პირველები ან მეორეები პრემიერლიგაში ბევრ კომპონენტში
გთავაზობთ ევროუქმეების თავშესაქცევ ფაქტებსა და ციფრებს. ქვემოთ გაიგებთ, ვინ ურტყამს ყველაზე ხშირად მეტოქეთა კარში მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში; ვინ გაიმეორა თავისი ანტირეკორდი და ვის გაეხსნა "მეორე სუნთქვა".

პრემიერლიგა: დაუმარცხებელი მილნერი

* 9 ყვითელი ბარათი ერთ თამაშში ("ევერტონი"-"კრისტალ პალასი") ამ სეზონის რეკორდია.

* რომელუ ლუკაკუმ (ევერტონი) პრემიერლიგაში 65-ე გოლი გაიტანა, მაგრამ მან ეს პირველად მოახერხა საჯარიმო დარტყმით.

* კრისტიან ბენტეკეს ("კრისტალ პალასი") პრემიერლიგური გოლების 35% (54-დან 19) თავით აქვს გატანილი.

* "მანჩესტერ სიტი" ბოლო გუნდია, რომელმაც ტოპ-5 ჩემპიონატებში ქულები დაკარგა.

* ფრანჩესკო გვიდოლინი (სუონსი) პრემიერლიგის პირველი მწვრთნელია, რომელიც მისსავე დაბადების დღეზე გაათავისუფლეს. საჩუქარიც ასეთი უნდა.

* ბობ ბრედლი პირველი ამერიკელია, ვისაც პრემიერლიგის გუნდი ჩააბარეს.

* "სიტის" პირველი მარცხი ამ სეზონში ამ კლუბისთვის 250-ეა პრემიერლიგაში.

* საწყის 7 ტურში 8 ქულა, რომელიც "ლესტერმა" დააგროვა, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის მეორე ცუდი შედეგია (2015/16 წლების "ჩელსისთან" ერთად).

* ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონატის მატჩში სტუმრად 2015 წლის დეკემბრის მერე პირველად წააგო.

* "ბარნლი" შინ დიდებულად თამაშობს - ბოლო 17 საშინაო მატჩში ამ გუნდმა მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. ამ პერიოდში მას შინ გოლზე მეტი არ გაუშვია.

* დელე ალის ბოლო ორი პრემიერლიგური გოლები "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" კარში აქვს გატანილი.

* ჟოზე მოურინიო სტარტზე ლუი ვან გაალის "მანჩესტერს" სამი ქულით ჩამორჩება.

* ანტონი მარსიალმა პირველი გოლი გაიტანა შეცვლაზე მას მერე, რაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა "ლივერპულის" წინააღმდეგ.

* "მანჩესტერმა" "სტოკს" ჩემპიონატის ბოლო 13 საშინაო მატჩი მოუგო ზედიზედ.

* 7 მატჩში 4 ქულა "ვესტ ჰემ იუნაიტედის" საკლუბო ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.

* ჯოშ კინგმა მოედანზე გამოსვლიდან 44 წამში გაიტანა. ეს წლევანდელ სეზონში ყველაზე სწრაფი გოლია შეცვლაზე შესული ფეხბურთელის მიერ გატანილებს შორის.

* ჯეიმს მილნერმა ("ლივერპული") 44 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ჯერ არ მომხდარა, რომ იმ თამაშში, რომელშიც მას გოლი გააქვს, მის გუნდს წაეგოს.

ლა ლიგა: კრიშტიანოს ანტირეკორდი

* "ბეტისმა" ბასკურ კლუბებთან ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

* კარლოს ველამ "რეალ სოსიედადის" მაისურით ლა ლიგაში 58-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში მე-9 ბომბარდირს, ნიჰათ კაჰვეჩის გაუთანაბრდა.

* კრიშტიანო რონალდოს ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. რაც "რეალშია", პორტუგალიელს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ასეთი ცუდი სტარტი - 2010/11 წლების სეზონში.

* პირველ 7 ტურში 13 ქულა - ასეთი ცუდი სტარტი "ბარსელონას" ბოლო 11 წელიწადია, არ ჰქონია. 2005/06 წლების სეზონში "ბარსას" ამ ეტაპისთვის მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა, მაგრამ იმ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი მაინც გახდა.

* ანდრეს ინიესტამ მე-600 მატჩი ითამაშა "ბარსელონას" შემადგენლობაში. ის შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასი ჩაიწერა.

* მხოლოდ ლიონელ მესისა და სერხიო გარსიას გაუტანიათ დიეგო ალვეშის კარში ერთ პენალტზე მეტი ისე, რომ მეკარეს მათთვის პენალტი არ აუღია.

* ჩეზარე პრანდელი ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-8 იტალიელი მწვრთნელი იქნება. ყველაზე მეტი ხანი ესპანეთში იტალიელთაგან კლაუდიო რანიერიმ გაძლო - 4 სეზონი.

* ლუის ენრიკეს "ბარსა" ყველაზე ხშირად (ყველა შეჯიბრებაში) "სელტასთან" მარცხდება.

* ჟერარდ პიკემ "ბარსელონას" რიგებში პირველი დუბლი მიითვალა.

* ჟერარდ პიკემ, 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, 14 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლა ლიგის მცველებს შორის.

* მას მერე, რაც "ბარსელონაში" გადავიდა, ჟერემი მატიომ ყველაზე მეტი ავტოგოლი (3) გაიტანა.

* ედუარდო ბერიცო ერთადერთი მენეჯერია, რომელმაც ლა ლიგაში ლუის ენრიკეს ორჯერ მოუგო (როგორც "ბარსას" თავკაცს).

* მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის ერთ მატჩში მეორედ გაუშვა 4 გოლი. პირველად ეს შარშანდელ სეზონში მოხდა... ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ.

* დუდა ("მალაგა") ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულია, ვინც ერთ მატჩში გოლი გატანაც შეძლო და საგოლე პასის გაკეთებაც - 36 წლისა და 97 დღის.

* არიც ადურისმა ("ბილბაო") ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგა: წინ მხოლოდ რიბერია

* "ლაიპციგი" ბუნდესლიგის პირველი დებიუტანტია, რომელმაც საწყის 6 ტურში არ წააგო (3 მოგება, 3 ფრე).

* დონ-ვონ ჟიმ ("აუგსბურგი") ბუნდესლიგაში 979-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* გელზენკირხენის "შალკემ" ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ბოლომ მოიპოვა პირველი ქულები. ამიერიდან, არც ერთ ჩემპიონატში აღარ არის გუნდი ნული ქულით.

* კლაუდიო პისარო (ვერდერი) 38 წლის გახდა. მას 411 მატჩში 190 გოლი აქვს გატანილი.

* "შალკემ" სამი გოლი 7 წუთის განმავლობაში გაიტანა.

* "გლადბახის" იანიკ ვესტერგაარდი "შალკესთან" მატჩის პირველ ტაიმში 102-ჯერ შეეხო ბურთს. მეორე შედეგი 70 შეხებაა.

* ადმირ მეჰმედიმ ("ლევერკუზენი") ბუნდესლიგაში 1130-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

* "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ერთმანეთს 75-ჯერ ეთამაშნენ, მოგებები გათანაბრდა - 27:27.

* ამ სეზონში "ბაიერნმა" და "ლევერკუზენმა" 6-6-ჯერ გაარტყეს ბურთი ძელს.

* სერჟ გნაბრიმ ("ვერდერი") ბუნდესლიგის 5 მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* ანტონი მოდესტემ ("კიოლნი") ბუნდესლიგაში 39-ე გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელებში მეტი მხოლოდ ფრანკ რიბერის (71) აქვს გატანილი.

სერია A: ყოჩაღი "მილანი"

* ედინ ჯეკოს ("რომა") ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი დარტყმა დაუგროვდა - 40.

* ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ტურინის "იუვენტუსზე" (51) მეტჯერ მეტოქეთა კარში ზუსტად მხოლოდ მადრიდის "რეალმა" დაარტყა - 56.

* მაურო იკარდიმ ("ინტერი") ერთხელაც ვერ მოახერხა კარში ზუსტად დარტყმა. ასეთი რამ იტალიის ჩემპიონატში მას მხოლოდ მეორედ დაემართა.

* ბოლოს ორგოლიანი (და მეტი) ჩამორჩენის მერე "მილანმა" 2011 წელს მოიგო, როცა "ლეჩესთან" 0:3 აგებდა და 4:3 მოიგო.

* სეზონის სტარტზე "კროტონეს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს, 1995/96 წლების შემდეგ ყველაზე ცოტა აუტსაიდერებს შორის, მაშინ "პადოვამ" "გამოიჩინა" თავი.

* "იუვენტუსმა" "ემპოლის" კარისკენ 26-ჯერ დაარტყა. ეს სეზონის რეკორდია. ჩემპიონატის რეკორდიც (მას მერე, რაც ასეთ სტატისტიკას ითვლიან) "იუვეს" ეკუთვნის - 28 დარტყმა "კალიარის" წინააღმდეგ.

ლიგა 1: ძველი დრო გაიხსენა

* 20 წლის ადამა დიაქაბიმ ("რენი") ამ სეზონში 2 გოლი 2 დარტყმით გაიტანა და მოედანზე ჯამში სულ 98 წუთი გაატარა.

* "ლიონმა" "სენტ ეტიენის" 6-ტურიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* მარიო ბალოტელიმ 2014 წლის შემდეგ პირველად შეძლო გადაბმით სამ ტურში გოლის გატანა. მაშინ სუპერმარიო "მილანში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

AVTO
"მანჩესტერმა" "სტოკს" ჩემპიონატის ბოლო 13 საშინაო მატჩი მოუგო ზედიზედ
vai vai
მანჩესტერმა" "სტოკს" ჩემპიონატის ბოლო 13 საშინაო მატჩი მოუგო ზედიზედ. 1:1 მოგება როდიდან გახდა?
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება" - იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ბოსნიისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება აღარ შედგება
"6 წლის ასაკში ჩემზე სექსუალურად იძალადეს, 7 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, 8 წლის ასაკში კი ..." - დელე ალის ისტორიამ გარი ნევილი შოკში ჩააგდო
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
დელე ალიმ გვარდიოლას შვილთან რომანი გააბა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
"ვალენსიამ" 4 მეკარე გაყიდა
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
ლონდონის "ტოტენჰემი": როცა ულიდერობა კარგია
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
დელე ალი მედშემოწმებას "ბეშიქთაშში" გადის
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ლა ლიგა. შეჯამება: ლეო, კრიშტიანო და სხვები
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ჩიჩარიტოს კარიერის აშშ-ში გაგრძელება სურს
ესპანეთი. ლა ლიგა XVIII ტური: მადრიდის "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
"კიოლნის" საუკეთესო ბომბარდირი ჩინეთში გადავიდა
ედინ ჯეკო: იმედია, "ნაპოლი" ცოტას მოუკლებს
დუნგამ ბრაზილიის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: პრემიერლიგის ტოპ-გუნდი "მანჩესტერია"
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია" - რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე
"ბარსელონა" "ვალენსიას" კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებს
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
ხავიმ თავისი აზრით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფავორიტი დაასახელა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]
"თქვენ მე რონალდო გგონივართ?" - მაჰრეზის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
ანტონი მოდესტე - ბუნდესლიგის მთავარი სიურპრიზი?
ფაბრეგასის "კომოს" ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს
ჩიჩარიტო ესპანეთში ბრუნდება
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: რაფინირებული რაფინია
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ტოპი...
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
დელე ალიმ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ჰონ-მინ სონის ცეკვა ვარჯიშზე
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
დელე ალი კარიერას თურქეთში განაგრძობს