"დინამოს" ახალი თავკაცი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში 27-ე უცხოელი მწვრთნელია
ორი დღის წინ თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი ვიაჩესლავ გროზნი რომ დაინიშნა, ეს ფაქტი, როგორც ჩვეულებრივი ამბავი, ისე მივიღეთ.

ჯერ ერთი, ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში რომ მორიგი (და, ლამის ტრადიციად ქცეული) სამწვრთნელო გადაადგილება უნდა მომხდარიყო, ამას ყველა შეგუებულნი ვიყავით, ისე, როგორც აღარ უნდა გაგვკვირვებოდა საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტის გამოჩენა.

ეგ კი არა, იმის შანსიც იყო, რომ სწორედ მიმდინარე სეზონში დამყარებულიყო აბსოლუტური რეკორდი: ამ გარდამავალი ჩემპიონატის მონაწილე 14 გუნდიდან ხუთს უცხოელი სპეციალისტი მოძღვრავდა, მაგრამ მერე მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბოლო ტურის შემდეგ მხოლოდ "გურიამ" დაიტოვა ლეგიონერი თავკაცი.

თუმცა, უკრაინელი ოლეგ ლეშჩინსკი (უახლოეს პერიოდში არც მისი გათავისუფლება უნდა გაუკვირდეს ვინმეს) ამიერიდან "მარტო" აღარ იქნება - მისი თანამემამულე ვიაჩესლავ გროზნი უკვე საქმეს შეუდგა და, როგორც სჩვევია, ფრთიანი ფრაზებითაც წარსდგა ქართული მედიის წინაშე.

"დინამოს" ახალი თავკაცი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში 27-ე უცხოელი მწვრთნელია. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დანარჩენი 26 უცხოელი მწვრთნელიდან, მხოლოდ ერთეულებზე თუ ვიტყოდით, ქართულ საკლუბო ფეხბურთში გარკვეული კვალი დატოვესო...

ხმაურით მოდიოდნენ, უხმაუროდ მიდიოდნენ...

როგორც უვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა დროს აქ მომუშავე 26 უცხოელი მწვრთნელიდან, მართლაც ერთეულებზე თუ ითქმის, რომ ქართულ ფეხბურთში გარკვეული კვალი დატოვესო; თუმცა, მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რომ ამ 26 სპეციალისტიდან, ასევე ერთეულმა უცხოელმა სპეციალისტმა "მოახერხა" და საქართველოს ჩემპიონატში სეზონი... სრულად ჩაამთავრა.

ჰო, ასე იყო: ან, სეზონის დასაწყისში ჩამოიყვანდნენ დიდი ზარ-ზეიმით და მერე, რამდენიმე ტურის შემდეგ კი, უკვე "უხმაუროდ" დაემშვიდობებოდნენ"; ან, სეზონის მსვლელობისას ჩამოყვანილს, 5-6 მატჩის მერე "დაემშვიდობებოდნენ", ან კიდევ, სეზონის მიწურულს ჩამოყვანილ უცხოელ სპეციალისტს (კონკრეტულ მიზანს რომ შეასრულებდა), უკვე მომდევნოს დასაწყისში მოუწევდა აქედან აბარგება და ასე შემდეგ.

როგორც უკვე გაჟღერდა, ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 1+2 სისტემით (პლუს, ამ სეზონის დარჩენილი მატჩებიც უნდა მივუმატოთ) გააფორმა. თუმცა, ძალიან ძნელი სათქმელია, რომ ეს გამოცდილი და ემოციური (ხშირად, ზედმეტადაც) შეძლებს და იმ უცხოელი კოლეგების მაჩვენებელს გაუმჯობესებას, რომლებთაც ჩვენს ჩემპიონატში გადაბმულად, სულ მცირე, ერთი სეზონი მაინც უმუშავიათ!

ასეთი კი მხოლოდ სამია და სამივე თბილისის "დინამოს" მოძღვრავდა: ივო შუშაკი (2002/03), დუშან უჰრინი-უფროსი (2007/08) და დუშან უჰრინი-უმცროსი (2012/13). აბსოლუტური რეკორდსმენი კი (ისე როგორც საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით), აწ გარდაცვლილი ჯანი კარნევალეა: იტალიელმა სპეციალისტმა ჯერ ბათუმის "დინამოსთან" ერთად ჩაამთავრა სრულად სეზონი (1999/2000), მერე კი - "ვიტ ჯორჯიასთან" (2002/03).

აი, დანარჩენები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მოდიოდნენ და მიდიოდნენ", თანაც, ზოგი სულაც ორჯერ (ალეკსანდრ შტელინი, ჟერარდ სარაგოსა) დაგვიბრუნდა, ანატოლი პისკოვეცი კი - სულაც მეოთხედ!

1998/99 წლის სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩებოდა, თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი იოჰან ბოსკამპი დაინიშნა. ჰოდა, ამის მერე დაიწყო კიდეც უცხოელ სპეციალისტთა მოდინება და გეოგრაფიაც, რაღა თქმა უნდა, იზრდებოდა; თუმცა, ამ "ნომინაციაში" აბსოლუტურ ლიდერობას არავის უთმობს უკრაინა, რომლის მეთერთმეტე (!) წარმომადგენელიც იქნება ვიაჩესლავ გროზნი.

მანამდე კი, აქ უმუშავიათ (ზოგი დღესაც მუშაობს): ვლადიმერ ზემლიანოი ("ზესტაფონი"), ალექსანდრ შტელინი ("ტორპედო"), ანატოლი პისკოვეცი ("ოლიმპი", "გაგრა"), ვიკტორ კაშჩეი ("გაგრა"), რომან პოკორა ("გურია"), კონსტანტინ ფროლოვი ("შუქურა"), ვლადიმირ ლობასი ("მერანი"), იური ბაკალოვი ("ზუგდიდი"), ვლადიმირ ლიუტი ("ზუგდიდი"), ოლეგ ლეშჩინსკი ("გურია"). სამი წარმოდადგენელი ჰყავდა ესპანეთს: ალექს გარსია (თბილისის "დინამო"), ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედო", "ლოკომოტივი"), პაბლო ფრანკო მარტინი ("საბურთალო").

სხვათა შორის, სწორედ მარტინი გახლდათ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც მანამდე ტოპლიგაში (პრიმერა დივიზიონში) ჰქონდა ნამუშევარი...

ორი წარმომადგენელი ჰყავდათ საქართველოში ჩეხებს და ორივე წარმატებულიც: მამა-შვილი დუშან უჰრინები როგორ უნდა დავივიწყოთ; რასაც ვერ ვიტყვით სხვადასხვა დროს აქ მომუშავე ორ რუს სპეციალისტზე: ანდრეი ჩერნიშოვსა (თბილისის "დინამო") და ვიკტორ დემიდოვზე ("გურია").

აი, ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან კი მხოლოდ თითო-თითო გვესტუმრა და, ერთი-ორის გამიკლებით, აქედანაც მალე გაემგზავრა. გერმანიიდან გახლდათ რაინერ ცობელი (თბილისის"დინამო"), პერუდან - ლუის ცაკარიასი ("ლოკომოტივი", "თბილისი"), ბრაზილიიდან - ჟოაო დე კამპუში ("ტორპედო"), ლიტვიდან - ვალდას ივანაუსკასი ("დილა"), სერბეთიდან - რატკო დოსტანიჩი ("ზესტაფონი"), სლოვაკეთიდან - იურაი იარაბეკი (თბილისის "დინამო"), ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი და იტალიელი ჯანი კარნევალე უკვე ვახსენეთ.

ყველაზე "ტკბილი ლუკმა" კი ბოლოს შემოვინახეთ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული უცხოელი მწვრთნელი, ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი...

ტიტულები

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ პირველი უცხოელი სპეციალისტი, ვინც საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდა, იოჰან ბოსკამპი გახლდათ და ჰოლანდიელ მწვრთნელსაც არ გასჭირვებია თავისი წინამორბედის (მურთაზ ხურცილავას) დაწყებული საქმის "ბოლომდე" მიყვანა: ფინიშამდე 5 ტურით ადრე "დინამო" ხომ 10 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. მის გარდა კი მხოლოდ ოთხმა უცხოელმა მწვრთნელმა შეძლო საქართველოში ტიტულ(ებ)ის მოგება: დუშან უჰრინი-უფროსის ხელმძღვანელობით "დინამო" ჩემპიონი გახდა (2007/08), მისმა ვაჟმა, ასევე დუშან უჰრინმა-უმცროსმა კი სულაც დუბლი შეასრულა "დინამოსთან" ერთად (2012/13).

უკრაინელმა ანატოლი პისკოვეცმა კი 2010/11 წლების სეზონში მართლაც გასაოცარი შედეგი აჩვენა: მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გაგრამ" უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა და, რაც მთავარია, საქართველოს თასი მოიგო. სხვათა შორის, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა პირველი ლიგის გუნდი ჯერ ფინალში გავიდა, მერე კი, სულაც თასს დაეუფლა.

ყველაზე ტიტულოვანი კი ხორვატი ივო შუშაკია: მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ჯერ დუბლი შეასრულა (2003 წელს), მერე კი მოსკოვში, "თანამეგობრობის თასზეც" გაიმარჯვა 2004 წლის იანვარში.

რეკორდსმენები დინამო და ყიფიანი

ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, ტიტულების რაოდენობით თბილისის "დინამოს" რეკორდებს (ჩემპიონატშიც და თასზეც) რომელიმე გუნდი რომ დაემუქროს. თუმცა, "დინამოს" სხვა სარეკორდო მაჩვენებლითაც გამოვარჩევდით: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ძალიან ცოტა ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მთავარ მწვრთნელს (ქართველს თუ უცხოელს) ერთი კონკრეტული სეზონის სრულად ჩატარება უწევდა!

"დინამოში" მწვრთნელების ხშირი ცვლა 1994/95 წლების სეზონიდან დაიწყო, როცა გუნდში ხუთჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელ! აი, მანამდე კი გუნდში აშკარად სტაბილური გარემო იყო, მერე და მერე კი სიტუაცია შეიცვალა და, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, არც ერთ მწვრთნელს არ ჩაუტარებია გადაბმულად ორი სეზონი!

ორი კი არა, სრულად ერთი სეზონი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოტზე მხოლოდ ჩაუტარებიათ ზემოთ ნახსენებ უცხოელ სპეციალისტებს: ივო შუშაკს, დუშან უჰრინს-უფროსს, დუშან უჰრინს-უმცროსს; აგრეთვე ქართველ მწვრთნელებსაც - რევაზ ძოძუაშვილს (1991/92), გივი ნოდიას (1993/94) და კახა კაჭარავას (2009/10).

აი, დავით ყიფიანის რეკორდს კი, ალბათ, ძალიან დიდი ხანი ვერავინ გააუმჯობესებს: ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელიცაა.

ამას გარდა, მხოლოდ დავით ყიფიანია "დინამოს" ისტორიაში (დამოუკიდებლობის პერიოდს ვგულისხმობთ), "გადაბმულად" რამდენიმე სეზონი რომ უმუშავია: პირველი ჩემპიონატიც (1990) სრულად ჩაამთავრა, მეორეც (1991 წელს გარდამავალი, ერთწრიანი რომ იყო), მერე კი, კვიპროსიდან დაბრუნებულმა, ისევ "დინამოს" მიაშურა და 1995 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული 1998 წლის გაზაფხულამდე (ვიდრე რუსეთში, იაროსლავლის "შინიკში" წავიდოდა), თავისი მშობლიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც მთავარია, ამ პერიოდში "დინამო" ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ასევე ზედიზედ სამჯერ დაეუფლა საქართველოს თასს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისი
ბოსკამპი საუკეთესო იყო
Walkabout
ბილეკი?
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