ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებაზე თბილისს უძლიერესი შემადგენლობით ესტუმრა

აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებაზე თბილისს უძლიერესი შემადგენლობით ესტუმრა

ქვეყნის პრემიერსა და დედაქალაქის მერს თავიანთი დაპირება რომ შეესრულებინათ...
უკვე ორი დღეა, თბილისში ერთობლივ შეკრებაზეა ჩამოსული აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით გვეწვია.

მოგეხსენებათ, იქაურთა მთავარი მწვრთნელი ჩვენგან წასული ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერია, ვინც გაფართოებული შემადგენლობით, 40-მდე შეგირდით გვესტუმრა. მათ შორის იქაურთა თითქმის ყველა წარმატებული სპორტსმენია - მსოფლიოს მედალოსანი ორხან საფაროვი (60), ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი რუსტამ ორუჯოვი (73), მსოფლიოს ჩემპიონი ელხან რაჯაბლი (100) და სხვები. არის ქართველი უშანგი კოკაურიც (+100). ერთადერთი, ვინც ტიტულოვანთაგან აკლიათ, რიოს ოლიმპიადის მეორე ფინალისტი ელმარ გასიმოვია (100), რომელიც ტრავმის გამო ვერ გვესტუმრა.

ერთობლივი შეკრება ძიუდოს აკადემიაში ტარდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც თითქმის ბოლომდე ოპტიმალური შემადგენლობითაა. ერთობლივი წვრთნები 10 დღე გაგრძელდება, მერე კი ჩვენები ინდივიდუალური გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას. მოგეხსენებათ, მათთვის ახალი სეზონის პირველი ღონისძიება ევროპული კემპი იქნება, რომელიც ავსტრიულ მიტერშილში გაიმართება 8-18 იანვარს.

დასასრულ, დავძენთ, რომ ანალოგიური ერთობლივი წვრთნები ძიუდოს აკადემიაში ბლომად გაიმართება და აზერბაიჯანელთა მსგავსად, კიდევ ბევრი ნაკრები გვეწვევა, მათ შორის - მსოფლიოს წამყვანი გუნდებიც დიდი სიხარულით ჩამოვლენ, ფედერაციას თავისი სასტუმრო რომ ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, არა და არ დაადგა საშველი აკადემიაში ჩასახლებული დევნილების ბინებით უზრუნველყოფას, რომ მათ დატოვონ იქაურობა, ფედერაციას კი გამოთავისუფლებულ ფართში სასტუმროს მოწყობის საშუალება მიეცეს.

ამ პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება, პირადად ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჰპირდებოდნენ, სპორტისა და დევნილთა მინისტრებზე რომ არაფერი ვთქვათ, როცა შარშან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საზეიმოდ გახსნეს ძიუდოს აკადემია. იყო შეპირება, რომ ფესტივალის შემდეგ იქაურ დევნილებს თბილისის ზღვაზე გამოთავისუფლებულ ოლიმპიურ ქალაქში გადასცემდნენ ბინებს, მაგრამ შეპირება დღემდე შეპირებად რჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა

"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს

"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის

კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა

მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა

ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია

მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ

"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ბაქოს გრან სლემი: ბოლო დღის აკორდი - ქართველების 1 ოქრო და 3 ბრინჯაო [VIDEO]

ᕡ᠐

მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება

მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ

რიო 2016: არ დაიღალო ბექა! წინ დიდი გზაა... [VIDEO]