ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
[დღის თემა] რა ხდება თბილისის "დინამოში"?
[დღის თემა] რა ხდება თბილისის "დინამოში"?
...გუნდში არის ფსიქოლოგიური პრობლემა - ინტერვიუ კლუბის სპორტულ დირექტორთან, ლევან გაბრიჩიძესთან
თბილისის "დინამოში" კრიზისია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "თეთრ ჯგუფში" ქართული ფეხბურთის გრანდს მესამე ადგილი უჭირავს და არა მხოლოდ ჩემპიონობის დაკარგვის, არამედ ევროტურნირების გარეშე დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
ამ დროისთვის, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას თამაზ სამხარაძე ასრულებს. ისიც ცხადია, რომ თბილისურ კლუბს მალე ახალი დამრიგებელი ეყოლება. ქართველი იქნება ის თუ უცხოელი? კლუბის ხელმძღვანელობამ ვერდიქტი მალე უნდა გვამცნოს...
ცხადია, ეს ის სიტუაციაა, როცა კლუბის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასმაგდება.
დღეს "ლელოს" რესპონდენტი თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი ლევან გაბრიჩიძეა. შევეცადეთ, ინტერვიუში ყველა საინტერესო საკითხს შევხებოდით...
- მე ვიტყოდი, რომ ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, პერიოდულად ახასიათებთ მსოფლიო ფეხბურთის გრანდებსაც. არის ხოლმე პერიოდები, როცა ყველაფერი ქვემოთ მიდის - შედეგი, თამაშის ხარისხი...
ასეთ დროს მომიწია "დინამოში" მოსვლა. ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას.
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გუნდი, რომელიც ჯერ საქართველოში მოიგებს ტიტულებს და ამის შემდეგ წარმატებით ითამაშებს ევროთასებზე, აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გაახარებს.
გულწრფელად უნდა გითხრათ - გუნდში არის ფსიქოლოგიური პრობლემა და თუნდაც ამ კუთხით უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი.
ჯერ კიდევ ავსტრიაში ვცხოვრობდი, როცა ამ ფორმაციის "დინამო" ჩამოყალიბდა. გულშემატკივარი ევროთასებზე ამ გუნდისგან ბევრს ელოდა და როცა ვერ დადგა შესაბამისი შედეგი, ამან ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა.
ჩვენ დღეს უწყვეტ სამუშაო რეჟიმში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს. მეორე მხრივ, ყველამ ვიცით, როგორია საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი. გვაქვს მოკლე პირველობა და შექმნილ ვითარებაში რთულია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
- ფაქტია, ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. ევროთასებზე გასვლა შესაძლებელია, მაგრამ, თუნდაც სტრატეგიული მოსაზრებით, ხომ არ გაქვთ გეგმაში, გუნდმა ერთი სეზონი "დაისვენოს" ევროთასებისგან და ყველაფერი ნულიდან დაიწყოს?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია: "დინამო" მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მიაღწიოს ასპროცენტიან შედეგს. ამაში უნდა იყოს ჩადებული სწორედაც მაქსიმალური მონდომება და ძალისხმევა.
ამასთან, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახალი "დინამოს" მშენებლობაზე, იმ "დინამოს" მშენებლობაზე, რომელშიც ითამაშებენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვინც ამას დაიმსახურებს. რა თქმა უნდა, გამოცდილ მოთამაშეებზეც ვერ ვიტყვით უარს, რადგან ახალგაზრდების წინსვლა სწორედ მათ გვერდით უნდა მოხდეს.
- "დინამომ" კონტრაქტი გაწყვიტა ლეგიონერებთან. მათ შორის ბოლო იყო ფრანგი მეკარე ანტონი სკრიბე. ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტით "დინამო" ფინანსურად ხომ არ დაზარალდა?
- დიდი მუშაობის შედეგად, იმ ფეხბურთელებთან, რომლებთანაც კონტრაქტი გაწყდა, მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომ "დინამო" საერთოდ არ დაზარალებულა. კიდევ ერთხელ და გულწრფელად უნდა გითხრათ - ეს მოხდა დიდი მუშაობის შედეგად.
- ოქტომბრის ბოლოს სატრანსფერო ფანჯარა იხსნება. ცოტა სარისკო კი არის, მაგრამ მაინც - "დინამოში" ახალი ქართველი ფეხბურთელებისა და უცხოელების გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ?
- რაც შეეხება უცხოელ ფეხბურთელებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისინი "დინამოში" არ იქნებიან. ხოლო, თუ გამოჩნდება ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ვნახოთ. თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი.
- ყველა აღიარებს, რომ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მართლაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა "დინამოს" აკადემიისთვის. ამ ფონზე ყველამ მტკივნეულად მივიღეთ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე განცდილი საშინაო მარცხი ყაზახურ "ქაირათთან"...
- ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. როგორც იტყვიან, ბურთი მრგვალია. ყველამ ვნახეთ, რომ ამ ფეხბურთელებს სჭირდებათ ბევრი მუშაობა. ტალანტი კი მათში ნამდვილად არის, თუნდაც - ინდივიდუალური კუთხით...
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთი სულ მალე გადმოინაცვლებს თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში. ახლა კონკრეტული გვარების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მჯერა, მათ მიეცემათ შანსი, რომ დამკვიდრდნენ მთავარ გუნდში.
- გამოდის, რომ "დინამოს" საკლუბო სტრატეგია იქნება საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე დაყრდნობა...
- აკადემიის ყველა აღსაზრდელი, ვინც ამას დაიმსახურებს, პირველ გუნდში მოხვდება.
- ერთხელაც დავუბრუნდეთ "ქაირათთან" მატჩს. რა გაჩვენათ ამ თამაშმა?
- გეტყვით. საერთოდ, მირჩევნია, სწრაფად არ გავაკეთო ანალიზი - დავჯდე, დავფიქრდე და დასკვნა ამის შემდეგ გამოვიტანო. სწრაფად გაკეთებულ ანალიზს ხშირად დამაჯერებლობა აკლია, თუმცა ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ. ვერ ვიტყვი, რომ დინამოელები საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში უკონკურენციოები არიან, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სხვა დონეა. ინდივიდუალურად ყველაფერი რიგზე იყო, გუნდურ თამაშში გვქონდა პრობლემები.
კარგა ხანს ვცხოვრობდი ავსტრიაში და იქაურ მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ, ავსტრიის 19-წლამდელთა ლიგა. იქ არის ძალიან დიდი კონკურენცია. ერთმანეთში თამაშობენ "ზალცბურგი", "რაპიდი", "აუსტრია"... ეს განაპირობებს მაღალ საერთო დონეს და მერე ამ გუნდებს აღარ უჭირთ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე თამაში.
მეტოქის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. მე კარგად ვიცი, რა ხდება "ქაირათის" აკადემიაში. იქ ევროპულ დონეზეა ყველაფერი, მუშაობენ მწვრთნელები, რომელთაც აქვთ უდიდესი გამოცდილება. ძალიან ორგანიზებული გუნდი იყო. ასეთივე თამაში დაგვიპირისპირა დაცვასა და შეტევაში. ჩვენი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის მოტივაცია იყო უდიდესი, მინდა დაგარწმუნოთ ამაში. ჩვენც ძალიან ბევრს ვითხოვდით მათგან. მჯერა, ამ ფეხბურთელებს აქვთ პოტენციალი, რომელსაც ისინი გამოავლენენ.
- კითხვა, რომელზე პასუხიც მკითხველს ყველაზე მეტად აინტერესებს - თამაზ სამხარაძე "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, გუნდს კი ახალი დამრიგებელი სჭირდება. წესით, უნდა მუშაობდეთ ამ საკითხზე...
- რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენს ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მალე "დინამო" ჩაიბაროს კვალიფიციურმა მწვრთნელმა. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. რა თქმა უნდა, მწვრთნელის მოძიების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე საზოგადოებას ოპერატიულად ვაცნობებთ.
- ქართველი მწვრთნელების ვარიანტებს განიხილავთ თუ უცხოელებისას?
- არის ორივე ვარიანტი... ჩემი აზრით, დღევანდელ "დინამოს" მოუხდება მწვრთნელი, რომელიც კარგად იცნობს ქართულ მენტალიტეტს და აქვს ევროპაში მუშაობის გამოცდილება...
- მაშ, ზუსტად ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დინამოს" მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება?
- შეიძლება, არ იყოს ქართველი, მაგრამ კარგად უნდა იცნობდეს ქართულ მენტალიტეტს.
- ...და არის ასეთი მწვრთნელი?
- ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს დავაკონკრეტებ, თუმცა გეტყვით, რომ არის ასეთი მწვრთნელი... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• irakli
აკრძალეთ ქართული ფეხბურთი და ეს ფული სხვა სპორტს მოახმარეთ!!!
• 999
რასაც იმსახურებთ ის გუნდი გყავთ
• ანზორი
პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს, სადაც სრული ქაოსია.
• samvel
"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი". "დინამო", აბა "დინამო", სადაა "დინამო"???? ფაფუუუუუუუუუუუუ. "დინამო" დიდი ხანია არის არის, ისე როგორც "არარატი". ნათელში ამყოფოს ეს ორი დიდი გუნდი უფალმა. ამინ.
• givi
მწვრთნელები არარიან რუსთავში ბავშვებს ვინ გაზდის
• 999
თქვე ოჯახ აყვავებულებო რამდენი ხანი უნდა ელოდოს გულშემატკივრები ახალი გუნდის ჩამოყალიბებას და წარმატებების მიღწევას?....კიდევ ერთი 50 წელი
• xxx
განა არ იცით რა ხდება? ფულის კეთებააააააააააააააააააააააააააააა
• niko
მეცინება, ვის ატყუებენ რომ ქაირათის ბავშვთა გუნდები განსაუთრებული ძალის არიან, უვლიან ყაზახეთის ასაკობრივ ნაკრებს ყველა ვისაც არ დაეზარება, აქ არ ყავთ ლეგიოენერები ვის ხარჯზეც აღწევენ წარამტებას, იმის მაგივრად ბოდიში იხადონ რაღაც უაზრო სიტყვების რახა რუხი მიდის არაფერზე საუბარი.
• tengiz gagua
ახალგაზრდებმა რომ ფიასკო განიცადეს,ეს ხდება იმიტომ რომ ადგილობრივ ჩემპიონატში მათ არ ყავთ ძლიერი მოწინააღმდეგე,სამი თავკომბალა გუნდია და ისინიც ყველა თბილისშია,ძლიერი გუნდები რეგიონებშიც არის საჭირო.
• sake
ეს არის სიტყვების რახა-რუხი.გაკეთებული საქმე ნული,ხოლო მომავალი,ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე არის ძალიან ძალიან ბუნდოვანი.
• Vova
ეს მერემდენე "დირეხტურია"? ხომ ვერ შემახსენებს ვინმე,,,ყველა ამაზე ლამაზად ლაპარაკობდა მაგრამ ან ისინი სად არიან ან დინამო სად არის დღეს?! :) 19წლამდელები თუ გახდნენ დინამოელები კარგად ყოფილა ჩვენი საქმე და ამის ხედვებიც....ანგარიში შეახსენედ ბევრით ნულზე რომ წააგეს ყაზახსტანელ თანატოლებთან ( ქართველებს ასაკი რამდენს ექნებოდა მოპარული მხოლოდ უფალმა იცის)
• tngh
არავითარი უცხოელი. მწვრთნელთა საუკეთესო ტანდემი, სახელოვანი "დინამოელები" ჩივაძე-გუცაევის დუეტი იქნება!!!
• რეზო
რას ერჩით ფეხბურთელებს–ჩვენი მთავარი პრობლემა –არ გვყავს საქართველოში ფეხბურთის მწვრთნელები და არც ვფიქრობთ მათ აღრზდაზე!
• bebeto
დინამოში დღეს ცოტა ქაოსი შეიმჩნევა დროზე უნდა დალაგდენ,რაც შეეხება ფეხბურთელებს, მხოლოდ ახალგაზრდების იმედზე ყოფნა შეცდომა იქნება მათ გვერდით მინიმუმ 3 ნორმალური ლეგიონერი უნდა თამაშობდეს და ის ახალგაზრდებიც უფრო გაიზრდებიან.მხოლოდ დინამო ვერ აამაღლებს ჩემპიონატის დონეს 3-4 ძლიერი კონკურენტი ჭირდება დინამოს და ევრო ტურნირებზეც კარგად გამოვლენ.სამხრეთ ამერიკაში არიან ფეხბურთელები რომლებიც დინამოსთვის ხელმისაწვდომი იქნება და გუნდსაც საგრძნობლად გააძლიერებს, ამას სწორი სელექცია ჭირდება თან აქედანვე უნდა დაიწყონ ამაზე ფიქრი და არა ევროტურნირების წინ.
• giga
ფიფიას არ აინტერესებს დინამო,,უბრალოდ პიარისტვის წირდება,,აკადემიასი კი უვიცი მწვრტნელებიტაა სავსე,,გამოვიდა გვანცელაცე და ყაზახეტის გუნდმა ბურტი არ ანახა..ამის მერე უნდა წასულიყო დინამოდან მაგრამ აგრცელებს ისევ..
უჩვენეთ ყოველ ვარჯიშზე ყოველ თამაშზე და საერთოდ დავალება მიეცით ყველას ვისაც რაიმე შეხება აქვს ფეხბურთთან საქართველოში დღეში რამდენიმეჯერ ნახონ ის რეკლამა ჩემპიონთა ლიგაზე რომ გადიოდა წინა წლებში. ცხვრებმა გაიგეს და დადგნენ საჭირო პოზიციაზე და ქართული ფეხბურთი როგორ გადაცხვარდა ასე არაფრის გაგებაში რომ არ არის.
• dato
ლეგიონერების გარეშე შეუდზლებელია რაიმე შედეგის დადება ..... ბატონო ლევან თავსაც იტყუებთ და რაც მავარია გულშემატკივარსაც ატყუებთ . გეყოთ ზგაპრების მოყოლა თქვენც და ფიფიასაც ... "" თქვენი აღარავის აღარ სჯერა ""
• Guadua
შეეშვით ამ წარსული ისტორიით ცხოვრებას რომელსაც კუდი მოაწყდა ჯერ კიდევ 1991 წელს. 25 წელიწადია ამ სსრკ-ს დროინდელი ისტორიით ცხოვრობთ, დახედეთ რეალობას და სიმართლეს თვალებში. არავისზე უკეთესი არაა დინამო, არც ბათუმზე არც ტორპედოზე,არც ჩიიხურაზედ და არც კოლხეთსა თუ დილა-ზე, სამტრედიაზე ხომ საერთოდ საუბარიც არაა. ამიტომაც ბატონმა ფიფიამ აკმაროს კლუბს მხოლოდ ადგილობრივი კონტიგენტი და წლიური ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი, მაშინვე დადგება ყველაფერი ადგილზე, მაშინვე გამოჩნდება ვის ფული უნდა, ვის კარიერა და სახელი კლუბთან ერთად.
• mamuka
დინამო მკვდარია!!!!ეგენი კი მთლად დამარხავენ დინამოს!!!!
• L.E.S
დეფიციტია საქართველოში ე.წ. აღმზრდელი მწვრთნელების. ფეხბურთელის აღზრდის მაგივრად საფეხბურთო აგენტობას ეწევიან 7 წლის ბავშვებთანაც...ამოიჩემებენ(ან ამოაჩემებინებს "ბავშვის პატრონი") რომელიმე ბავშვს და იწყებენ მის დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ წინ წაწევას...არადა ბავშვი კონკურენციაში უნდა გაიზარდოს. რომელი ტალანტი აღმოაჩინეს ქართველმა მწვრთნელებმა? უახლოესი პერიოდის გამორჩეული ბავშვები ისევ უცხოელებმა აღმოაჩინეს(ანანიძე, არაბიძე...) აქ ვერ დავიჯერებ რომ ვერ ხედავდნენ...არ უნდოდათ ალბათ ე.წ. მწვრთნელებს ტალანტის დანახვა ან უფრო სამწუხარო: მათ ტალანტის აღმოჩენაც არ იციან
• L.E.S
1."...მე კარგად ვიცი, რა ხდება "ქაირათის" აკადემიაში. იქ ევროპულ დონეზეა ყველაფერი, მუშაობენ მწვრთნელები, რომელთაც აქვთ უდიდესი გამოცდილება..."; 2."...ჩვენი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის მოტივაცია იყო უდიდესი..." - ეს არის ამონარიდი სტატიიდან, ანუ იმათ მხარეს არის უდიდესი გამოცდილების მწვრთნელები ხოლო ჩვენს მხარეს ფაქტიურად მხოლოდ ენთუზიაზმი...დილეტანტიზმის სიო დაჰქრის დინამოს თავზე...
• tengo
გადაეციტ ეგ მოედანი ფერმერებს დროებიტ პირუტყვი მაინც მოზოვს!!!! სირცხვილია ესეტ დგესშ იყოს ესეტი ტრადიცის მატარებელი დინამო ტბილისი
• გია
ნიჭიერი თაობა აღარ მოდის და ვინც მოდის იმათ ფული და ნაცნობობა არ ყავთ, ასე იყო, ასე არის და იმედია როდესღაც დასრულდება, ან ფეხბურთი დასრულდება საერთოდ საქართველოში,თუმცა რაღა დარჩა...
• Mtieli
არაფერი გეშველებათ
• ggg
კრიტიკა ყოველთვის ადვილია, მაგრამ დინამო ასეთი მატერიალური შესაძლებლობების და პირობების მიუხედავად ვერ ჩამოყალიბდა ანგარიშგასაწევ ძალად. თუ გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებია, ამას ეხლა ხვდებიან? ფაქტია, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ხელმძღვანელებს გუნდი აშკარად არასწორი მიმართულებით მიჰყავთ
• nika
ძალიან დამწყდა გული უცხოელები ჩვენ გუნდში არ იქნებიანო რო წავიკითხე . შეუძლებელია ევროპული გუნდის ჩამოყალიბება ლეგიონერების გარეშე შეუძლებელი!!! ლეგიონერებსაც გააჩნიათ რათქმაუნდა მაგრამ აკადემიის ბავშვებით და დღევანდელი კონტიგენტით შეუძლებელია ევროტურნირებზე წარმატება. ისე თარგამაძეს თუ დაიმატებდით ძალიან სასიხარულო ამბავი იქნებოდა.
• tazo
,, მე ვიტყოდი, რომ ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, პერიოდულად ახასიათებთ მსოფლიო ფეხბურთის გრანდებსაც,,-სწორედაც რომ ,,პ ე რ ი ო დ უ ლ ა დ,, და არა მუდმივად როგორც ეს ,,დინამო,,-ს შემთხვევაშია.დამიჯერეთ ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ,ამ გუნდის გულშემატკივარი 1971 წლიდანა ვარ,ბევრი გულსატკენი მარცხიც მინახავს,მაგრამ ხვალინდელ დღეს იმედით ვუყურებდი,ეხლა კი ........ყველა ასაკობრივში უკუსვლა,ნებისმიერი გუნდი ჩამოდის მოსაგებად....გასკდა გული...
• levani kaxeti
ეეეჰჰ!..... ესეც იმ, ძველ ნაცნობ, "ჩვენს, ძველ, დამაქცევარ სიმღერას" მღერის. მოკლედ, საშველი არსაიდან არ ჩანს. ფიფიას ახირებებს საზღვარი აღარ აქვს!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"
თბილისის "დინამო" სპორტულმა დირექტორმა დატოვა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"დინამოს" სპორტული დირექტორი: საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მაქვს კონტაქტები
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ
ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება ვიაჩესლავ გროზნის გარეშე დაიწყო
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]