კონტეს და რომას შეწყვეტილი სიმღერები
გინდათ გაიგოთ, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერის" წარუმატებლობის საიდუმლო? მაშინ ქვემოთ უქმეების ამ და სხვა საინტერესო ფაქტებს მოგიყვებით...

პრემიერლიგა: უიღბლო დებიუტანტი

* დავიდ ლუისის დებიუტი პრემიერლიგაში 2011 წელს "ლივერპულთან" საშინაო მატჩში შედგა - 0:1. ახლაც ის პრემიერლიგას "ლივერპულთან" მარცხით (1:2) დაუბრუნდა.

* იურგენ კლოპი მხოლოდ მეორე მწვრთნელია, ვინც "სტემფორდ ბრიჯზე" პირველი ორი მატჩი მოიგო. პირველი იყო არსენ ვენგერი.

* ანტონიო კონტემ სამწვრთნელო კარიერაში შინ 2013 წლის იანვრის მერე პირველად წააგო. წაუგებელი სერია 30-მატჩიანი გამოდგა.

* დეიან ლოვრენს (ლივერპული) პრემიერლიგის ზედიზედ 64 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

* გარეთ ბერიმ (ევერტონი) პრემიერლიგაში მე-600 მატჩი გოლით აღნიშნა. ბერი გახდა მესამე ფეხბურთელი ვინც 600 მატჩი ითამაშა (ლამპარდი, გიგზი).

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველ ხუთ ტურში ყველაზე ცოტა მანძილი გაირბინა - 526,6 კილომეტრი. ლიდერი "ლივერპულია" - 581,6 კილომეტრი.

* ტოპ5 ლიგებში მხოლოდ 6 ფეხბურთელია, რომელთაც ბოლო 13 სეზონის განმავლობაში ყოველ წელს გაჰქონდათ გოლი: ლეო მესი, სერხიო რამოსი, ფრანჩესკო ტოტი, ჯეიმს მილნერი, უეინ რუნი და ჯერმეინ დეფო).

* აგვისტო-სექტემბრის თვეებში "სანდერლენდმა" უკვე 24-ე თამაში ვერ მოიგო.

* "სტოკმა" 2016 წელს პრემიერლიგაში უკვე 50 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე მეტია.

* ხუან სუნიგამ (უოტფორდი) მოედანზე გამოსვლიდან 53 წამში გაიტანა.

* რაც დებიუტი ჰქონდა (თებერვალში) მარკუს რაშფორდმა "მანჩესტერში" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 10.

* რაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა (2014) დერილ იანმაატმა 11 საგოლე პასი მიითვალა, რაც მცველებს შორის ყველაზე მეტია.

* გარეთ ბერიმ (რომელმაც მე-600 მატჩი ითამაშა) ამ სეზონში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც წინა 95 მატჩში - 2.

* კელეჩი იჰეანაჩომ პრემიერლიგაში უკვე 10 გოლი გაიტანა. ამისთვის მას მხოლოდ 14 დარტყმა ეყო.

* კევინ დე ბრუინმა "სიტის" მაისურით 48 მატჩში 33 გოლში მიიღო მონაწილეობა (18 გოლი+15 პასი).

* "სიტიმ" "ეტიჰადზე" 250-ე პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა, მას მერე, რაც 2003 წლიდან იქ "მეინ როუდიდან" გადაბარგდა.

* ბოლო 25 მატჩია, არსენ ვენგერის "არსენალი" არ აგებს პრემიერლიგის ახალწვეულებთან (21 მოგება, 4 ფრე).

ლა ლიგა: BBC-300

* მხოლოდ ორმა მწვრთნელმა მოახერხა ლა ლიგაში ზედიზედ 16 მატჩის მოგება - ხოსეპ გვარდიოლამ (2010/11) და ზინედინ ზიდანმა.

* "რეალის" BBC-მ (2013 წლიდან, როცა რონალდომ, ბენზემამ და ბეილმა ერთად დაიწყეს თამაში) ყველა ტურნირში უკვე 300 გოლი გაიტანა. საიუბილეო ქარიმ ბენზემას გოლი იყო "ესპანიოლის" კარში.

* 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან ლეო მესიმ გაიტანა - 12, შემდეგ მოდის ხამეს როდრიგესი - 11 და კრიშტიანო რონალდო - 10.

* 2013 წლის შემდეგ "ბეტისში" დუბლი რუბენ კასტროს გარდა არავის ჰქონდა შესრულებული, ეს ტრადიცია ალექს ალეგრიამ დაასრულა.

