25-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ჩორუმში გაიმართება სტუდენტთა მსოფლიოს XII ჩემპიონატი სამივე სტილის ჭიდაობაში
25-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ჩორუმში გაიმართება სტუდენტთა მსოფლიოს XII ჩემპიონატი სამივე სტილის ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 800 სტუდენტი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან. ასეთი მასშტაბური ტურნირი ამ პატარა ქალაქის უნივერსიტეტის (რომლის აშენებაც, თურმე, 8 მილიონი დოლარი დაჯდა) სპორტულ დარბაზში ჩატარდება.

იქ თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ - 25-26 ოქტომბერს. მომდევნო ორი დღე ქალებს დაეთმობათ, 29-30-ში კი ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ.

ამ 800-კაციან კოჰორტაში საქართველო მცირე დელეგაციით იქნება წარმოდგენილი - მაქსიმუმ, ექვსი კაცით, თუმცა ესეც წინასწარი მონაცემია და არაა გამორიცხული, რაოდენობა შემცირდეს კიდეც. ეს ტურნირი ჩვენს ჭიდაობის ფედერაციას არც ჰქონდა კალენდარში და არც აფინანსებს არავის, თუმცა რამდენიმე მონაწილემ თავისი ხარჯებით წასვლის სურვილი გამოთქვა.

ბერძენ-რომაელთა შორის ასეთი სამია: მირზა ვანაძე (59), არჩილ თურმანიძე (66) და მურთაზ ჩაბრავა (75).

ასევე სამ კაცზეა ლაპარაკი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, მაგრამ მათი საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. თურქეთში წასვლის სურვილი ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმაც (125) გამოთქვა, მაგრამ ახლა ყველაზე საჭოჭმანო სწორედ მისი საკითხია - მიზეზთა გამო, ჩვენი ფავორიტი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, წავიდეს თუ არა თურქეთში. ის მწვრთნელებსაც მოეთათბირება, მით უფრო, ერთ თვეში მას გაცილებით ძლიერ ტურნირზე - "ევროპის ერთა თასზე" უწევს ჭიდაობა. მწვრთნელებთან მოთათბირების შემდეგ ის გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მიიღებს, რადგან ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადის დასაზუსტებლად დროც არ ითმენს.

გადაწყვეტილია, რომ "თავისუფალთაგან" ჩორუმში დიმა ბასილაშვილი (70) ნამდვილად იჭიდავებს. წასვლა კიდევ ერთ ფალავანს სურს, მაგრამ მისი საკითხიც ამ დღეებში გაირკვევა.

ორივე გუნდის მწვრთნელის ამპლუაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზაზა ჯიბლაძე მოგვევლინება, რომელიც ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ტურნირზე არბიტრადაა მიწვეული და ისედაც მიდის თურქეთში, რადგან ეს შეჯიბრება ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს ფედერაციის კალენდარშია შეტანილი და მათი ეგიდით იმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართული ჭიდაობის ბერძნული ნათება - ინტერვიუ ზაზა ჯიბლაძესთან
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
U23. ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: რუსეში რუსებსაც მოუგებენ?
სოფიის ტურნირი: ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ევროპას მიაშურეს
კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: ევროპა შეკრებებზე გაირკვევა
ანტონ მამაგეიშვილმა სტამბულში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ყაზახეთის ტურნირში 4 მედალი მოიპოვა
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხეთში იასპარეზებს
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
U23. ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს
ქართველი "ბერძენ-რომაელები" იაშარ დოგუს მემორიალზე გამოვლენ