აკაკი დვალიშვილმა რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა
აკაკი დვალიშვილმა რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ამ ქვეყნის რანგით მეორე, სუპერლიგა 1-ად წოდებულ დივიზიონში "ნოვოსიბირსკის" რუსთაველმა ფორვარდმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

სუპერლიგის დებიუტანტ ერევნის "ურარტუსთან" მატჩში აკაკიმ 17 წუთში 20 ქულა ჩააგდო, რითაც ციმბირელთა 100:76 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ერევანში გამართულ მატჩში დვალიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ერევნელებმა, რომელთა შემადგენლობაშიც მხოლოდ 3 სომეხია, მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს წინააღმდეგობა "ნოვოსიბირსკს". მეორე ათწუთეული სტუმრებმა 27:16 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. დვალიშვილის გუნდს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. ქართველ ლეგიონერთან ერთად ციმბირელებში თავი გლებ გოლდირევმა (23 ქულა) და კონსტანტინ პომოგალოვმა (21 ქულა, 8 მოხსნა) გამოიჩინეს.

7 მოგებითა და 1 მარცხით "ნოვოსიბირსკი" ანალოგიური შედეგის მქონე "ირკუტსკთან ერთად" სუპერლიგა 1-ს ლიდერობს. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი სწორედ "ირკუტსკთან", 18 ნოემბერს, საკუთარ არენა "სევერზე" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

"კომპლექსი" აჯობებდა, უფრო შეეფერება.))))))
"ურარტუ", "არარატი"... ა, "მუშაობს" ისტორიაზე ხალხი! ))))))))) პ.ს.ისე, "სმაილი" შეიძლება ზედმეტია...
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია