ის, რაც ჭორი აღარ არის: სადამდე შეტოპა საფეხბურთო სამყარომ?!

რა ვიცით ფეხბურთის ბნელ მხარეზე? ბევრი არაფერი და ის მცირეც კი, რაც გვესმის, ძირითადად ჭორების სახით აღწევს ჩვენამდე.

მაგრამ აგერ, დაარსდა ორგანიზაცია Football Leaks-ი, მსგავსი პოლიტიკური "ვიკილიქსისა", რომელმაც დაიწყო საიდუმლო დოკუმენტების (ანუ ფაქტების და არა - ჭორების), ფეხბურთელების, მწვრთნელებისა თუ აგენტების ფარული კონტრაქტების, ეგრეთ წოდებული "ატკატების", გადასახადების დამალვის ფაქტების გამოაშკარავება.

ანონსის სახით გეტყვით, რომ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ კრიშტიანო რონალდო, მესუთ იოზილი და ჟოზე მოურინიო. ჯგუფმა გახსნა სქემა, რომელიც გადასახადების დამალვას უკავშირდება.

მათ გარდა, ვირჯინიის კუნძულების ოფშორებში ფიგურირებენ კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო და გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეშიც, რომლის კლიენტთა შორის არიან იგივე რონალდო, მოურინიო, ანხელ დი მარია და სხვა ცნობილი ფეხბურთელები თუ მწვრთნელები. რა თქმა უნდა, ისინი ბრალდებებს უარყოფენ...

გამოძიების ხელშია ზღვა დოკუმენტებისა, რომელთა ანალიზი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ რაც ცნობილია, ერთი-ერთი ეს არის: Football Leaks-ზე დაყრდნობით, გერმანული გამოცემა "შპიგელი" წერს, რომ რონალდო 150 მილიონი ევროს სარეკლამო შემოსავლიდან მხოლოდ 4 პროცენტს (5.6 მილიონი ევრო) იხდის და ეს მაშინ, როცა ეგრეთ წოდებული "ბექჰემის კანონის" მიხედვით, თუ ესპანეთში მოსაქმე უცხოელის შემოსავალი წელიწადში 600 ათას ევროს აჭარბებს, 43 პროცენტით იბეგრება.

საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც სკანდალურ საქმეებს აანონსებს, თანამშრომლობს ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორებიც არიან იგივე "შპიგელი", ბრიტანული "სანდი თაიმსი", პორტუგალიური "ექსპრესო"...

მოკლედ, დიდი ამბები გველოდება. დარწმუნდებით, რომ საფეხბურთო სამყაროში, კონკრეტულად კი იქ, სადაც ბევრი ფული ტრიალებს, რეალური საქმეების მიღმა ბევრი უკანონობა იმალება. "ლელოს" მკითხველი დღესაც და მომავალშიც ბევრ ასეთ ამბავს გაიგებს...

გახსოვთ ბაირამ თუთუმლუ? თუ არა, მაშინ გაგახსენებთ: 2005 წლის იანვარის დასაწყისში, როცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტური იყო, მან თბილისში ჩამოიყვანა ფრანგი სპეციალისტი, წარსულში სახელგათქმული ფეხბურთელი ანრი მიშელი, რათა აქაურ საფეხბურთო ჩინოსნებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. მაგრამ გარიგება არ შედგა ბანალური მიზეზის გამო - მხარეებმა პირობებზე ვერ მოილაპარაკეს...

ახლა მოგიყვებით თუთუმლუს ისტორიებს, საიდანაც მყარი ვარაუდის დონეზე შეიძლება დავასკვნათ, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ქართული ფეხბურთის "მამებთან" მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი.

...უკვე 20 წელიწადია, თუთუმლუ მიკაელ ლაუდრუპის აგენტია. დანიური ფეხბურთის ლეგენდა დღესდღეობით ყატარის "ალ რაიანში" მუშაობს, 2012 წელს კი პრემიერლიგური "სუონსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. პირველივე საზონში "გედებმა" მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც, ცხადია, წარმატებად შეფასდა. ერთი წლის შემდეგ კი "სუონსიმ" პირველი ინგლისური ტიტულიც მოიგო - ლიგის თასი.

მაგრამ 2014 წლის 4 თებერვალს ლაუდრუპს კარისკენ მიუთითეს. ოფიციალური ვერსია ამბობდა, რომ განშორების მიზეზი ნეგატიური შედეგები იყო. და მართლაც: იმ პერიოდში "სუონსიმ" 8-დან 6 მატჩი წააგო და გასავარდნი ზონისკენ დაეშვა.

ცხადია, მაშინ არავინ იცოდა ლაუდრუპთან კონტრაქტის გაწყვეტის რეალური მიზეზი. კლუბის ხელმძღვანელობას გაუჩნდა ეჭვი, რომ აგენტ თუთუმლუსთან ერთად მწვრთნელი სატრანსფერო მაქინაციებში იყო გახვეული.

დანიური გამოცემა "პოლიტიკენი" ასაჯაროებს წერილს, რომელიც "სუონსის" ხელმძღვანელობამ პროფესიონალ ინგლისელ მწვრთნელთა გაერთიანების მესვეურებს საიდუმლოდ მისწერა (ცნობისთვის, ყველა კლუბი ვალდებულია, ხსენებულ გაერთიანებას მწვრთნელის გათავისუფლების მიზეზი აუხსნას):

"კლუბს გაუჩნდა ეჭვი, რომ მიკაელ ლაუდრუპი არ იღებს გუნდში ფეხბურთელს ისე, თუ სატრანსფერო ოპერაციაში არ არის ჩართული მისი აგენტი ბაირამ თუთუმლუ. ჩვენ ვაწარმოებთ შიდა გამოძიებას, ვიკვლევთ ტრანსფერების წარმომავლობას იმ დროიდან, რაც ბაირამ თუთუმლუს კავშირი აქვს "სუონსი სიტისთან". ვიკვლევთ ასევე ამ სატრანსფერო ოპერაციებში მიკაელ ლაუდრუპის შესაძლო დაინტერესებას", - ეს წერილი 2014 წლის 13 თებერვლითაა დათარიღებული.

მაგრამ კლუბმა ვერანაირ მამხილებელ დოკუმენტს ვერ მიაკვლია და იძულებული გახდა, ლაუდრუპისთვის საკმაოდ მსუყე კომპენსაციის (14.4 მილიონი ფუნტი) გადახდაზე დათანხმებულიყო. სხვათა შორის, კომპენსაცია მიიღო თუთუმლუმაც, ოღონდ გაცილებით მოკრძალებული - 3.2 მილიონი. საქმე ისაა, რომ ლაუდრუპის მოთხოვნით, თურქი აგენტი "სუონსის" შტატიანი თანამშრომელი გახლდათ.

"პოლიტიკენმა" ლაუდრუპს კითხვები გაუგზავნა, რაზეც ლაკონიური პასუხი მიიღო: "მინდა გაცნობოთ, რომ არასოდეს არც ერთი ფეხბურთელის ტრანსფერში არ მიმიღია მონაწილეობა - არც "ბრონდბიუში", არც "ხეტაფეში", არც "სპარტაკში", არც "მალიორკაში", არც "სუონსიში" და არც "ლეხვიასა" და "ალ რაიანში". არასოდეს!!!".

რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს თავად თუთუმლუც. 2013 წლის ივლისში ლაუდრუპმა South West Evening Post-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც თავისი თურქი მეგობრის როლზე ილაპარაკა:

"მან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა "სუონსისთვის". მისი დამსახურებაა გუნდში ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელების მოყვანა, როგორებიც არიან მიჩუ, ჩიკო ფლორესი, პაბლო ერნანდესი... თან მას ამაში არაფერი მიუღია. მისი ერთადერთი ინტერესი იყო, რომ მე, როგორც მის მეგობარს, კარგი გუნდი მყოლოდა".

მაგრამ Football Leaks-ს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ იმ 20 თვის განმავლობაში, რაც ლაუდრუპი "სუონსიში" მუშაობდა, თუთუმლუმ შვიდ ტრანსფერში 32 მილიონი ფუნტი იშოვა, რაც ოთხჯერ მეტია მის ოფიციალურ ანაზღაურებაზე. ის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა. ამათგან, ყველაზე ტიპური გზა იყო კავშირი უშუალოდ ფეხბურთელის აგენტთან.

მაგალითად, 2013 წელს თუთუმლუ მუშაობდა ესპანელი ხოსე კანიასის ტრანსფერზე. იმავე წლის 30 იანვარს მადრიდში გაფორმებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ფარული გარიგების ხარჯზე თურქმა ამ ოპერაციაში... 11 მილიონი ფუნტი იშოვა.

2013 წლის ივლისში "სუონსის" ხელმძღვანელობასა და თუთუმლუს შორის მოხდა კონფლიქტი, რამაც თურქი ოფიციალურად ჩამოაშორა სატრანსფერო საქმიანობას, თუმცა თავისი კავშირებით ის მაინც ახერხებდა ამ ოპერაციებიდან "საკუთარი წილის" მიღებას.

კიდევ ერთი შემთხვევა ეხება მცველ ბენ დევისთან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებას. ის "სუონსიში" 2012-14 წლებში თამაშობდა (ახლა "ტოტენჰემში" ირიცხება). 2013 წლის დეკემბერში უელსურმა კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება ისურვა. აღმოჩნდა, რომ ეს საქმეც თუთუმლუმ მოაკვარახჭინა, ფარულად მოელაპარაკა რა ფეხბურთელის აგენტს და ამ გარიგებაში 67 პროცენტს(!) გამოჰკრა ხელი. ბუნებრივად ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ თანხის ნაწილი ლაუდრუპის ჯიბეშიც მიდიოდა.

"გამჭვირვალობა აუცილებელია თითოეული ფეხბურთელის ტრანსფერში, მაგრამ, როცა აგენტი ახლო ურთიერთობაშია მწვრთნელთან, ეს გამჭვირვალობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, რადგან ასეთ დროს ხდება კერძო ინტერესთა გადაკვეთა. ეს კი შეიძლება ფინანსური მაქინაციების მიზეზი გახდეს", - ამბობს სპორტის საკითხთა იურისტი ლიზ ელენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
არველაძისა და "აიაქსის" სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი მალე გამოცხადდება
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
ქპრ: ფერნანდესმა და ფერდინანდმა კრის რემზი აკურთხეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ფეხბურთელები, რომლებმაც "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" ითამაშეს [PHOTO]
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
"ბებერი ევროპა" მეთხუთმეტე ჩემპიონის მოლოდინში
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
დევიდ მოიესი: მეტ გოლს გპირდებით [VIDEO]
ამბავი, თუ როგორ არ შედგა მესისა და გვარდიოლას ტრანსფერები "ხეტაფეში"
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლა - მოურინიო "არისტოკრატებს" სათავეში მესამედ ჩაუდგება?!
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად