ინტერვიუ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან, ზაზა დოლიძესთან
2016 წლის დასაწყისში საქართველოს მთავარობამ შექმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი და ის დაუქვემდებარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ფონდის შექმნის მიზნად ქართული ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა დასახელდა, მის ხელმძღვანელად კი რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დირექტორი ზაზა დოლიძე დაინიშნა.

როგორც დოლიძემ Sportall.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, წელს კლუბებს თავისუფლება ჰქონდათ, 2017 წლიდან კი მათ ხარჯს განვითარების ფონდი გააკონტროლებს და გადარიცხვისას თავად მიუთითებს, თუ რაში უნდა დაიხარჯოს თანხა.

- ფონდზე მოგვიყევით... დღეს კლუბი ადგენს, რაში დახარჯოს ფული თუ ფონდი?

- იმის გამო, რომ 2016 წელი გარდამავალ წლად დასახელდა, ხოლო ფონდმა მუშაობა მარტში დაიწყო, გადავწყვიტეთ, კლუბებისთვის წელს თავისუფლება მიგვეცა და არ ჩავრეულიყავით. ანუ ხარჯების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ, მაგრამ რაში და როგორ დაეხარჯათ, ამას თავად წყვეტდნენ.

წელს კლუბებს თავისუფლება მივეცით, მაგრამ 2017 წლიდან ეს ასე აღარ იქნება - ხარჯს გავაკონტროლებთ და თანხის გადარიცხვისას ჩვენვე მივუთითებთ კლუბს, თუ რაში რამდენი უნდა დახარჯოს.

წლის ბოლოს დავდებთ ანალიზს, რაში გამოიყენეს კლუბებმა ფონდიდან მიღებული თანხა - რამდენი წავიდა ხელფასებზე, რამდენი შეკრებებზე და რამდენად შეესაბამებოდა ეს ბაზარზე არსებულ რეალობას.

2017-დან პრო ლიგა 1-ის გუნდებს დაფინანსება ექნებათ მილიონი ლარი. ჩვენგან მიიღებენ რეკომენდაციებს, თუ რა თანხა უნდა მოახმარონ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მათ გადამზადებას... მოვითხოვთ, რომ ეს თანხა არამხოლოდ ფეხბურთელთა ხელფასებში დაიხარჯოს, არამედ ასაკობრივ გუნდებზეც გადანაწილდეს. ასევე აუცილებელია ეკიპირება...

- ფონდის დანიშნულება მხოლოდ თანხის გადანაწილებაა?

- ფონდის დანიშნულებაში კლუბებისთვის ინვესტორის მოძიებაც შედის. გორის "დილას" უკვე ჰყავს ინვესტორი და მას შესაბამისი ვალდებულებებიც ეკისრება - 4 წლის განმავლობაში, გარდა იმ თანხის, რომელსაც ჩვენ მივცემთ, კლუბში კიდევ 3 მილიონი უნდა დახარჯონ.

აქტიურად მიდის მოლაპარაკებები ქუთაისის "ტორპედოზე", რომელსაც მძიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ასევე, ბათუმის "დინამოზე", ფოთის "კოლხეთზე"... რამდენიმე კომპანიას ლანჩხუთის "გურიაც" სურს.

ჩვენ ვართ შუამავალი. კლუბი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მის ბალანსზე არსებულ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. შესაბამისად, სპორტის სამინისტროს გავლით ხდება საინვესტიციო პროგრამის მომზადება, რომელსაც შემდგომ მთავრობა ნახულობს და მოწონების შემთხვევაში გუნდის გადაბარებაზე ცალკე მიდის საუბარი, ინფრასტრუქტურაზე - ცალკე.

ჩვენი მიზანია, საინვესტიციო პირობით კლუბში ინვესტორის მხრიდან ის თანხა გავაორმაგოთ, რომელსაც ფონდი მისცემს.

- გავიგეთ, რომ რამდენიმე კლუბს სტიმულირების თანხა უკვე ჩაერიცხა, თუმცა არა ყველას. რატომ?

- სტიმულირების თანხა უკვე სამ გუნდს ჩაერიცხა - "საბურთალოს", "ლოკომოტივს" და ბათუმის "დინამოს".

კონტრაქტის მიხედვით, 2016 წლის პირველ ნახევარში, ანუ იანვრიდან ივლისის ჩათვლით, კლუბი განხორციელებული ინვესტიციის, მოზიდული ინვესტორის ან გაყიდული ფეხბურთელის შესაბამისად, გარკვეულ თანხას მიიღებდა. ჯამური ლიმიტი უმაღლესი ლიგის კლუბებზე 400 000 ლარს შეადგენს, პირველი ლიგის - 50 000-ს.

2016 წლის პირველ ნახევარში ფინანსური აქტივობა მხოლოდ 6 გუნდს ჰქონდა - თბილისის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურას", "საბურთალოს", თბილისის "ლოკომოტივს", ბათუმის "დინამოსა" და "გაგრას". სტიმულირების ჯამური თანხა 1 900 000 ლარს შეადგენს. ხსენებულმა სამმა გუნდმა ოქტომბერში წარმოადგინა წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ფინანსური აქტივობების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია, ამიტომ მათ უკვე ჩაერიცხათ თანხა. დანარჩენები კი, რომლებმაც დოკუმენტაცია მოგვიანებით წარმოადგინეს, წლის ბოლომდე მიიღებენ ამ თანხას.

ზოგიერთ გუნდს თანხა წინასწარ მივეცით, რადგან მძიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს", გორის "დილას"... ამ გუნდებს წელს თანხა აღარ ჩაერიცხებათ.

- ამბობდით, კლუბებს თანხებს 200 000-ლარიანი ავტობუსის საყიდლად არ ვაძლევთო...

- კი. კლუბებს პრიორიტეტები უნდა გააჩნდეთ. მაგალითად, ავტობუსის შეძენა არის მე-20 პრიორიტეტი. სანამ ავტობუსზე საუბარს დავიწყებდეთ, კლუბში აწყობილი სისტემა უნდა იყოს - ბავშვთა აკადემია, მწვრთნელები, სამედიცინო მომსახურება...

თუ ეს ყველაფერი აქვს კლუბს, კი ბატონო, შეიძინოს ავტობუსი, მაგრამ თუ არ აქვს და 200 000-ს გვთხოვს ავტობუსის შესაძენად, არ მივცემთ - ქართულ ფეხბურთს სამაგისოდ ჯერ არ აქვს საქმე.

- კლუბებში დაახლოებით რამდენი პერსონალი მუშაობს?

- არიან კლუბები, სადაც 40 და 50 კაცი მუშაობს, თუმცა 2017 წლიდან ეს ასე არ იქნება - ლიცენზირების მიხედვით, კლუბებში მომსახურე პერსონალის მხრივ დაწესდება ლიმიტი.

kaxa
ფონდი არის კერძო გუნდებისთვის,საბურთალოსთვის,ლოკომოტივისთვის და დინამოსტვის.ანუ მუნიცაპალიტეტბიდან აკრებილი თანხა ეზლევა კერძო პირებს,მათ გუნდებს.ხოლო სახელმწიფო გუნდები,დინამო ბათუმი ტორპედო სიონი და სვები დაზარალდნენ რადგან მათ უფრო ცოტა თანხა გამოეყოფად.ვის უნდა ეყოს მილიონი თან მარტო ხელფასი რომ ახსენეთ იკ,კვებნაა,მედიკამენტებია,მივლინებებია,შეკრებაა,ტრანსპორტის ხარჯებია,ათასი რამ,ამიტომ შესაცვლელია პროგრამა.კერძო გუნდიგუნდი რომელიც სტიმულირებას თებულობს და ევროპის საკლუბოზე ვერ გადის,იმაზე მეტი ფული აკვს ვიდრე სახელმციფო გუნდს.რა ქნას სახელმწიფო გუნდმა მეტი ტანხა რომ ჭირდება ფუნდის გასაძლიერებლად,იმ ფეხბურთელების შესანარჩუნებლად რომლითაც ევრო ტურნირებზე გავიდა?ანუ ეხლა კერძო რომაგს ღებულობს და სახელმწიფო კლუბი დაზარალებულია,მაგრამ ის კერძოც სახელმწიფოს ხარჯზე ღებულობს სტიმულირებას..დასაბალანსებელია..ასე დედა ეტირა გუნდებს..უბრალოდ არ ვსაუბრობთ ხმამაღლა ესაა სიმართლეეეე.
Davit
ფეხბურთის სულელური დაფინანსება. გაფლანგული 250 მილიონი და შედეგი 0.
mano
ეს ტურმე სჰუამავალია და ფულებს ეს აკონტროლებს და ერტი დაცერონ რამდენი ადამიანია მანდ დასაქმებული და რა ხელფასები ერიცხებატ?
dave
რა არის სიცრუე ? ადამიანი იძახის თვისუფლება მივეცით, ბოლომდე ვერ ჩავერეოდით 2016ში რაგდან დაწყებული და დაგეგმილი იყო ჩემპიონატი და ყველა კლუბს უკვე გაფორმებული ქონდა ხელშეკრულებებიო, და მომავალი 2017 წლიდან მეტი კონტროლი იქნებაო. კლუბის დირექტორების ბრალია თუ გუბერნატორებს აძლევენ იმის უფელბას რომ ჩაერიოს კლუბის საქმეში
natela
სიცრუეა სიცრუეა
Gio
Sul rogor agvianebt xelpasis gacemas ra dagvtanjet kvela ligashi. Tu akontrolebt droze mainc gaecit xelpasi rac tqven gaqvt pulii xelpasi tavis droze ar charicxula esaa tqveni mhaoba ras aketebt mteli tvee ro agvianebt ver gagvigia raa
ბაჯო
რასაც ეს იზახის ყველაფერი სიცრუეა ფულს გუბერნატორი და საკრებულოს ტავჯმარეები განაგებენ გუნდის დირექტორი კი მატხოვარის როლსჰია.ზუგდიდსჰი მასეა ზუსტად ვიცი.
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება
მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება?! - ვინ რამდენი მიიღო ეროვნულ ლიგაში?
[ოთხშაბათის საკითხავი] 5 წლის მერე... ანუ რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?!
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
შესაძლოა, არც შემცირდეს... რას უპირებს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდს?
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში