ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ირაკლი ცირეკიძე: შეიძლება, ცოტა ხანში ორი და სამი ნაკრებიც კი გვყავდეს

ირაკლი ცირეკიძე: შეიძლება, ცოტა ხანში ორი და სამი ნაკრებიც კი გვყავდეს

ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ეროვნული ნაკრების უახლოეს სამომავლო გეგმებზე მის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ
გასულ უქმეებზე ჩატარებულმა ვაჟ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატმა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა რომ წარმოაჩინა და ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი აქცენტებისკენ მიგვანიშნა, უკვე ვწერდით.

- ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ციკლის ახალი გუნდი

თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ მოზარდს შევეხეთ, მათ გარდა კი ჩემპიონატში არაერთმა მიიპყრო ყურადღება, რომლებსაც ხელეწიფებათ ეროვნული ნაკრების ყოველდღიურ ბატალიებში ჩაბმა.

საინტერესო კადრებით განსაკუთრებით 81 კილოგრამი გამოირჩეოდა, რომელიც ავთანდილ ჭრიკიშვილის არყოფნამაც ვერ გააფერმკრთალა - ძალიან ნიჭიერი და დაკვირვებული კობა მჭედლიშვილი, იგივე გიორგი პაპუნაშვილი, 73-დან ამონაცვლებული გიორგი კაციაშვილი (თუმცა მაინც მგონია, რომ ძალა კიდევ აკლია ამ წონისთვის. თან პაპუნაშვილმა გამოცდილებითაც აჯობა), ჟინიანი ლევან გუგავა, ვინც ძალიან ემოციურად განიცადა ორივე წაგება - მჭედლიშვილთან და დამამშვიდებლის ფინალში პაპუნაშვილთან... შიდა კონკურენციაში საკმაოდ კარგად ჩაერთო ქვემოდან ამონაცვლებული გოგა ქევხიშვილიც.

სხვა წონებშიც ბევრმა ახალგაზრდამ იჭიდავა კარგად - რობინზონ ბეგლარაშვილი, დავით გეჯაძე (ორივე - 60), თორნიკე ნაგლიაშვილი (66), გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი (ორივე - 73), დავით ოზბეთელაშვილი, ონისე სანებლიძე (100), გუგა კიბორძალიძე (+100).

იყვნენ სრულიად უცხოებიც, ვისაც სპეციალისტთა ვიწრო წრის მეტი აქამდე ბევრი არ იცნობდა. მაგალითად, ირაკლი გოგიბერიძე (90), ვინც ნახევარფინალში გავიდა და იქ დიდი ბრძოლა გაუმართა მარგიანს, თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. თუმცა ახალი სახეებიდან განსაკუთრებით 18 წლის ლუკა მაისურაძეა გამოსარჩევი 81-ში, ვინც პაპუნაშვილთან წააგო პირველივე შეხვედრა, მაგრამ სანუგეშოში კაციაშვილს და ბექა დონღვანს მოუგო. საბოლოოდ ის მჭედლიშვილთან დამარცხდა და ასევე მეხუთეზე გავიდა. არჩილ გოგოლაშვილმაც (90) გვარიანი ბრძოლა გაუმართა ნახევარფინალში ჭრიკიშვილს, სანებლიძეს კი იქნებ მეტიც მოეთხოვებოდა. თუმცა ის ახალ წონაში გადავიდა, თან ჯერ ასაკითაც პატარაა - 18 წლის და უფროსებთან გაუჭირდა.

ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ეროვნული ნაკრების უახლოეს სამომავლო გეგმებზე მის მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძეს გავესაუბრეთ.

- როგორ აფასებთ ჩემპიონატს, რამდენად კმაყოფილი დარჩით?

- კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ თითქმის ყველას ვიცნობ, რაც უფრო მეტად დაგვეხმარება მათთან მუშაობაში. თითქმის ყველასთან მომიწია შეხებამ - დაწყებული ჭაბუკებიდან, დამთავრებული ახალგაზრდებით, თუმცა ბევრი უფროსებშიც გადმოვიდა.

ბიჭებისგან ველოდები ბევრ შრომას და იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც გვაქვს. ამ ბიჭებს შესაძლებლობა ბევრი აქვთ, ოღონდ სწორი გზით უნდა წავიდეთ ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, სხვა არც არაფერი დაგვრჩენია.

- ახალგაზრდებზე რას იტყვით? ახალი თაობა საკმაოდ კარგი ამბიციით გამოჩნდა...

- სხვათა შორის, ამის იმედიც მქონდა. რამდენიმეზე ცოტა კი მწყდება გული, მათგან მეტს ველოდი, მაგრამ ახლა გვარებს არ დავასახელებ, პირადად ვეტყვი მათ. ზოგს თითქოს ეშინია სიახლეების, იმ ჩახლართული ჭიდაობით, რაც თავში უდევთ, თითქოს უფრო დაცულად გრძნობენ თავს და არ უნდათ, ძიუდო ბოლომდე სწორად იჭიდაონ. ძალიან მაგრები არიან, მაგრამ სწორად ჭიდაობას რომ მიეჩვევიან, მერე ეს შედეგებშიც აისახება.

- ანუ სტილის შეცვლას ემხრობით?

- კი, ბატონო, ეს საჭიროა.

- ვინმეს თუ გამოარჩევთ, ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ თავი?

- ალბათ, მაინც თამაზ კირაკოზაშვილს გამოვარჩევ, რომელმაც მართლაც შთამბეჭდავად იჭიდავა. ალბათ, ყველას მოგეწონათ მისი გამოსვლა.

- 90 კილოგრამზე რას იტყვით, განსაკუთრებით კი - ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოსვლაზე?

- ჭრიკიშვილთან დაკავშირებით საჩქარო და სასწრაფო არაფერია. დავიწყებთ ვარჯიშს, ჩავებმებით სამუშაო პროცესში და შევხედავთ, რომელი წონისთვის იქნება შესაფერისი მუშა პროცესში. თუ იქნა დაკლების და 81-ში ჭიდაობის შესაძლებლობა, ოღონდ ისე, რომ ხელი არ შეეშალოს, ასეც მოხდება. თუ არადა, არც 90-ში ჭიდაობა იქნება პრობლემა. ეს ყველაფერი გამოჩნდება მუშაობის პროცესში, წონის შეცვლა ჯერ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი. თვითონაც აქვს სურვილი, რომ, შეიძლება, ერთი წელიწადი 81-ში გამოვიდეს, თუნდაც მსოფლიოს

ჩემპიონატისთვის აქ დარჩეს.

- ამჟამად მისი წონა რამდენია?

- 89 კილოგრამია, თუმცა ოლიმპიადის შემდეგ მას ერთი თვეც კი არ უვარჯიშია. ფორმაში რომ ჩადგება და ზედმეტი ცხიმი მოსცილდება, მაშინ გავიგებთ მის რეალურ წონას, სად შეიძლება დადგეს. თუ წონის შეცვლა მოუწევს, აჯობებს, ეს რაც შეიძლება, დროულად რომ გავაკეთოთ, რათა ხელი არ შეგვიშალოს.

- ამ ჩემპიონატზე ნანახით ახალ ოლიმპიურ ციკლში ბევრ საკადრო გადაადგილებას ელოდებით?

- იმედია, რადგან ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებსაც შესაძლებლობაც ბევრი აქვთ და მონდომებულებიც არიან. ვფიქრობ, კონკურენცია აშკარად გაიზრდება და, შეიძლება, ცოტა ხანში ორი და სამი ნაკრებიც კი გვყავდეს. ამის დიდი იმედი მაქვს.

- საგაისო სეზონს როდის დაიწყებთ, რა იქნება მზადების პირველი ეტაპები?

- მზადების პირველი ეტაპი იანვარში გვექნება, როცა ავსტრიულ მიტერშილში წავალთ ერთობლივ კემპზე. იქ 8-დან 18 იანვრამდე ვიქნებით. ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე ტურნირია, შეკრებებიც გვექნება, ჩვენი "დიდი პრიზიც" გველოდება და ყველა მათგანში გამოვალთ. გუნდი ისეთია და ბიჭებიც ისეთები მოდიან, ყველა უნდა გამოვცადოთ. კარგი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ და მათაც უნდა დავაკვირდეთ. შეიძლება, გაისად ყველა ვერ მოხვდეს ნაკრებში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ აქვთ შანსი, მოიპოვონ გუნდში ადგილი.

ტურნირებზე შერეული შემადგენლობებით წავალთ - ვისაც როდის დასჭირდება შეჯიბრება, ის იასპარეზებს. შეიძლება, გადაბმულად წავიდეთ ტურნირიდან ტურნირზე - ერთ შეჯიბრებაზე რომ გამოვალთ, იქვე ერთობლივ ვარჯიშებზე დავრჩებით, მერე მეორე ტურნირზე წავალთ, იქაც ვივარჯიშებთ შეკრებაზე და ასე შემდეგ. ძირითადი გუნდი იქ იქნება, უბრალოდ, ზოგიერთ მონაწილეს შევცვლით. ისე აღარ იქნება, რომ ძლიერ ტურნირებზე მხოლოდ ლიდერებმა იასპარეზონ, შეჯიბრებებზე შერეული შემადგენლობებით წავალთ.

- ის ლიდერები, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონატში არ გამოვიდნენ, რომელი ეტაპიდან ჩაერთვებიან ნაკრების მზადებაში?

- ამ ჩემპიონატისთვის ლაშა შავდათუაშვილი და ვალერი ლიპარტელიანი გათავისუფლებულნი იყვნენ. ბექა ღვინიაშვილი მხრის ტრავმის გამო გავათავისუფლეთ - ვიცოდით, რომ ისინი არ იჭიდავებდნენ, ადამ ოქრუაშვილის ამბავი კი არ ვიცი.

ისინი ჩვეულებრივად ჩაერთვებიან ნაკრების მზადებაში - მიტერშილშიც წამოვლენ ჩვენთან ერთად. ოქრუაშვილს თავად უნდა ჰქონდეს აქ ყოფნის და ვარჯიშის სურვილი, თორემ მის ნაცვლად მე ხომ ვერ ვიჭიდავებ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ აქ იყოს და იჭიდაოს.

- მომავალი სეზონიდან გუნდში თუ გეყოლებათ ფიზმომზადების სპეციალისტი და ფსიქოლოგი?

- ეს თემა განხილვის პროცესშია და მეც გავიარე კონსულტაციები. ფსიქოლოგი აუცილებლად გვეყოლება - ვახტანგ უკლება, რომელმაც ოლიმპიადის წინ ორი შეკრებაც გაიარა ჩვენთან ერთად. მასთან ვისაუბრეთ კიდეც, მზადაა სათანამშრომლოდ, ფიზმომზადებას კი რაც შეეხება, არის ისეთი სქემა, რაც, შეიძლება, ჩვენ თვითონაც გავაკეთოთ. ცხადია, სპეციალისტების დახმარებით, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად გავაკეთოთ ეს ყველაფერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• arje

რატო არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს :((

• arje

მოგესალმებით. ძალიან ძალიან ძაიან ძალიან მაგარია რომ ასე ხდება. 1) წონის ლიდერები გადაღლებს თავიდან აიცილებენ და ტრავმებს, შესაბამისად მათი გამოსვლა დიდ ტურნირებზე უფრო მომზადებული და წარმატებული იქნება. 2) ახალგაზრდეს ბიეცემათ კონკურენციაში ჩართვის საშუალება-რაც მათი ჭიდაობის ხარისხს ერთიორად აამაღლებს და უფრო კონკურენტუნარიანებს გახდით. მესმის რომ თავიდან შედეგები არ იქნება მარა 2-3 წელიწადში ეს ბიჭები წონის ლიდერებში იქნებიან. ეს კარგი იქნება ლიდერებისთვისაც, რადგან მათ ექნებათ კონკურენცია გუნდში. 3) გამოვარჩევ ცირეკიძის პროფესიონალურრ მიდგომას, ფაქტია რომ ეს კაცი გაცილებით უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე მისი წინამორბედი. 4) მივესალმები გუნდში ფიზმომზადების ტრენერის და ფსიქოლოგის ყოლას-ეს ა) მტავარ მწვრთნელს ჩამოხსნის ზედმეტ პასუხისმგებლობას. ბ) მას უფრო მეტი დრო ექნება გუნდის ტექნიკური და ტაქტიკური მომზადებისათვის. მე მჯერა იმის რომ ეს ბიწჭები და ეს გუნდი ძალიან დიდ შედეგებს დადებენ ტოკიოში-სწორი მიდგომის პირობებში

• მინდია

ლუკა ვერ დაგეთანხმები, რადგან შიდა კონკურენცია ხარისხს აუმჯობესებს ლიდერების ჭიდაობას. შიდა კონკურენცია თუ მაღალია, მეტია კონცენტრირება. რადგან ერთი მოდუნებით შეიძლება ამოვარდეს ნაკრებიდან.

• ლუკა

შეიძლება გვყავდეს 5 ნაკრებიც, თუმცა ხარისხის გაუმჯობოსებას მხოლოდ ეს არ უშველის. 2020 წელს ტოკიოში შეფასდება ჩვენი ძიუდოისტების მომზადების დონე. რიოში სამარცხვინოდ გამოვედით.

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?

ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა

ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?

ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

სპორტული ფსიქოლოგია: ასწავლეთ მართვა სტრესის დროს

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა