"ლელო" ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსს, თემურ ბოჭორიშვილს ესაუბრა
სულ რაღაც 3 ტური და ცნობილი გახდება საჩემპიონო პლეი ოფის ორივე მონაწილე. "თეთრი ჯგუფის" გამარჯვებული უკვე ცნობილია - ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგებით, ეს უფლება სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა "ჩიხურამ" მოიპოვა და უშუალო კონკურენტ თბილისის "დინამოსთვის" უკვე მიუწვდომელია. "წითელ ჯგუფში" კი პირველ ადგილზე "სამტრედიაა" და თუ სასწაული არ მოხდა, მეორე ფინალისტად გია ცეცაძის გუნდი მოგვევლინება...

ცნობილია, რომ მომავალი წლიდან ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირება იწყება და გარდამავალი ჩემპიონატის შედეგად, უმაღლესი ლიგა გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა - მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. გარდა ამისა, 10-10 გუნდი ითამაშებს Pro ლიგა 1-სა და Pro ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). ამას გარდა, ჩამოყალიბდებაკიდევ ერთი რეგიონული ლიგა - ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

2016-17 წლების ევროსეზონის საგზურებს გარდამავალი ჩემპიონატის ლაურეატები მოიპოვებენ. ეს ცვლილება ფეხბურთის ფედერაციამ საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ცნობილი იყო, რომ ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულებს შორის გასამართავი ფინალით გამოვლინდება, ისევე, როგორც ევროსაგზურების მფლობელები და ლიგიდან გავარდნილები. ამგვარ დეტალებში უკეთ გასარკვევად, "ლელო" ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსს, თემურ ბოჭორიშვილს გაესაუბრა...

- ჩემპიონატის ფინიში მოახლოვდა და უპრიანი იქნება, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ გარდამავალი პირველობის რეგლამენტი. დავიწყოთ საჩემპიონო მატჩით...

- "წითელი" და "თეთრი" ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდებიან და ჩემპიონატის გამარჯვებულს გამოავლენენ.

- ეს მატჩები როდის გაიმართება?

- ამ და სხვა პლეი ოფის მატჩების კალენდარი ჯერ კიდევ ზუსტდება. მატჩის დღეებს ფეხბურთის ფედერაცია სანაკრებო პაუზის შემდეგ დაასახელებს. საქმე ისაა, რომ საჩემპიონო შეხვედრათა მასპინძლების რიგითობა წილისყრით უნდა დადგინდეს.

ჯერჯერობით,ზუსტად მხოლოდ თასის ფინალის ჩატარების თარიღი და ადგილია ცნობილი - 22 ნოემბერს, ზესტაფონში.

- საჩემპიონო ფინალის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია - "ჩიხურა". მაგრამ საჩხერელებმა ბოლო საშინაო შეხვედრა ივანწმინდაში მოედნის უხარისხობის გამო ვერ ჩაატარეს და ქუთაისის "ტორპედოს" გორში უმასპინძლეს. საინტერესოა, სად ითამაშებს "ჩიხურა" ფინალს?

- ამას წინასწარ ვერ ვიტყვით. თუ "ჩიხურას" ხელმძღვანელობა საფინალო მატჩამდე ივანწმინდის სტადიონზე საფარის მოწესრიგებას ვერ შეძლებს, მაშინ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე მოუწევს თამაში. მაგრამ მანამდე ერთი თვეა და მიუხედავად სიცივისა, იმედი გვაქვს, მოედნის მოწესრიგება შესაძლებელი იქნება.

- გასაგებია, რომ ევროპალიგის ორ საგზურს საჩემპიონო ფინალში დამარცხებული და თასის მფლობელი მოიპოვებს. მესამე გუნდი როგორღა გაირკვევა?

- აქ წილისყრა საჭირო აღარ იქნება და გუნდები ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან: "თეთრი" ჯგუფის მეორეადგილოსანი, "წითლის" მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო "წითელი" ჯგუფის მეორეადგილოსანი, "თეთრის" მესამეადგილოსანს. დამარცხებულისთვის სეზონი დასრულდება. ევროპალიგის დარჩენილ ერთ საგზურსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელს კი გამარჯვებულები გაარკვევენ. ამ გუნდებს შორის ერთი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე დაინიშნება.

