კანადამ თითქმის უპრობლემოდ მოიცილა ყველაზე პრინციპული მეტოქე
ჰოკეის ისტორიაში ყველაზე პრინციპული დაპირისპირება მსოფლიოს თასის ნახევარფინალში შედგა: კანადა რუსეთის წინააღმდეგ. მასპინძელთა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომაც ცოტა ვინმე თუ ვარაუდობდა, რომ რუსები შეძლებდნენ ფავორიტის დამარცხებას და ფინალში გასვლას.

ასეც მოხდა. მართალია, მეორე პერიოდში რუსეთი 72 წამით იყო წინ და ბოლო პერიოდისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, არავის შეპარვია ეჭვი კანადელების უპირატესობაში. ორი პერიოდის შემდეგ, დარტყმებში სხვაობა იყო - 33:15 კანადის სასარგებლოდ. რომ არა რუსების მეკარე ბობროვსკი, მატჩის ბედი საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე იქნებოდა გადაწყვეტილი. ყველაფერი კი მესამე პერიოდის პირველ 10 წუთში გადაწყდა, როცა კანადელებმა სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს და 5:2 გავიდნენ წინ.

არ შედგა NHL-ის ვარსკვლავების - სიდნი კროსბისა და ალექსანდრ ოვეჩკინის დაანონსებული დუელი. კროსბი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ნახევარფინალში გოლი და ორი შედეგიანი პასი მიითვალა, რუსის ანგარიშზე კი ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო. შედარებისთვის, კანადელთა პირველ ხუთეულს 22 ზუსტი დარტყმა ჰქონდა: უებერს -6 , ვლასიკს - 2, მარშანს - 6, კროსბის - 4 და ბერჟერონს - 4.

საერთოდ, ოვეჩკინმა და რუსების კიდევ ერთმა ლიდერმა ევგენი მალკინმა მთლიანად ჩააგდეს ეს ტურნირი - მათ ოთხ მატჩში ექვს-ექვსი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.

კანადელებმა ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგეს იმ ტურნირებზე (ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს თასი), სადაც უძლიერესი ჰოკეისტები თამაშობენ. ამ გუნდის ბოლო მარცხი 2010 წლის 21 თებერვალს იყო, როცა ვანკუვერის ოლიმპიადაზე ჯგუფურ ეტაპზე წააგო აშშ-სთან.

1/2 ფინალი

კანადა-რუსეთი 5:3

1:0, 1:2, 3:1

გოლები: 1:0 კროსბი, 1:1 კუჩეროვი (ზაიცევი, მალკინი), 1:2 კუზნეცოვი (ტელეგინი, დადონოვი), 2:2 მარშანი (კროსბი, ბერჟერონი), 3:2 მარშანი (კროსბი, ბერჟერონი), 4:2 პერი (კუტური, ვლასიკი), 5:2 ტავარესი (გეტცლაფი, ვლასიკი), 5:3 პანარინი (კულიომინი, კუჩეროვი).

მეკარეები: პრაისი - ბობროვსკი.

დარტყმები: 47 (17-16-14) - 34 (7-8-19).

საჯარიმო დრო: 6 (4-0-2) - 6 (6-0-0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
მსოფლიოს თასი: დიდი ჰოკეის მოლოდინში
NHL: ᓠᓐ ᓘᓧᓝ ᓛᓜᓘᓨᓕ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓞᓘᓜᓒᓕᓘᓜᓔᓑᓘ" ᓡᓢᓔᓜᓚᓘᓡ ᓗᓐᓡᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᕐᓫᓔᓕᓔᓡ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოვეჩკინი ოლ სტარის მიღმა
მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარი" სრულად დაკომპლექტდა
NHL. ᓞ
NHL-ში ლოკაუტს ელიან
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარს" ვარსკვლავი გამოაკლდა
რეიტინგები და პროგნოზები სეზონის წინ
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓠᓔᕘᕜᓯᓔᕠᓡᓘ" ᓗᓘᓗᕥᕛᓘᓡ ᓒᓐᕜᓬᓘᓠᓣᓚᓘᓐ
დღის სუპერგოგონა: დსთ-ის ულამაზესი ტანმოვარჯიშე გაშიშვლდა [VIDEO+PHOTO]