ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამ ორგანიზატორებს საკლუბო ლიგის ჩატარების ნება დართო
ამ დღეებში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამ (უვვ) გამაფრთხილებელი წერილები დაუგზავნა ეროვნულ ფედერაციებს, რომ თუ მათი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებდნენ ინდოეთის პროფესიული საკლუბო ლიგის გათამაშებაში, შესაძლოა, დაჯარიმებულიყვნენ.

წერილი, რომელსაც ხელს უვვ-ს გენერალური მდივანი მიშელ დიუსონი აწერდა, შეიცავდა მოწოდებასაც, არ გაეშვათ თავიანთი სპორტსმენები ინდურ ლიგაში, რადგან, თურმე, ის არ წარმოადგენდა მათი ორგანიზაციის კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ ღონისძიებას.

მსგავსი წერილი საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამაც მიიღო და საყურადღებო გზავნილიც იყო, რადგან ამ ლიგაში ჩვენებიც გამოდიან.

ინდოელებმა საკლუბო ლიგას შარშან ჩაუყარეს საფუძველი, ბლომად სპონსორებიც მიიზიდეს, მილიონიანი საპრიზო ფონდიც შექმნეს და მართლაც გრანდიოზული გათამაშება ჩაატარეს. მათ ერთგვარი შოუ დადგეს - ლეიბზე გასვლა, ფერადი განათება, მუსიკალური გაფორმება თუ სხვა დეტალები ფრიად თეატრალიზებული და ამერიკულ სტილში იყო გადაწყვეტილი.

ლიგის გათამაშებაში ლომის წილი ქართველებმაც დაიდეს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გიორგი საკანდელიძე (125) თავიანთ კლუბებში ლიდერებად მოგვევლინნენ.

თუმცა არ გეგონოთ, იქ ჭიდაობა მხოლოდ სპორტსმენთა ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. პირიქით, კლუბები საკმაოდ მკაცრი პრინციპით, აუქციონის წესით თავად ირჩევდნენ ფალავნებს და საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიდნენ მათში, რაც მერე ისევ მოჭიდავეთა ჰონორარებში მიდიოდა. წარმატებულ სპორტსმენებს ურიგო ანაზღაურება მართლაც არ მიუღიათ.

სხვათა შორის, მაშინ ინდოელებმა გენო პეტრიაშვილიც შეარჩიეს, მაგრამ ჩვენებურმა იქ წასვლას სახლში დარჩენა და წლევანდელი ოლიმპიური სეზონისთვის უკეთ მომზადება ამჯობინა.

ინდოეთის საკლუბო ლიგის წლევანდელი გათამაშება 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს და ზუსტად ერთ თვეში, გაისად, 15 იანვარს დამთავრდება.

მის ჩატარებას საფრთხე ზუსტად დიდმა ფულმა შეუქმნა, მაგრამ - დროებით, რადგან პრობლემა მოგვარდა და შეჯიბრების ჩატარებასაც წინ არაფერი უდგას. თურმე, ინდოეთი უვვ-ს აქამდე არ უხდიდა სავალდებულო გადასახადს და მსოფლიოს ფედერაციამაც ამიტომ განიზრახა მათი დასჯა. ბუნებრივია, ის ვერ დაუშლიდა შიდა ტურნირის ჩატარებას, მაგრამ ეს ლიგა მსოფლიოს მასშტაბისაა და ლამის ყველა ძლიერი ქვეყნის ფალავნები გამოდიოდნენ. უვვ-მაც ზეწოლის ეს მექანიზმი გამოიყენა და ინდოეთს თუ ვერ აუკრძალა შეჯიბრების ჩატარება, სხვებს დაემუქრა ჯარიმებით.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გვითხრეს, ინდოეთმა გადაიხადა ეს თანხა და უვვ-ც დათანხმდა, მოხსნას ყოველგვარი სანქცია და მისცეს ორგანიზატორებს საკლუბო ლიგის ჩატარების საშუალება.

ძალიან კარგი, ყველაფერი ჰეფი ენდით რომ დასრულდა, მაგრამ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციას ეროვნული ორგანიზაციები გაუმართლებელ და ხშირად გაურკვეველ გადასახადებს ედავებიან. მაგალითად, "ჭიდაობის განვითარების ფონდის" გადასახადზე თავის დროზე უკმაყოფილება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის იმჟამინდელმა თავკაცმა ლუკა კურტანიძემაც გამოთქვა. თუმცა არა მხოლოდ მან - ძირითადად, ამ ფონდის გამო მაშინდელ ფილა-ს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც აკრიტიკებდა და ამ ფონდის გაუქმებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
გიორგი საკანდელიძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ინდოეთის საკლუბო ლიგა მოიგეს
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
კასპიისკიდან ოქრო არ გამოგვატანეს - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
"ევროპის ერთა თასი 2015": ქართველი მოჭიდავეების ბრინჯაო მოსკოვიდან
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ქართველმა "თავისუფლებმა" კუნაევის ხსოვნის ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...