ვინ გაწვრთნის "ინტერს" - პიოლი, ჰიდინკი თუ მარსელინო?
"სამპდორიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური გაათავისუფლეს.

ჰოლანდიელს მხოლოდ 11 მატჩი დასცალდა და აქედან 5 წააგო, რაც რა თქმა უნდა, მძიმე შედეგია.

სერია A-ს სატურნირო ცხრილში, "ნერაძური" მე-12 ადგილზეა და გუნდი, რომელსაც სკუდეტოსთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. არადა, იგივე "მილანის" მესვეურებისგან განსხვავებით, "ინტერის" მფლობელმა კომპანიამ სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი თანხა დახარჯა და თუ ფეხბურთელებით ვიმსჯელებთ, გუნდიც გვარიანად გააძლიერა.

ფრანკ დე ბურის აქტივში ერთი დიდი გამარჯვებაა "იუვენტუსის" წინააღმდეგ, თუმცა ხუთი მწარე მარცხი, რამაც შეიწირა კიდეც მისი პოსტი - თავად მწვრთნელს მიაჩნია, რომ მისთვის მეტი დრო უნდა მიეცათ:

"სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. მილანში დიდი გეგმებით ჩამოვედი, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. ამ პროექტის განსახორციელებლად მეტი დრო მჭირდებოდა, რომელიც არ მომეცა. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. სამომავლოდ, "ინტერს" დიდ წარმატებებს ვუსურვებ".

მთავარი კანდიდატი

ევროპალიგის პაექრობაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ "ინტერს" ახალგაზრდული გუნდის მესაჭე, სტეფანო ვეკი გაწვრთნის, შემდეგ კი გუნდს ახალ მთავარ მწვრთნელს დაუნიშნავენ. სახელდება რამდენიმე კანდიდატი, თუმცა ყველაზე რეალური სტეფანო პიოლის დანიშვნაა.

51 წლის სპეციალისტი ბოლოს "ლაციოს" ედგა სათავეში, იქამდე კი არაერთ გუნდში მუშაობდა, მათ შორის "ბოლონიაში", "პალერმოში", "სასუოლოში", "კიევოში" და "პარმაში". თავად პიოლიმ დაადასტურა, რომ "ინტერის" მესვეურებთან მოლაპარაკების პროცესშია:

"დიახ, მქონდა საუბარი "ინტერის" წარმომადგენლებთან და ისინი მართლაც არიან ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი. მოლაპარაკება გრძელდება და იმედი მაქვს, შეთანხმებით დასრულდება. მე ვერ ვიქნებით აპრიორი დროებითი მწვრთნელი, თუმცა შემიძლია მხოლოდ ერთ-წლიანი კონტრაქტის გაფორმება, რომლის განმავლობაშიც შევეცდები, რომ "ინტერი" კრიზისიდან გამოვიყვანო და სეზონი მაღალ ადგილზე დავასრულოთ".

სხვა კანდიდატები

იტალიურ სპორტულ პრესაში კიდევ ორი კანდიდატი განიხილება: გუუს ჰიდინკი და მარსელინო გარსია ტორალი. ჰიდინკი ბოლოს "ჩელსის" ედგა სათავეში და ლონდონში დროებით მწვრთნელად მუშაობდა - შესაძლოა, ჰოლანდიელი "ინტერშიც" დათანხმდეს ამ სტატუსს, რაც მილანელებისთვის მისაღები ვარიანტი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ "ინტერის" მესვეურები ზაფხულში დიეგო სიმეონესთან აპირებენ მოლაპარაკების წარმართვას და გუნდის მთავარ მწვრთნელად მის დანიშვნას.

არის მარსელინოს ვაიანტი, რომელმაც "ვილიარეალში" მუშაობით დაგვამახსოვრა თავი, იქამდე კი ხიხონის "სპორტინგს", "რეკრეატივოს", "რასინგს", "სარაგოსას" და "სევილიას" ედგა სათავეში. მოკლედ, მარსელინო ესპანეთს არ გაცდენია, "ინტერი" კი შესაძლოა, მისი პირველი უცხოური გუნდი იყოს. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ესპანელი სპეციალისტი "ინტერის" მესვეურებს კვირის ბოლოს შეხვდება.

P.S. "ინტერიდან" გაგდებისთვის ჰოლანდიელი სპეციალისტი კომპენსაციის სახით 1,3 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხა 46 წლის მწვრთნელთან გაფორმებულ კონტრაქტში ფიგურირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
პიოლი შეიძლება მალე სერია A-ში დაბრუნდეს
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ..." [VIDEO]
დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
მილანის დერბის გამოხმაურება: უკეთესი მადონინა, უკეთესი გუნდებით
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
ქართველების ძლევით შეგულიანებული დე ბური უკრაინის დამარცხებაში დარწმუნებულია
სერია A. XXVIII ტური: ფრონტის ხაზი ევროსაგზურებზე [VIDEO]
ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა