ინგლისის ნაკრების სახალისო უახლესი ისტორია
* გარეთ საუთგეიტი ორი თვის განმავლობაში (რაც ნაკრების თავკაცი იქნება) 500 ათას გირვანქას მიიღებს.

* ამ ხნის განმავლობაში ინგლისი ითამაშებს: მალტასთან, სლოვენიასთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან.

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი დენი როუზი ალან შირერს ეთანხმება, რომელმაც სემ ელარდაისის პოსტიდან წასვლის შემდეგ აღნიშნა - სასაცილოები ვართ და სასაცილო ნაკრები გვყავსო.

"არ მეგონა, თუ ინგლისს შეეძლო იმაზე ქვემოთ დაცემულიყო, რაც ევრო 2016-ზე მოხდა, მაგრამ ეს შესაძლებელი ყოფილა. საფეხბურთო სამყაროს იუმორით ვამარაგებთ" - ამბობს შირერი.

დენი როუზი: "ძნელი სათქმელია, მაგრამ გარკვეულწილად, შირერს ვეთანხმები. სასაცილოა, როდესაც მწვრთნელი ერთი მატჩის შემდეგ კარგავს პოსტს. არ მინდა ვთქვა, რომ საქმე ქაოსთან გვაქვს, მაგრამ ეს ინგლისური ფეხბურთისთვის კარგი ნამდვილად არ არის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ფეხბურთის ასოციაციამ, იმედი მაქვს, ჩვენი მომავალი მწვრთნელი თანამდებობაზე დიდი ხნით დარჩება და გაზრდასა თუ წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება.

ყველანი როი ჰოჯსონის გვერდით ვიყავით და როდესაც ის წავიდა, უსიამოვნო გახლდათ, რადგან ყველა ვხედავდით, როგორ განიცდიდა როი წარუმატებლობას. წასვლის მერე მას დავუმესიჯე, მწუხარება გამოვთქვი იმის გამო, რაც მოხდა და მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ნაკრებში გამომიძახა და თამაშის შანსი მომცა.

იგი ყველას აძლევდა თამაშის საშუალებას და მის დროს მხიარული და სასიამოვნო ატმოსფერო იყო. სამწუხაროდ, სემის შემთხვევაშიც გაუგებრობა მოხდა. ახლა კი ვმარჩიელობთ, თუ ვინ იქნება შემდეგი. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალი მატჩები კარგად ჩავატაროთ" - განაცხადა 26 წლის როუზმა.

ისევ რუნის პოზიციაზე

წინა მწვრთნელს, ოღონდ არა ჰოჯსონს, არამედ "დიდ სემს" ეხმაურება ნაკრების კაპიტანი უეინ რუნიც. როგორც იცით, მისტერ როის ჰქონდა მიდგომა, რომ კლუბში ფეხბურთელს შეეძლო სხვა პოზიციაზე ეთამაშა, ნაკრებში კი სხვაზე, სადაც მისი აზრით, საჭირო იქნებოდა.

ელარდაისი ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა და მიიჩნევდა, რომ ფეხბურთელს ნაკრებშიც ზუსტად იმ პოზიციაზე უნდა ეთამაშა, სადაც კლუბში თამაშობდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ სლოვაკეთთან თამაშში რუნი ძალიან უკანდახეული იყო, ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა და არც ისე პროდუქტიული გახლდათ.

სემმა თამაშის მერე თქვა, რომ მას იმაზე სიღრმიდან მოუწია თამაში, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდითო და საინტერესო სიტყვებიც დაამატა - უეინი იქ თამაშობდა, სადაც უნდოდაო. 30 წლის "შრეკი" აქამდე დუმდა, ახლა კი ალაპარაკდა:

"მე ზუსტად მითითებების მიხედვით ვთამაშობდი. არ მივსულვარ და არ მითქვამს, აქ ან იქ მინდა თამაში-მეთქი. მწვრთნელის ეს განცხადება შეცდომა და გაუგებრობა გახლდათ. ცოტა გულდაწყვეტილიც დავრჩი. სხვათა შორის, სემმა ეს გაიაზრა, თანაც, ძალიან მალე და თვითმფრინავში, რომლითაც სახლში ვბრუნდებოდით, მითხრა, რომ არასწორად გამოუვიდა. სამწუხაროდ, ახლა მას ამის გამოსწორების საშუალება აღარ აქვს, რადგან პოსტზე აღარ არის.

ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველა ვხედავდით, როგორი შემართებით იყო ელარდაისი, ის საოცარი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა და დიდი ხანი ელოდა, რომ ნაკრებს ჩააბარებდნენ. დარწმუნებული ვარ, თავადაც ძალიან განიცდის, რაც თავის დროზე მოხდა და მართლაც ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა" - თქვა რუნიმ.

როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს კაპიტნის სამკლავური გარეთ საუთგეიტმაც შეუნარჩუნა. თანაც, ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა სპეკულაციებს მალევე დაუსვა წერტილი და პირდაპირვე თქვა, უეინი კაპიტნად რჩება, ის გამორჩეული ლიდერია და ზოგადად, ლიდერების გუნდი უნდა შვექმნათო. აი, ელარდაისმა კი ასეთი განცხადების გაკეთება დააგვიანა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

"სემის დროს ბევრს ლაპარაკობდნენ ამ თემაზე და ეს ცოტა არასასიამოვნო იყო. კარგია, რომ გარეთმა განცხადება მალევე გააკეთა და სპეკულაციები თავიდან ავირიდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, ამ კითხვას უკვე უამრავჯერ გავეცი პასუხი - ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს. სლოვაკეთთან შეხვედრაშიც, მიმაჩნია, რომ ცუდად არ გამოვიყურებოდი, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.

როგორც აღვნიშნეთ, სემმაც გაიაზრა შეცდომა და დელე ალის გამოჩენით სიტუაცია შეიცვალა. მე და ერიკ დაიერი ცენტრში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მეორე ბურთებს ვიგებდით და ვზრუნავდით იმაზე, რომ ბურთი სახიფათო ზონამდე მიგვეტანა" - აღნიშნა რუნიმ.

ბუნებრივია, კაპიტანს თავად საუთგეიტზეც ჰკითხეს. გარეთი პოსტზე 4 მატჩით მაინც დარჩება და მერე სიტყვა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაზე იქნება, რომელსაც საფიქრალი ბევრი აქვს.

"ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მისთვის, აჩვენოს, თუ რა შეუძლია უმაღლეს დონეზე. მას ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში უამრავ ახლაგაზრდასთან ერთად აქვს ნამუშევარი და ეს გარეთის პლუსია. საუთგეიტი თავის ხედვას და მეთოდებს შემოიტანს და ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება მისი მიდგომა. ჩვენ მისი იდეები უნდა გავიაზროთ და მინდორზე გადავიტანოთ" - დაამატა რუნიმ.

კეჰილი მშვიდადაა

დაბოლოს, არის კიდევ ერთი თემა, რომელსაც უნდა შევეხოთ და ამ თემას სახელი და გვარი აქვს - გარი კეჰილი. 30 წლის ცენტრალური მცველი წინა სეზონიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებს, მათ შორის, ბოლო მატჩებშიც. არადა, სავარაუდოდ, ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.

თუ ინგლისს მალტასთან უახლოეს მატჩში მოგება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს, სულაც ნომინალური მცველის გარეშე რომ ითამაშოს, მომავალი მატჩები უკვე უფრო რთული იქნება. თუმცა თავად კეჰილი არ ნერვიულობს და "ჩელსის" უკანახაზელი თავდაჯერებული ჩანს:

"ჩემი აზრით, საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და ცუდად არ ვთამაშობ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო "სუონსისთან" მატჩამდე. ამ შეხვედრის შემდეგ ერთი-ორი შეცდომა დავუშვი, საკმაოდ სერიოზულიც. თუმცა ეს არაფრისგან მოსული და არაფრისგან გამოწვეული შეცდომები იყო, რაც ცუდია, მაგრამ ადვილად გამოსწორებადი" - თქვა გარიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...
ლიგის თასი. III რაუნდი: "ჩელსიმ" იწვალა, "არსენალმა" და "ლივერპულმა" გაილაღეს [VIDEO]
"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
"რთულია, მაურისიო სარის პატივი ვცე" - გარი კეჰილი "ჩელსიდან" მიდის
გარი კეჰილი "კრისტალ პალასში" გადავიდა
"მილანი" იანვარში "ჩელსის" სამი ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება
"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი
"ჩელსის" გარი კეჰილი უკაპიტნებს
გარი კეჰილმა კარიერა დაასრულა
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა
საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს
დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა