სინგაპურში წასვლისთვის ბრძოლა იძაბება
სეზონის მიწურულს, ქალებს შორის ნებისმიერ ტურნირს დიდი მნიშვნელობა ენიჭება წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში მოხვედრის ჭრილში. ამ მხრივ, პეკინის ტურნირზე ყველასთვის ორიენტირი იყო ამერიკელი მედისონ კისი, რომელიც მერვე ადგილს იკავებდა "ჩემპიონთა რბოლაში".

კისმა პეკინში უშუალო კონკურენტების ჩამოცილება შეძლო - მერვედფინალში სვეტლანა კუზნეცოვას გაუსწორდა, მეოთხედფინალში კი პეტრა კვიტოვას მოუგო, რაც ერთგვარი მოულოდნელობა გახლდათ. კვიტოვამ ჩინეთში ფანტასტიკური ფორმა აჩვენა და ზედიზედ რვა მატჩი მოიგო, რამაც ქალაქ უჰანის ტურნირის მთავარი პრიზი მოუტანა. მაგრამ, როგორც ჩანს, კისთან მეოთხედფინალში დაღლა დაეტყო.

თუმცა, პეტრა ამ შეხვედრაში უშანსოდ არ ყოფილა. კისმა მოიგო სასტარტო სეტი და ფლობდა უპირატესობას მეორეში - სამჯერ ბრეიკით იგებდა და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ კვიტოვამ ტაი-ბრეიკამდე მიაღწია და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. საინტერესოა, რომ მესამე პარტიაში უკეთ ჩეხი გამოიყურებოდა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ბრეიკ-პოინტების გამოყენება - 10 ასეთი შანსი გაანიავა. ახლა უკვე კისმა მიაღწია ტაი-ბრეიკამდე და იქ თანაბარ ბრძოლაში გამოსტაცა მოგება ჩეხს, რითაც მოუსპო მას წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის შანსი.

მედისონ კისს კიდევ ერთი მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ გაენაღდებინა სინგაპურში თამაში. ამიტომაც, საჭირო იყო ნახევარფინალში იოჰანა კონტას დამარცხება, რომელიც, თავის მხრივ, ასევე იბრძვის სინგაპურში მოსახვედრად. კონტამ შეძლო ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა ბრიტანული ჩოგბურთისთვის. პირველად ბოლო 32 წლის განმავლობაში, ბრიტანეთს ჰყავს თავისი წარმომადგენელი ქალთა რეიტინგის TOP10-ში. ამ მოგებით, იოჰანამ ჩემპიონთა რბოლაში დომინიკა ციბულკოვას გაასწრო და მერვე ადგილზე გადავიდა.

ბადის მეორე ნახევარში ფავორიტი იყო ანჟელიკ კერბერი, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა უკვე მესამე წრეში წააგო. გერმანელი კარგად იწყებდა ორივე სეტს ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ, ბევრ შეცდომას უშვებდა, რითაც უკრაინელი კარგად სარგებლობდა. შედეგად, სვიტოლინამ ამ სეზონში მეორედ შეძლო მსოფლიოს პირველი ნომრის დამარცხება - 6:3, 7:5. უფრო ადრე, მან რიოს ოლიმპიადაზე მოუგო კლასიფიკაციის მაშინდელ ლიდერს სერენა უილიამსს. საერთოდაც, სვიტოლინას წელს, ხუთი მოგება აქვს TOP5-ის წევრებთან.

მეოთხედფინალში ელინამ დარია გავრილოვას მოუგო, ფინალში გასასვლელად კი აგნიეშკა რადვანსკას დამარცხება იყო საჭირო. თავიდან სვიტოლინა ცუდად არ გამოიყურებოდა, 5:3 დაწინაურდა და 30:0 ჰქონდა მეტოქის მოწოდებაზე. და უცებ, თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა - რადვანსკამ მომდევნო 13 ქულიდან 12 აიღო. უკრაინელმა სეტბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, მაგრამ იქ აგნიეშკა უკეთ მოქმედებდა. მეორე სეტში პოლონელმა ორმაგი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში და გაიფორმა სეზონში ბოლო "პრემიერის" ფინალში თამაში.

გადამწყვეტ მატჩში პოლონელს დიდი უპირატესობა ჰქონდა გამოცდილების მხრივ. ის თავისი მე-20 ტიტულისთვის იბრძოდა, კონტასთვის კი ეს იყო მხოლოდ მეორე ფინალი კარიერაში. კორტზე ეს კარგად იგრძნობოდა.

აგნიეშკა მალე დაწინაურდა, თან ორმაგი ბრეიკით. მიუხედავად ამისა, კონტამ შეძლო გაბრძოლება და კინაღამ დაეწია მეტოქეს, თუმცა, ბოლოს უხეში შეცდომები დაუშვა და დაეხმარა მეტოქეს სეტის მოგებაში. მეორეში თამაშის სურათი არ შეცვლილა და აგნიეშკამ უპრობლემოდ მოიგო კარიერაში მე-20 ტიტული.

პეკინი (ჩინეთი)

ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-იოჰანა კონტა (ბრიტ, 11) 6:4, 6:2.

ჩემპიონთა რბოლა

1. ანჟელიკ კერბერი (გერ) 7995*

2. სერენა უილიამსი (აშშ) 7050*

3. აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 1989*

4. სიმონა ჰალეპი (რუმ) 4728*

5. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4100*

6. გარბინ მუგურუსა (ესპ) 3677

7. მედისონ კისი (აშშ) 3527

8. იოჰანა კონტა (ბრიტ) 3455

9. დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 3445

10. კარლა სუარეს-ნავარო (ესპ) 3061

11. სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3000

* - გარანტირებული აქვთ წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..