28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა
28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა.

ვანის "სულორმა" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილმა გაიტანა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტყიბულის "მეშახტემ". იმერლები ჭიათურას ესტუმრნენ და ადგილობრივი გუნდი 4:1 დაამარცხეს. ანგარიში მე-15 წუთზე გიორგი ყურულაშვილმა გახსნა.

პირველი ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, ტყიბულელებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ნახევარში მოახერხეს. 61-ე წუთზე მეტოქის კარი ირაკლი ბაჯელიძემ აიღო, 81-ე და 83-ე წუთებზე დუბლი ნიკოლოზ ხინთიბიძემ გაიფორმა. ჭიათურელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე თემურ ნადირაძემ გაიტანა.

გორის "ქართლის" სტადიონზე გამართული ცხინვალის "ლიახვისა" და "ბორჯომის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მეხუთე წუთზე მოახერხეს, ბორჯომელთა კარი გიორგი კურმაშვილმა აიღო. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ნახევარში შეძლეს. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად უჩა ბურძენაძემ შეასრულა.

მოლოდინისამებრ, დაძაბული გამოდგა ხობში, ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი "კოლხეთისა" და წალენჯიხის "სქურის" დაპირისპირება. ხობელები ირაკლი ქობალიას გოლით მეათე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 2:1 დამარცხდნენ. მე-16 წუთზე "კოლხეთის" კარი გიორგი შელიამ აიღო, ხოლო 42-ე წუთზე შოთა ლომიამ 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთზე ხობელებსაც მიეცათ პენალტის დარტყმის უფლება, მაგრამ დათო ბერუაშვილმა შანსი ვერ გამოიყენა.

პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლევან კობიაშვილი: სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც მსგავის ქმედებით აზიანებს ქართულ ფეხბურთს
სულორი-ტორპედო 0:1 - მეტი გამოცდილება, სწორი გადაწყვეტილებები [VIDEO]
გაბი თებიძე - ლანჩხუთის "გურიაში", სევასტი თოდუა - ვანის "სულორში"
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა: უცნაური რეკორდები
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]