მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ საქართველოსთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ საქართველოსთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

- ასეთი მომზადება ჯერ არ გვქონია. ორი დღის წინ ჩამოვიდნენ ლეგიონერები და შევიკრიბეთ. გუშინ კი დავიწყეთ მომზადება. დროც არ არის. ხვალ უკვე საქართველოში მივფრინავთ.

- სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები შეისწავლეთ. რა არის მოწინააღმდეგის პოტენციალი და რას მიაქციეთ ყურადღება ყველაზე მეტად? ამ მატჩში აქცენტს რაზე გააკეთებთ?

- საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურეთ და სამწვრთნელო კოლექტივთან ერთად განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ გუნდთან ერთად. როგორ ვითამაშებთ? რაც უნდა იყოს ანგარიში, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, ანუ შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი შევთავაზოთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა არის, საკუთარი თამაში დავალაგოთ.

- თქვენს საფეხბურთო კარიერაში იყო თუ არა ეპიზოდები, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებთან იყო კავშირში?

- ადრე ერთ ჩემპიონატში ვთამაშობდით, ამიტომ კარგი ადამიანური ურთიერთობები მაქვს ბევრ ქართველ ფეხბურთელთან.

- ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩეოდნენ. იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი მოლდოვას ნაკრების ორგანიზებაზე მოახლოებულ მატჩში?

- სტატისტიკურად, საქართველოს 85 ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა დონეზე. ალბათ, ამ კუთხით ქართული ფეხბურთი მაინც ძლიერია.

იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ხვდება ქართველი სათამაშოდ, ის ავტომატურად უფრო დისციპლინირებული და უფრო ძლიერი ხდება ფიზიკურად. რა თქმა უნდა, რომელ ჩემპიონატში ხვდება, გააჩნია.

ტექნიკა და ინდივიდუალური ოსტატობა ქართველებს აქვთ, ახლა კი დისციპლინაც ემატებათ.

თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე იქნება.

მიუხედავად შედეგებისა, მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ისინი 1:2 აგებენ სტუმრად, მაგრამ კარგ და ხარისხიან ფეხბურთს ანახებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების მატჩი 12 ნოემბერს "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

- [დღის თემა] ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ! სტუმრად საქართველოს ნაკრებთან

მომზადებულია moldfootball.com-ის მიხედვით

europas
რა გაახურეთ ამ რაგბით?რა შუაშია რაგბისტებისაგან ხისტი თამაშის სწავლა,ის სხვა სპორტის სახეობაა.ასე ჰოკეიში რო ბათქაბუთქია და მუშტების ქნევა არც დაესიზმრება რაგბს.ის რა ფეხბურთში ჯარიმაა,რაგბში არაა და მაგიტომაც არ სიმულირებენ,თორემ რამდენჯერ მინახავს,ბურთი რომ ჩაიხურება მეორე გუნდის მოთამაშეები ხელს რო წევენ და მსაჯთან აპელირებენ წესის დარღვევას..სადაც ჯარიმაა დასადები იქ რაგბისტებიც კარგად იწყებენ ჟესტიკულაციას..აუტში ბურთის გადაგდებაც ხო არ ისწავლონ ფეხბურთელებმა?მაგარი სანახაობა იქნება ძაან
Euroрe
მაიმუნი როა ასიანია ,არაკაცურად სთქვა ზესტაფონზე ,მაგრამ მართალი გამოდგა შემდეგი წრიდა ზესტაფონი გავარდა,გაცკანიც ურევს რაღაცას,ხისტად უნდა ვეთამაშოთო ქართველებს,ეშინიათო,მართლა გაგვიქრენ სულაქველიძეები და მაჩაიძეები ან ხურცილავები?ქართველი რაგბისტებისაგან მაინც ისწავლონ ხისტად თამაში,თორემ ხომ ხედავთ,სიაფანდურად კოტრიალით მინდორზე და არავაჟკაცურად თამაშით.... გაცკანები და სხვანიც რეებს ბედავენ -მშიშრები არაიანო ქართველებიო მინდორზეო!
haha
დიდი შებერტყილია. მახსოვს ზესტასთან თამაშის მერე რა ამბავი ატეხა. ეგენი თავის ტრ-ზე ზევით ვერ ახტებიანო. მე მგონი მაგრა არ ვევასებით.
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
მოლდოველთა პრესკონფერენცია: საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით!
მეტოქე: მოლდოვის ნაკრებმა ისრაელში კინაღამ მოიგო [VIDEO]
ერთა ლიგა. I ტური: ესპანეთი გერმანიასთან, კოსოვო კი მოლდოვასთან წაგებას გადაურჩა - უკრაინამ შვეიცარიას სძლია [VIDEO]
50 ადგილით ქვემოთ, ლიდერისა და 4 წამყვანი მოთამაშის გარეშე - რა ძალისაა მოლდოვა
სავარაუდოდ, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან ვერ დაეხმარება
საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოლდოვას ლიდერი და კაპიტანი დააკლდება
"დინამო არენის" სალაროებში საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი: ჯერ ვნახოთ, რა გუნდით ჩამოვა საქართველო
იგორ დობროვოლსკი: ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი სამართლიანია
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]
ჩვენი მეტოქეები D ჯგუფში: ეპიცენტრი დუბლინშია
მოლდოვა VS საქართველო - პირველი სამი ქულისთვის!..