პლეი ოფის მატჩებს მხოლოდ ჯგუფებში მე-4 და მე-7 ადგილზე გასულები არ ჩაატარებენ. პირველები Pro ლიგა 1-ში თამაშის უფლებას პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეშვიდეადგილოსნები ახალი სეზონიდან Pro ლიგა 2-ში მოხვდებიან.

- ჯგუფის V-VI ადგილებზე გასულებს შორის ლიგიდან გავარდნილები როგორ გაირკვევა?

- აქაც ჯვარედინი პრინციპია: ერთი ჯგუფის მეხუთეადგილოსანი მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსანს ორჯერ შეხვდება, გამარჯვებული კი Pro ლიგა 1-ში ითამაშებს, დამარცხებული - Pro ლიგა 2-ში. მაგრამ მეხუთეადგილოსანს მოედნის უპირატესობა ექნება და პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს, მეორეს კი - შინ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
George - კოტე განვლილ და ამ სეზონს თუ არ ჩავთვლით მე სისტემატიურად დავდიოდი ჩემპიონატის თამაშებზე, არ ვმაზავ ნაკრების თამაშებს 2004-წლიდან -2016 ლის 12 ნოემბრის ჩათვლით. მხოლოდ ორი თამაში გამოვტოვე დისკვალიფიკაციის გამო - ყაზახეთი, უკრაინა) ბოლოს საბურთალოს თამაშებზე დავდიოდი. ჩვენი ფეხბურთი რომ მაწუხებს იმიტომ ვპოსტავ ამდენს. მე ნამდვილად არ მომწონდა ის რომ ზესტაფონს და რუსთავს შორის შეიქმნე ტრაგი-კომედია და კიდევ კარგი ზესტაფონს მისცეს ჩემპიონობა. ეხლაც არ მომწონს ის რომ ჩემპიონობას და ევრო ზონას ახსნა ჭირდება. კობის ფეხბურთის პრობლემებზე სად უნდა მიაკითხონ ქართული ფეხბურთის "ფსევდო მამებმა" გლდანში თუ ვაკეში?
haha
მართლა დიდი მადლობა გაზეთს ამ წერილის დაბეჭდვისთვის. ბოლო ბოლო გავიგეთ, რომ ამ ძალად პრაფესორებს თურმე არ ცოდნია წლევანდელი სისტემა, ამათ გონიათ ეხლა შეიტანეს ცვლილებები. პლიუს ეტყობათ რომ ძველ ხელისუფლებას მისტირიან (ფებურთშიც). თურმე რადგან კობი დეპუტატი გახდა, ამის გამო ვერ ვთამაშობთ ფეხბურთს. მე მგონი სანამ კობი და ეს გუნდი მოვიდოდა, მანამდე იყო ჩვენი საქმე ჭაკად. აბა 16 გუნდიანს რომ წინ დააყენებ, უბრალოდ ყიამყრალი ხარ, თორე მარტო ავსტრია, შოტლანდია, შვეიცარია და აზერების მაგალითი გვეყოფა, როგორ შეამცირეს გუნდები. რაც შეეხება ზაფხულის ჩემპს, აშკარად ევროპისთვის მოსამზადებლად შეიქმნა, და თუ ღმერთმა ქნა და მუდმივად მოვხვდით ევროპაზე, აი მაშინ შეგიძლიათ იკრიტიკო/იყიამყრალოთ. ღმერთმა ნუ ქნას ნაკრებმა მოლდოვასთან წაიფორთხილოს, მერე ნახე რა ყვაყყორნებივით წამოგვესევიან ეს "ბალელშიკები".
George
როგორც ვედავ აქ ის ხალი წერს სთადიონზე რომ არ დადაის და ფეხბურთს არ უყურებს. 16 გუნდიანი ჩემპიონატის რა მოგწონდათ გარდა იმისა რომ გუნდი აიყვანდა კარგ ფეხბურთელებს 6 თვე ათამაშენდა ხელფასს არ გადაუხდიდა, დარჩენას გაინაღდებდა და მეორე წრეს საბავშვო ბაღით ატარებდა, თუ ის მოგწონდათ ჩემპიონატი რომ დამთავრდა და ჩემპიონი აღმასკომის სხდომაზე აირჩიეს (კიდე კარგი სამართლიანად), თუ ის უკეთესი იკო გუნდს მოგებაზე მეტად ფხე რომ აწყობდა? ან ვინ ვის ზლევდა თამაშებს ბოლოს თვითონ რომ აერიათ? რაც შეეხება ახსნას თქვენ თამაშზე არ დადიხართ და არ იცით თორე თავიანვე ცნობილი იყო ამ სისტემის შესახებ, თქვენ გაიგეთ უბრალოდ ახლა, თქვენ ვაი გულშემათკივრებმა და ქართული ფეხბურთი რომ "ტკივათ"(ვგულისხმობ ვინგავარდებოდა და ვინ გავიდოდა ევროპაზე) ზაბხული ზამთრის სისტემაზე გადასვლა მე პირადად მომწონს. აგვისტოში შუა სეზონი ექნებათ გუნდებს და იმედია ფორმაში მყოფები მაინც გავლენ რაიმე ევრო ტურნირზე მადლობა ავტორ რომ ეს "გულშემატკივრები" კიდე დროზე გაანათლე
კოტე
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. დათოს - ის, რასაც თქვენ ამბობთ, ციფრებით მანიპულირება ქვია. რას ნიშნავს "თუ 9 გუნდია ზედმეტი ბარემ 15 გუნდი იყოს ზედმეტი" ? ის, რომ პირველ ათეულში შემავალი გუნდები უკეთესია, ვიდრე 11-14 გუნდები, საჭიროებს განხილვას??? იდეალური გუნდები ჩვენთან კარგა ხანს არ იქნება, საუბარია უკეთესი გუნდებით ლიგის დაკომპლექტებაზე. 10 გუნდის ზემოთ (რაოდენობრივად) 16 გუნდამდე ვიდრე მიხვალ, ანუ 12 და 14 გუნდიანი ჩემპიონატები რომ ჩატარდეს, ზუსტად ის "ფოკუსები" ჭირდება, რაც თქვენ ასე არ მოგწონთ. ამიტომაა 10-გუნდიანი ჩემპიონატი ოპტიმალური - გუნდებიც უკეთესი იქნება და სისტემაც მარტივი და მაქსიმალურად სამართლიანი. რაც შეეხება დაფინანსებას - ვერ ვხვდები, ადამიანს თუ გინდა, სხვაობა როგორ ვერ უნდა დაინახო? ადრე დამოკიდებული იყო მერზე ან გუბერნატორზე, ყველა კლუბს განსხვავებული დაფინანსება ქონდა, კერძო კლუბი საერთოდ არ ფინანსდებოდა. დღეს ყველა კლუბი საწყისად თანაბარ პირობებშია. არც გუბერნატორზეა დამოკიდებული და სისტემა კერძო მეპატრონეების მოსაზიდად ინტერესს ქმნის. ნუთუ დავიჯერო, ასე ძნელია ამხელა სხვაობის დანახვა? რაც შეეხება 20 სტადიონს - 20 მოედანზეა საუბარი და არა სტადიონებზე. მოედანი, რომელსაც პატარა ტრიბუნები ექნება. ზუგდიდში 20 მილიონს კიდე რისთვის ხარჯავენ, მაგრა მაინტერესებს ))) სამომავლოდ მარტვილის ან ფოთის გუნდებისთვის, ალბათ ))
mate
kobishvils da mujirs vinz ki zmakazi hkavdat kvela federaziashia, magari araprofesionaluri tre sheikra, tavidnen ra gldanshi deputat da sadaz unda sheeshvan fexburt am xalxma, ara da ra imedebi gvkonda zvelifederaziis shemdeg(((
დათო
კოტე - 16 გუნდი ორ წრედ 30 ტური ყოველგვარი ფანტაზიების (ქულების შეკვეცის, ე.წ. ფლეიოფების, ორ ზონად დაყოფის) გარეშე. მიზეზი რომ 16 გუნდი არ არის რომლებიც თავის თავს არჩენენ, სტადიონიც კარგი ექნებათ, ბაზაც და სტაბილური ხელფასი ასეთი არც 10 გუნდია და არც 2, ასეთი მხოლოდ თბილისის დინამოა. თუ 9 გუნდია ზედმეტი ბარემ 15 გუნდი იყოს ზედმეტი. რეალურ შედეგებს, წინსვლას გუნდების შემცირებით კი ვერ მივიღებთ, გუნდების დაფინანსებით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით მივიღებთ. სეზონის ცვლილებით ჩემპიონი გვეყოლება დეკემბერში და ევროთასებზე გავლენ ივნის-ივლისში. 6-7 თვეში ის გუნდები დაიშლება და სულ სხვა გუნდები იქნებიან უკეთესი შემადგენლობით. ადრე აკრიტიკებდნენ ფედერაციას იმისათვის რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა გუნდები და ქილიკით გუბერნატორების და მუნიციპალიტეტების ჩემპიონატს ეძახდნენ, ეხლა ისევ ბიუჯეტიდან ფინანსდება გუნდები, მაგრამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაარქვეს - განსხვავება არ არის. 9,400 000 მლნ ევროდ 20 სტადიონს რომ აშენებენ (დაახლოებით 26 მლნ ლარი 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო). დაახლოებით მილიონად თითო სტადიონი,სად გაგიგია მილიონად სტადიონის აშენება, ალბათ ტრიბუნების გარეშე უხარისხო სტადიონები იქნება. ზუგდიდში აშენებენ უბრალო სტადიონს ტრიბუნებს ოთხივე მხრიდან თავისი გადახურვით და სათადარიგო მოედნით, რომელიც ჯდება 20 მილიონი.
ramazi
imatze ..... ucodinare xalxi movida federaciashi munjirisnar kac federaciashi arunda ikos,12gundiani chempionati ikos umaxlesi liga 16gundianim pirveli liga,meore liga 20gundiani mesame ligashi dasvlet jgufshi unda ikos 20gundi,axmosavletisashic 20gundi,4liga ki unda itamashon regionis chempionatidan da gamarjvebuli unda gadavides 3ligashi aseti chempionati unda chatardes gazafxulidan
mia
ადრე რატომ არ აკრძალეს ზედაეწერში თამაშები.თუ ეხლა გაიგო ფედერაციამ სიონთან თამაშის დროს მოედნის მდგომარეობა.
კოტე
ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, ერთი და იგივე ადამიანი წერს ფედერაციის მლანძღველ პოსტებს )) რით იყო 16-გუნდიანი ჩემპიონატი უკეთესი? მეტი ჩაწყობის ვარიანტები რჩებოდა? თამაშებს თუ უყურებთ საერთოდ? თითქმის ყველა გუნდი თავის ზღვარზე თამაშობს, დონეს უკვე აშკარად ეტყობა. მაგრამ რეალურ შედეგებს ეს სისტემა 2-3 წელიწადში დადებს, როდესაც ზუგდიდის მაგვარი (არავითარი პირადი) არეული მენეჯმენტის გუნდები დაიწრიტებიან. ნელ-ნელა შედარებით დალაგებული გუნდები მოიყრის უმაღლესში თავს და შედეგიც მერე გამოჩნდება, ამას წლევანდელივით დაძაბული 2-3 ჩემპიონატი მაინც ჭირდება. მთავარია, რომ ფედერაციამ სისტემურად დაიწყო ფიქრი და რაღაც სისტემას აწყობს. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თუმცა კობის პარლამენტში შესვლა მეც მეწყინა, აქ მეტად იყო საჭირო.
Daviti
4 გუნდს რომ აგდებთ დაბალი ლიგიდან არავინ ამოგყავთ?თუ არავინ უნდა ამოეყვანათ პირველ ლიგაში რაგატო ატარებენ გარდამავალ ცჰემპიონატს?რაგაც ვერ გავიგე და თუ ვინმე ერკვევიტ გამარკვიეთ მეც
გარინჩა
სფფ "მოღვაწეობა" ჩავარდნილია. ეხლა პარლამენტს ააყვავებთ! არც ცოდნა, არც გამოცდილება, არც პასუხისმგებლობა (((
დათო
ჩემპიონის გამოვლენას ახსნა რომ ჭირდება ეს ნიშნავს რომ არ გაამართლა სისტემამ, არ გაამართლა გუნდების შემცირებამ. 16 გუნდი ორ წრედ ძველი სისტემით იდეალური ვარიანტი იყო. სეზონების ცვლილებით და გუნდების შემცირებით ჩემპიოპნატი გაძლიერდეს მსგავსი უცნაური აზრი მე არსად არ გამიგია
kiko---s
ნუ წინა ფედერაციაზე აღარაფერს ვიტყვი მაგრამ ამ ფედერაციის ქება-დიდება ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?!)) რაღაცას კი ფაფხურობენ წვალობენ მაგრამ "გამოსდით კიდევაც" და "ჩემპიონატსაც ეტყობა კლუბებსაც და ნაკრებსაც" ალბათ ღადაობ)))ჩემპიონატის დებულება სეზონის დაწყებამდე უნდა გააცნოს ფედერაციამ ყველა კლუბს და არა სეზონის მიწურულს! საქართველოს ნაკრები ნებისმიერი ფედერაციის და ნებისმიერი მწვრთნელის დროს ერთ იმედისმომცემ კარგ თამაშს ყოველ შესარჩევში ახერხებდა... იმედი ვიქონიოთ რომ ეს აღარ იქნება ერთი გასროლა და ასე გააგრძელებს ნაკრები. აი ჩემპიონატი კი მომავალ წელს გამოჩნდება რა გამოუვიდა ფედერაციას ამ ცვლილებებით.მე პირადად 10 გუნდიანი ჩემპიონატის მომხრე კი ვარ მაგრამ გაზაფხული-შემოდგომის სისტემის წინააღმდეგი და ასევე წინააღმდეგი ვარ ფედერაციის პრეზიდენტის "გადეპუტატების"... ერთი ნორმალური ქვეყანა დამისახელე სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიტიკით არის დაკავებული და თან ისე რომ მოედნიდან გამოსული ჯერ კიდევ... ვერ მოასწრო და უცებ ჯერ სფფ-ს პრეზიდენტის "კოსტუმი" და ზედ დეპუტატის "გალსტუხიც"მიაყოლა ბარემ... ეს მხოლოდ საქართველოში ხდება და იმიტომაც არის რომ ყვავის ქვეყანა!!!
ვეტერანი
ეს კონცეფცია თავიდანვე უსარგებლოა და ფულის გასათეთრებლად არის შექმნილი.რა საჭირო იყო 7-7 გუნდიანი ჯგუფების შექმნა? ყველა ტურში 2 გუნდი ისვენებს 2 კვირით. თბილისს და იმერეთს 3-3 გუნდი ჰყავს, ზოგს 0. და კიდევ სანახაობრიობის და სამართლიანობის, თამაშის ხარისხის ამაღლების გარეშე ეს თამაში ყოველთვის დოტაციური იქნება. N-1 სპორტის სახეობისათვის დოტაცია ან სიბრიყვეა ან კრიმინალი.
1
და ზესტაფონს რას უპირებთ? ამ გუნდის ადგილს სად ხედავთ?
kiko
სამარცხვინო ფედერაცია მანამდე მოიკითხეთ, ფულის მეტი რომ არაფერი აინტერესებდათ. რა დღეში ჩააგდეს ფეხბურთი. ეს ხალხი დალაგებას აპირებს და გამოსდით კიდევაც. ჩემპიონატსაც ეტყობა, კლუბებსაც, დაფინანსებასაც, ჩემპიონატის დაძაბულობასაც და ნაკრებსაც! ასე რომ შეეშვით ამ ხალხს და უაზრო სუბიექტურ კომენტარებს:)
ნიკა
საინტერესოა პრემიები ვისზე როგორ განაწილდება, გთხოვთ მოამზადეთ სტატია
ჯორდანო უბრუნებელი
მოაწყვეს ბარდაგი, და აქამდე არ იციან თუ რა ქნან,საერთოდ გაგებაში არ არიან რა უნდათ,ასეთი უაზრო და დუალაგებელი მენეჯმენტი როდის ჰყავდა სფფ-ს არც მახსოვს.ისტორიულად სამარცხვინოები.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას
გიორგი გაბედავა: მაქსიმუმ, ორი კვირა დავისვენებ და მოედანს დავუბრუნდები
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება