ბოსნიელი გატყდა და ბოდიშიც მოიხადა
რომაულ დერბიში სენად ლულიჩმა შეირცხვინა თავი, რომელიც ერთ ეპიზოდში ანტონიო რუდიგერს წაეკიდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ ფერადკანიანი გერმანელი ფეხბურთელი ორი წლის წინათ წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი ფენომენი ჰგონია.

ბუნებრივია, რომ "ლაციოს" 30 წლის ნახევარმცველი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და მას რასიზმში დასდეს ბრალი. თავიდან ლულიჩი არ აპირებდა ბოდიშის მოხდას და კიდევ ერთხელ გაიხსენა რუდიგერის შტუტგარტული წარსული, მაგრამ შემდეგ მძიმე სასჯელი დაემუქრა და ტონიც შეცვალა.

უახლოეს დღეებში გაიმართება "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელიც ხსენებულ ინციდენტს განიხილავს და დიდი შანსია, ლულიჩს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერონ. როგორც ჩანს, ბოსნიელი ამ სასჯელმა შეაშინა და მისი მორიგი კომენტარიც მძიმე ვერდიქტის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა:

"ცივი გონებით რომ გავაანალიზე, მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა და რუდიგერისთვის ასეთი პასუხი არ უნდა გამეცა. მართალია, კონფლიქტი მისი დაწყებულია, მაგრამ მე ზღვარს გადავედი. მინდა ანტონიოს ბოდიში მოვუხადო და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ბოსნიიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანებს ბევრი ტკივილი მიადგათ და კარგად ვიცი, რომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, უბრალოდ, დაუშვებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
იტალიის თასიც და ევროსაგზურიც რომის "ლაციოს" [VIDEO]
ნაპოლი-ლაციო 0:1 - რომაელები იტალიის თასის ფინალში გავიდნენ [VIDEO]
"ერთი-ერთზე, ძმაო" - რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"ელ კლასიკოს" შემდეგ - რუდიგერს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
რუდიგერმა "ბარსელონა" "ლეგანესის" მატჩის შედეგი შეიტყო - "რეალის" გერმანელი მცველის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]
ჩხუბი და რასიზმი, ანუ ფეხბურთი რომაულად