

საკვალიფიკაციო ეტაპს იჭიდავებს ჩვენი გუნდის ლიდერი თამარ ხოჯაშვილი (52), ვინც ტრავმირებული ხელით იასპარეზებს. პირველად ის ბულგარელ ვესელა ცანკოვა ბრამჩევას ძლევას შეეცდება, ხოლო ამას თუ მოახერხებს, მაშინ აზერბაიჯანელ ადელინა მირზაევასა და პუერტორიკოელ ანდრიბეტ რივერა ბალიარდს შორის უძლიერესს გაეჯიბრება.

კვარცხლბეკი

38 კგ.

1. მანიშა მანიშა (ინდოეთი); 2. პეტია ზარკოვა დელჩევა (ბულგარეთი); 3. ნადა მედანი აშოურ აბდალა მოჰამედი (ეგვიპტე), ვალერია ჩისტობაევა (რუსეთი).

43 კგ.

1. მანამი უენო (იაპონია); 2. დარია ხვოსტოვა (რუსეთი); 3. აინურ ჯამალოვა (აზერბაიჯანი), რეემ ნაგბი მაჰმუდ იუსეფ აჰმედი (ეგვიპტე).

49 კგ.

1. იუი სუსაკი (იაპონია); 2. მარია ტიმერეკოვა (რუსეთი); 3. ზეინეპ იეტგილი (თურქეთი), მაკეი ელენ კილტი (აშშ).

56 კგ.

1. ანდორიაჰანაკო სავა (იაპონია); 2. ანასტასია ნიჩიტა (მოლდოვა); 3. გრაციე მარიე ფიგუეროა (აშშ), ოქსანა ჩუდიკი (უკრაინა).

65 კგ.

1. ხანუმ ვალიევა (რუსეთი); 2. მივა მორიკავა (იაპონია); 3. მეერიმ ჟუმანაზაროვა (ყირგიზეთი), ტუნდე ემესე ელეკესი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
"ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მეტი საქმე არ გაქვს, ამ ბავშვებს რომ დასდევო..."
ჭიდაობა. კარელიძემ ისტორიული მედალი აიღო, შოთაძე ოქროსთვის იჭიდავებს
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონების დუეტიდან ბიჭებამდე
ახლოს ისტორიის შექმნასთან - მარიამ კარელიძის მედლის შანსი
"მასთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი..."