* ანტონიო ადანმა (ბეტისი) კარიერაში მეორე პენალტი მოიგერია, პირველი ლეო მესის აუღო 2014 წელს.

* 2011 წლის მერე პირველად მოახერხა იტალიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში დუბლის შესრულება - ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი). 2011 წელს ეს პაბლო ოსვალდომ შეძლო.

* "სევილია" გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე გამოვიდა სათამაშოდ... ესპანელების გარეშე. ხორხე სამპაოლიმ, რომელიც თავადაც არ არის ესპანელი, 11-ეულში ერთი ესპანელიც არ ჩაწერა. მხოლოდ მე-14 წუთზე გამოჩნდა პირველი ესპანელი ანდალუსიელთა რიგებში - ტრავმირებული ადილ რამი სერხიო ესკუდერომ შეცვალა. სასტარტოში იყვნენ: 4 არგენტინელი (მერკადო, კრანევიტერი, კორეა, ვიეტო), 3 ფრანგი (კოლოძეიჩაკი, რამი, ბენ იედერი), იტალიელი (სირიგუ), იაპონელი (კიოტაკე), პორტუგალიელი (კარიშო) და ბრაზილიელი (განსო).

* პედრო ლეონის 5-მა გოლმა "ეიბარს" ამ სეზონში უკვე 5 ქულა მოუტანა.

ბუნდესლიგა: ძმა ძმისთვისაო

* ანტონი მოდესტე (კიოლნი) პირველი ფეხბურთელია ვინც ბუნდესლიგაში დუბლი თავით შეასრულა, რაც ასეთი სტატისტიკა წარმოებს (2004/05 წლების სეზონიდან.

* სერჟ გნაბრიმ "ვერდერის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

* ედენის ძმა ტორგან აზარს ბოლო 7 მატჩში "გლადბახის" 9 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

* კრისტიან პულიშიჩი (დორტმუნდი) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში 17 წლის ასაკში უკვე სამი გოლი გაიტანა.

* "ლაიპციგი" პირველი ახალწვეულია ბუნდესლიგაში 1965 წლის შემდეგ, რომელმაც "ჰამბურგს" სტუმრად 4 გოლი გაუტანა.

სერია A: მილიკი თუ იგუაინი

* "ნაპოლიმ" ბოლო 59 წელში პირველად შეძლო საწყის 4 ტურში 12 გოლის გატანა.

* "ფიორენტინამ" "რომას" 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა იტალიის ჩემპიონატში. ბოლოს რომაელებს იანვარში ჰქონდათ წაგებული "იუვენტუსთან" (0:1).

* მაურო იკარდი "იუვენტუსის" სპეციალისტად ყალიბდება, მან 8 მატჩში 7 გოლი გაუტანა "იუვეს".

* "ნაპოლის" პირველ 5 მატჩში გონსალო იგუაინმა 4 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა მისმა შემცვლელმა არკადიუშ მილიკმა - 6.

* არკადიუშ მილიკმა "ბოლონიასთან" მატჩში გოლი ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა მატჩში.

* ხოსე მარია კალეხონმა "ნაპოლის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.

* "პესკარამ" სერია A-ში მე-200 მატჩი ითამაშა.

* "ლაციოს" 7 გოლი 7-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა ამ სეზონში.

* ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ "იუვენტუსმა" გაუშვა - 3.

ლიგა 1: ბოლო წუთების სპეციალისტები

* რიად ბუდებუზმა ჩემპიონატში 18 პენალტიდან 17 გამოიყენა.

* "სენტ ეტიენმა" ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა მე-80 წუთის მერე, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

* "მონაკოს" 13 გოლი 5 ტურში 1987/88 წლების სეზონის შემდეგ კლუბისთვის საუკეთესო შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
ხოსეპ გვარდიოლას უცნაური აღიარება - ანუ ვინ არის დამნაშავე?
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
არკადიუშ მილიკი იტალიაში დაბრუნდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
"ატლეტიკო" შეიძლება დიეგო კოშტას ნაახალწლევს დაემშვიდობოს
"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა
"სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები" - ზინედინ ზიდანი
"იუვენტუსს" უნდა მილიკი მუქთად ჩაიგდოს ხელში
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
კელეჩი იჰეანაჩო - მომავლის გოლეადორი "მანჩესტერ სიტიდან"
ადრიენ რაბიოს დუბლი და "იუვენტუსის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
კიდევ ერთი ფორვარდი - ვინ შეიძლება შეცვალოს მიქაუტაძეს გარდა ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში"
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"იუვენტუსი" არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს