"როცა აგებ, ვფიქრობ, ქომაგებს თვალი მაინც უნდა აარიდო. მსგავსი რამ ჩვენს მოჭადრაკე ქალებს ვერ შევატყვე, მეტიც, საღამოობით ფეისბუკს ვერ ასცდნენ"
ამას წინათ ბაქოში დამთავრდა 42-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც ვაჟთა 180 და ქალთა 141 გუნდი მონაწილეობდა. ბრძენთა თამაშის დიდ ფორუმზე ჩვენმა მანდილოსნებმა მე-10, ხოლო ვაჟებმა 24-ე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიადაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი:

- აზერბაიჯანის დედაქალაქმა საჭადრაკო ოლიმპიადას უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. - გვითხრა მან. - ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული შეჯიბრება მათ შორის, რომლებიც აქამდე მინახავს. მოჭადრაკეებს ყველა პირობა ჰქონდათ ასპარეზობისა და აქტიური დასვენებისთვის.

სამწუხაროა, რომ ქართველმა დიდოსტატებმა, განსაკუთრებით ქალებმა, რომლებიც ტურნირის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს. მეტსაც გეტყვით. ჩვენი მანდილოსნების შედეგების შეფასება გამიჭირდება და არა იმიტომ, რომ უჩვეულო მეათე ადგილი დაიკავეს.

საკუთარ თავზეც არაერთხელ გამომიცდია გამარჯვების სიხარული და მარცხის სინანულიც. ზოგჯერ ზედმეტი ემოციისგანაც კი წამიგია პარტია. ეს სპორტია და აქ გასაკვირი არაფერია, უბრალოდ, საწყენი ის არის, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებისთვის არც მოგებისა და არც მარცხისას იოტისოდენი ემოციაც კი არ შემინიშნავს. როცა აგებ, ვფიქრობ, ქომაგებს თვალი მაინც უნდა აარიდო. მსგავსი რამ მათ ვერ შევატყვე, მეტიც, საღამოობით ფეისბუკს ვერ ასცდნენ.

მირჩევნია, ნაკრებში ნაკლები სიძლიერის დიდოსტატი მყავდეს, ოღონდ სპორტსმენი იყოს, საკუთარი ემოციების ზომიერად გამოხატვა შეეძლოს, ბრძოლის ჟინი ჰქონდეს.

რაც შეეხებათ ვაჟებს, საბოლოო შედეგით თუ ვიმსჯელებთ, 24-ე ადგილი კატასტროფაა. ოლიმპიადის შემდეგ ჩემმა მეგობარმა სმბათ ლპუტიანმა ერევნიდან დამირეკა და ბიჭების ბრწყინვალე თამაში მომილოცა. ეს რომ მართლაც ასეა, ეს პროფესიონალებმა ვიცით, მაგრამ ქომაგებს როგორ ავუხსნათ? ისტორიაშიც ხომ 24-ე ადგილი რჩება.

არადა, ჩვენი ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს ემოციები მოჭარბებულადაც ჰქონდათ. ვფიქრობ, ბოლო ტურში თურქეთის ნაკრებთან მარცხი ამის შედეგიც იყოს. ბოლო ორი ტურის წინ ჩვენები მე-4 ადგილზე იყვნენ. მე-10 ტურში კომპიუტერების გუნდს - ამერიკელებს დაუპირისპირდნენ. თითქოს, წინასწარ განწირული მატჩი იყო, მაგრამ პირველ-მეორე დაფებზე ქართველებმა ქულა-ნახევარი აიღეს - ბაადურ ჯობავა ფაბიანო კარუანას დაუზავდა, მიხეილ მჭედლიშვილმა ჰიკარუ ნაკამურას მოუგო. მიზნის მისაღწევად ნახევარი ქულაც საკმარისი იყო, მაგრამ ლევან ფანცულაია და თორნიკე სანიკიძე დამარცხდნენ.

ბოლო ტურის წინ ვაჟთა ნაკრებს მე-4, მე-10 და 24-ე ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, თურქებთან დავმარცხდით და 24-ეზე გავედით - ბიჭებმა ამერიკელებთან წინადღის მარცხი ვერ გადახარშეს. ყოველივეს მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მათ ჩვენს გოგონებზე უკეთ ითამაშეს. ჯობავამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მისთვის გუნდური შეჯიბრება პირად ტურნირებზე მაღლა დგას. ის არის ლიდერი, რომელიც გუნდზე ზრუნავს, გუნდის ინტერესებს ემსახურება, პირად ტურნირებში კი კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს.

ძალიან საწყენია, რომ ბიჭებმა ის ვერ მიიღეს, რაც კარგი თამაშით დაიმსახურეს. სხვათა შორის, ოლიმპიადის წინ აქცენტი მხოლოდ ქალებზე კეთდებოდა, ფედერაციამ მათ რამდენიმე შეკრება მოუწყო, ბულგარეთიდან ცნობილი სპეციალისტი დელჩევიც ჩამოუყვანა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენმა მანდილოსნებმა გუნდური შეჯიბრებისადმი მიდგომა უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობათა სერია გაგრძელდება.

- ბაქოს ოლიმპიადაზე "ბებერი კონტინენტის" წარმომადგენლებმა პოზიციები რომ დათმეს, როგორც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, გული არ გწყდებათ?

- რეალობას ვერ გაექცევი. ჩინეთის ქალთა ნაკრები დღეს მსოფლიოში უძლიერესია. ამიტომ მათი გამარჯვება არ გამკვირვებია. აი, ამერიკის ვაჟთა ნაკრების ჩემპიონობა კი ერთგვარად მოულოდნელი იყო, იმის მიუხედავად, რომ გუნდში ვარსკვლავები ჰყავთ. მეგონა, რუსეთის ნაკრები მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა. ამერიკის გუნდი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ფილიპინელი ვესლი სო გადავიდა იქ საცხოვრებლად.

ევროპელთაგან ძალიან მომეწონა უკრაინის ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები - ღირსეულად იბრძოლეს. რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, ეს იყო ერთმანეთის გატანა. მოგეხსენებათ, გუნდური ჭადრაკი ერთურთისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას ითხოვს. ვაჟებში ამერიკელებმა და უკრაინელებმა თანაბარი ქულები მოაგროვეს. ოკეანისგაღმელებმა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლები ერგოთ. ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდების ნაჩვენებლების ჯამით უკრაინელებმა ნონა გაფრინდაშვილის თასი დაისაკუთრეს.

ამ ოლიმპიადამაც დაადასტურა, რომ ევროპელებს ზრდის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე სხვა კონტინენტის წარმომადგენლებს, ამიტომ ორი წლის შემდეგ ბათუმში ჩემპიონობის დაბრუნება რეალურად მეჩვენება.

- თქვენ ბათუმი ახსენეთ. ჭადრაკის ქომაგებმა იციან, რომ ბაქოში საჭადრაკო ოლიმპიადის ესტაფეტა საქართველომ ჩაიბარა. 2018 წელს ეს შეჯიბრება აჭარის დედაქალაქში ჩატარდება. როგორც ამ ტურნირის ერთ-ერთი მესვეური, აზერბაიჯანში გამართული ტურნირის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- შეფასება რომ შეძლო, სათანადო გამოცდილება უნდა გქონდეს. ზემოთაც ვთქვი და გავიმეორებ, ბაქოში გამართული საჭადრაკო ოლიმპიადა საუკეთესო იყო, რაც დღემდე მინახავს. მე კი 13 ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი: შვიდჯერ როგორც საქართველოს ნაკრების წევრი და ხუთჯერ როგორც ფიდეს და ევროპული ორგანიზაციის ფუნქციონერი. ჩემს კარიერაში პირველი იყო მანილის ოლიმპიადა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ის მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

უკეთესი ოლიმპიადებიც მინახავს, უარესიც. მაგალითად, 2008 წლის დრეზდენის ოლიმპიადა - არ მეგონა, გერმანელები ასე ცუდად თუ ჩაატარებდნენ ამ დონის შეჯიბრებას. ორი წლის წინათ ნორვეგიულ ტრომსოში გამართული ტურნირი დაუვიწყარია ჩემთვის იმით, რომ ტენდერი მოვიგეთ და 2018 წელს ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ, მე კი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი გავხდი, ფაქტობრივად, ორმაგი წარმატება გვხვდა, ამის მიუხედავად, ტრომსოს ოლიმპიადის საორგანიზაციო მხარეს დადებითად ვერ შევაფასებ: ცუდი საცხოვრებელი პირობები, უარესი საშეჯიბრო დარბაზი - ასპარეზობის მონაწილეები ყოფილი ლუდის ქარხნის სარდაფში თამაშობდნენ.

დარწმუნებული ვიყავით, რომ აზერბაიჯანელები ყველაფერს გაითვალისწინებდნენ და ტურნირს მაღალ დონეზე ჩაატარებდნენ, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ საორგანიზაციო და ოპერატიული კომიტეტები. 25 სხვადასხვა სამსახური გვერდით ედგა ორგანიზატორებს.

მე, როგორც მომავალი ოლიმპიადის ერთ-ერთი მესვეური, იმას ვაკვირდებოდი, რა ვერ გაკეთდა ისე, რაც შეიძლება ჩვენ უკეთესად გამოგვივიდეს. ბოლოს მაინც დავიჭირე ერთი მომენტი - ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს ჩვენ უკეთ ჩავატარებთ. ეს, ცხადია, ხუმრობით. ბაქოში, მართლაც, ყველაფერი ჩინებულად იყო ორგანიზებული, რაც ჩვენთვის გამოწვევაა. ოლიმპიადების ჩატარების თამასა საკმაოდ მაღლა ასწიეს.

განსაკუთრებით გამორჩეული იყო სათამაშო დარბაზი, რომელსაც 10.000 კვადრატული მეტრი ეკავა. ერთი თვალსაჩინო ადგილი ჩვენ დაგვითმეს, სადაც საგამოფენო კუთხე მოვაწყვეთ - "ბათუმი-2018", რომელსაც ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. სტუმრებს ბოლო დღეებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც უწევდნენ მასპინძლობას.

- ჩვენ რით ვუპასუხებთ ბაქოელთა გამოწვევას?

- ბათუმში საკმაოდ ბევრია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების რიცხვი. ასე რომ, სტუმართა უმაღლეს დონეზე დაბინავების პრობლემა არ გვექნება. კვებისა და ტრანსპორტის საკითხიც გადაწყვეტილია. ერთადერთი, რაც გვაღელვებს, ეს არის სათამაშო დარბაზი. გვითხრეს, რომ 2017 წლისთვის ბათუმში მწყობრში ჩადგება ახალი სპორტის სასახლე, სადაც ახალგაზრდა ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. მაგრამ არა მგონია, ამ დარბაზმა ოლიმპიადაზე ჩამოსული გუნდები დაიტიოს. სულ მცირე - 5.000 კვადრატული მეტრის ფართობი გვჭირდება.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ჭადრაკისთვის რაღაც გრანდიოზული სასახლის მშენებლობას ვითხოვდე. მხედველობაში მაქვს ბათუმის მზარდი პერსპექტივები. ამიტომ ამ ქალაქს აუცილებლად სჭირდება ერთი კარგი საგამოფენო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის კონფერენციების გამართვა და ამ შენობით 2018 წლის სექტემბერში ჩვენ, მოჭადრაკეებიც, ვისარგებლებთ ორი კვირით.

ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ტრომსოში ითქვა, რომ ბათუმში ექსპოს მშენებლობა იგეგმებოდა. იმედია, ეს საკითხიც მალე გადაწყდება და აჭარის დედაქალაქში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ღირსეულად ვუმასპინძლებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

olegi-s
ვხედავ ჭადრაკი არასოდეს გითამაშია,არც მოჭადრაკის ფსიქიკას ცნობ,არც ქალი მოჭადრაკისას მითუმეტეს.რაც ბაციაშვილმა თქვა ის ყველამ განავრცო ნანას გარდა,ერთერთ კომენტარსი გუნდზე და გუნდურობაზეც იყო საუბარი.გადაიკითხე და მიხვდები ბევრ რამეს თუნდაც ბატონი ელიზბარის ინტერვიუდან
olegi
და რა თქვა ბაციაშვილმა სიმართლე/ მისი პოსტი საკმაოდ ცინიკური იკო.მგონია ამას არ იმსახურებს ფედერაცია მაგ ქალებისაგან.ან რას იმდურებიან ჩინეთს და უკრაინასაც არ ყავდა გრან პრიზზე 4 მოჭადრაკე. და თუ იცი ეს ვისი დამსახურებაა????არ თქვა ოტხივეს ეკუთნოდაო.ნანას არ ვგულისხმობ.
olegi-s
სიმართლის თქმა როდიდან გახდა ავარდნა?
olegi
უბილავამ თქვა რომ ქართველ ქალებს, ვისაც ამეცადინებს უჭირთ შუა თამაში.! აბა დებიუტი ყველამ იცის,მათ შორის დაბალ რეიტინგიანებმა.ისე ბაციაშვილი უფრო ჭკვიანი მეგონა.რას ავარდა ,არ ააქვს ქართულ ჭადრაკს ჩავარდა თუნდაც გრანპრიზზეე????
me
ეს კაცი ასე რამ გაამწარა. ნაირ-ნაირი სახელებით რომ გვცემს პასუხს და თან იწყევლება დედაკაცივით :) მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე :) აზმაიფარაშვილს გაუწიეთ ბატონო ოპონირება, თუ შნო გაქვთ, რა თქმა უნდა :)
olegi-s
მოვა დრო და იტყვის უბილავა
olegi
დელჩევი, უბილავა ასეთი მწვრთნელები--მეტი ვინ გინდათ???? ვეთანხმები აზმაიფარაშვილს ! და პირველ კომენტარს.
me-s
ერთში ვეთანხმები ზურაბს---ხედავ ჩვენ მოჭადრაკეს უარესი პოზიცია აქვს დ შენ ამ დროს სასწრაფოდ ფრეს აკეთებ-ასე ვთქვათ თავს უფრთხილდები,არ მისაყვედურონო!
me-s
რაო კაბებიოო?მაგ კაბებზე უკეთესი არ ჩაგეცვას!რა პირობა შეუქმნეს სხვა ნაკრებ გუნდებს თუ იცი?რუსეთის ქალთა ნაკრები ნახე,როგორ ,რა პირობებში მოამზადეს,რა ტანსაცმელი ჩააცვეს და რა ხელფასები აქვთ!ხო კიდევ ერთი იქნებ თქვა რა ხელფასები აქვთ გოგონებს გეცოდინება?და კიდევ ქალების ფსიქიკა განსხვავებულია და ამოუცნობი,ასე რომ შეიძლება სულ პატარა რამემაც კი იქონიოს სედეგზე დიდი გავლენა!და კიდევ რომელი მოწადრაკე ქალბატონი იმსახურებდა ნაკრებში მოხვედრას და დაგიჩაგრეს?
me
აი, სწორი შეფასება ოლიმპიადის. აზმაიფარაშვილი კომპეტენტურია და რასაც ის ამბობს, მართალია. დიახ, კატასტროფაა ქართველი ქალბატონების შედეგი და ის თავდაჯერებულობა, თითქოს მაგათი შემცვლელის პოვნა გაჭირდება. როგორც ჩანს, ბაქოშიც ისე ცხვირაწეულები დაიარებოდნენ, როგორც აქ. რომ ჰგონიათ გენიოსები არიან და ვერავინ ვერ უწევს წინააღმდეგობას. ამეცადინეს, ყველა პირობა შეუქმნეს, ნაირ-ნაირი კაბები შეუკერეს და აჰა, შედეგიც. სამარცხვინოა ასეთი პირობების შემდეგ ასე ჩაფლავება. ახლა უსაყვედურონ ზოგიერთებმა აზმაიფარაშვილს, როგორ აკადრა მაგათ ბრწყინვალებას და გულშემატკივრებს ის, რაც აკადრა. გულდასაწყვეტია :(
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
იამალმა დაასახელა კლუბი, სადაც არასდროს ითამაშებს
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
საჭადრაკო ოლიმპიადა: ქალთა გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა, ჯობავამ ტოპალოვს აჯობა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
საჭადრაკო ოლიმპიადა: ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადააბარა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
საჭადრაკო ოლიმპიადა: ქართველი ვაჟების ბრწყინვალე გამარჯვება ბაქოში
ჭადრაკი. ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა მოგებით დაიწყეს
ბაადურ ჯობავამ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა