"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი, უწინარეს ყოვლისა, აზროვნების სისწრაფეა, ფეხბურთელის ძალა კი არა კუნთებში, არამედ ტვინშია"
საით მიდის თანამედროვე ფეხბურთი და რა ტენდენციებია მასში გამოსარჩევი? ამ კითხვით მივმართეთ ქართული ფეხბურთის ცნობილ ინტელექტუალს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ელგუჯა გუგუშვილს...

- "მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებმა ჯერჯერობით ფეხბურთი ვერ გაამდიდრა რევოლუციური იდეებით, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ გაიყინა ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელთა შემოქმედება, ან დაქვეითდა ფეხბურთელთა ოსტატობის დონე, უფრო - პირიქით. ფეხბურთის გაზრდილმა პოპულარობამ გააძლიერა მისი ინტელექტუალური საწყისები, გაიზარდა მოთხოვნა ფეხბურთის ტექნიკური, ტაქტიკური და სტრატეგიული აზროვნების მიმართ...

არც ერთ ჩემპიონატს არ ჩაუვლია უკვალოდ. გამონაკლისი არც ახლანდელი თამაშებია. მიმდინარეობს შემოქმედებითი ბრძოლა ევროპის საფეხბურთო სკოლებს შორის. განსხვავება კლასის მიხედვით ნიველირებულია, მე ვიტყოდი - მიკროსკოპულიც.

გაფართოვდა ფეხბურთელთა მოქმედების ზონები. გუნდები თავს იცავენ თითქმის მთელი ძალებით. ამან გაართულა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე შესვლა, გამოიწვია თამაშის ტემპის დაცემა და კონტრშეტევები. თამაშის ტემპს ასევე ამუხრუჭებს ბურთის გვერდზე და უკან გადაცემები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პასი ფეხბურთის მამოძრავებელი ძალაა...

ინდივიდუალისტთა ნაკლებობამ, რიგ შემთხვევებში, თამაშები უფერული გახადა, გაქრა იმპროვიზაცია, სანახაობრივი მხარე. ადრე თუ ყველა გუნდში 2-3 ინდივიდუალისტი თამაშობდა, სამწუხაროდ, დღეს ინდივიდუალისტები "სამუზეუმო ექსპონატებად" დარჩნენ. ამიტომ არის, რომ ფეხბურთი პროგნოზირებადი გახდა. ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსა. თამაშობენ სისტემით - ყველა წინ, კარიდან კარამდე! ისვენებენ მხოლოდ ტაიმებს შორის და მატჩის დამთავრების შემდეგ.

გაიზარდა მოთხოვნა ფიზიკური მომზადების მიმართ. თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნას რომ უპასუხო, ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად ფეხბურთელი უნდა ფლობდეს სწრაფგამძლეობას, რათა 90 წუთის განმავლობაში სრულად გამოავლინოს ემოციური, სულიერი და ფუნქციონალური შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ჯერჯერობით, არ ჩანან არც ისეთი ფეხბურთელები და არც ისეთი გუნდები, რომელთაც შესწევთ უნარი, მაღალ ტემპში ითამაშონ მთელი მატჩის განმავლობაში.

ტაქტიკა ფეხბურთის უმაღლესი მათემატიკაა, ის მუდმივ განვითარებაშია. ცუდია, რომ ტაქტიკის განვითარებას ჩამორჩა ტექნიკის განვითარება. შესამჩნევია ზოგიერთი ტექნიკური ელემენტის სრულყოფა, მაგალითად - ბურთის გაჩერება, ბურთის ტარება მაღალი დონის ფეხბურთელისთვის მეორეხარისხოვანი ელემენტი გახდა. გაიზარდა ისეთი ტექნიკური ელემენტის გამოყენება, როგორიც არის "მოჭრილი" დარტყმა, განსაკუთრებით კუთხური და საჯარიმო დარტყმის შემთხვევაში. ხელოვნურ თამაშგარეს პრაქტიკულად არც ერთი გუნდი აღარ იყენებს...

გუნდების უმრავლესობა თამაშობს ერთი ნომინალური თავდამსხმელით, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში წარმატებას განსაზღვრავს ფორვარდთა არა მაგიური რიცხვი, არამედ ეფექტური კოლექტიური მოქმედებები. ერთადერთი ტაქტიკა, რომელსაც შეუძლია დასძლიოს მასირებული დაცვა, ეს შეტევაა - ცენტრიდან, ფლანგებიდან, მოთამაშეთა სწრაფი ადგილმონაცვლეობით...

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ორთაბრძოლები იმ ორ ჯგუფს შორის, რომლებიც კონცენტრირებული არიან მინდვრის შუაში. გუნდები, რომლებიც გარკვეული ხარისხით ახერხებენ შუახაზის ნეიტრალიზაციას და აწესებენ კონტროლს მინდვრის ამ მონაკვეთზე, უმეტესად მატჩს თავიანთ სასარგებლოდ ამთავრებენ.

განვლილმა მატჩებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთი, უწინარეს ყოვლისა, აზროვნების სისწრაფეა, რომ ფეხბურთელის ძალა არა კუნთებში, არამედ ტვინშია. ფეხბურთს სჭირდება ნიჭიერი ფეხბურთელები და ნიჭიერი, შემოქმედი მწვრთნელები.

ევროპის მწვრთნელთა ელიტაში არიან პროფესიულად მოაზროვნე სპეციალისტები, თუმცა მათ შორის არ არიან ისეთებიც, რომლებიც ნოვაციებს შეიტანენ ევროპული ფეხბურთის განვითარებაში. ფეხბურთს სჭირდება ისეთი მწვრთნელები, რომლებიც შემოგვთავაზებენ სიახლეს და წინ გაუძღვებიან თანამედროვე ფეხბურთის განვითარების ტენდენციებს.

სველმა მინდორმა გაზარდა თამაშის ტემპი, ადრე ბურთს ამზადებდნენ ნატურალური ტყავისგან, დღეს კი პლასტიკატს ურევენ, რათა ბურთმა სველ გაზონზე სწრაფად იმოძრაოს. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეც. ბევრჯერ ვნახეთ, როგორ უცურდებათ ფეხი ფეხბურთელებს თუნდაც მატჩის გადამწყვეტ მომენტში. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, კარგად იცის, რომ სველ გრუნტზე ფეხბურთელს გაცილებით მეტი ენერგია ეხარჯება და ტრავმებიც შესაბამისად მატულობს.

უკანასკნელი წლების მანძილზე, ევროპულ ფეხბურთს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული მიმართულება და სასიხარულოა, რომ ის უბრუნდება ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასა
კალათბურთი კი არა,არამედ ხელბურთი-იგივე ტიკიტაკა!
ჯეკი პატრიოტი
ერთი ეგ არის რა,ზოოვეტს ავარჯიშებდა წლებია,თავისი შვილი და ძმიშვილი სულ ძირითადში ყავდა ( მერე რა რომ არ იმსახურებდნენ) ეს ხომ ფეხბურთია ნაცნობობა სისხლი ხორცი,უამრავი ფეხბურთელს მოუკლა ჟინი და სურვილი,ასე რომ არ არის გვარდიოლა ელგუჯაა ეგ...ზოოვეტის რექტორი,არ აინტერესებს მაგას ფეხბურთი....უბრალოდ ეტყობა რაღაც დივიდენტების თემაა.
შოკირებული გულშემატკივარი
ამდენი თუ იცის რატომ გუნდს არ ავარჯიშებს?
ვეტერანი
ჩვენს მკვდარზე არაფერს ამბობს. მსოფლიო ფუტბოლის ანალიზი გვინდა?
შოთა გუგეშაშვილი
დიდებული მწვრტნელი დიდებული პედაგოგი მქონდა ბედნიერება მისი ლექციებიც მოცმენიც დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ ბატონო გუჯა
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!
ელგუჯა გუგუშვილი: ფუნდამენტი ძლიერია, ახლა მყარი კარკასი გვჭირდება!..
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო
"ბურთს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ შეკითხვას დაუსვამდა"
ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება