საგადასახადო დამალობანა - ახალი ისტორიები
როგორც შეგპირდით, "ლელო" პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციებს Football Leaks-ის საგამოძიებო მასალებიდან.

ვინც არ გასცნობია წინა წერილს, რომელშიც ლაპარაკი იყო კრიშტიანო რონალდოს, მესუთ იოზილისა და ჟოზე მოურინიოს მიერ დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაზე, ასევე სახელგანთქმული დანიელი ფეხბურთელის, დღეს კი მწვრთნელის, მიკაელ ლაუდრუპისა და მისი თურქი აგენტის, ბაირამ თუთუმლუს შავ-ბნელ საქმიანობაზე, მათთვის ვიტყვით, რომ Football Leaks არის პოლიტიკური "ვიკილიქსის" მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც შვიდ ევროპულ გამოცემას (გერმანული Der Spiegel, ესპანური El Mundo, ავსტრიული Der Falter, ბელგიური Le Soir, დანიური Politiken, იტალიური L'Espresso, ფრანგული Mediapart, სერბული Newsweek Serbia და რუმინული RCIJ the Black See) აერთიანებს.

ეს გამოცემები საფეხბურთო სამყაროში არსებულ უკანონო სატრანსფერო გარიგებებს, გადასახადების დამალვის ფაქტებსა და სხვა მაქინაციებს ამზეურებენ...

"რეალი" აქაც ლიდერია

თუ გასაჯაროებულ დოკუმენტებს დავუჯერებთ, და არ გვაქვს საფუძველი, არ დავუჯეროთ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ "რეალის" ფეხბურთელებს გადასახადების დამალვა ლამის წესად აქვთ ქცეული.

შესაძლოა, მალე სხვა კლუბების მოთამაშეებზეც გავიგოთ ანალოგიური ფაქტები, მაგრამ დღეს ამ მხრივაც (ისევე, როგორც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში) ლიდერი "რეალია".

კრიშტიანო რონალდოსა და მესუთ იოზილის შემდეგ გადასახადებისგან თავის არიდების გამო სპეციალური ორგანოები, ალბათ, მალე მიაკითხავენ ფაბიო კოენტრაოს, პეპესა და ლუკა მოდრიჩს.

ირკვევა, რომ კოენტრაომ და პეპემ 7 მილიონ ევროზე მეტი დაუმალეს საგადასახადო სამსახურს, საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავლებიდან.

ისინი ამ ფულს ოფიციალური გზის გვერდის ავლით, ოფშორული კომპანიებიდან იღებდნენ. პეპე, ისევე, როგორც რონალდო, გავლენიანი პორტუგალიელი აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომპანია Weltex Capital Limited-ის (რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე) კლიენტია. სწორედ ამ კომპანიიდან მიიღო პეპემ 2009 წლიდან 2014-ის ჩათვლით 3.7 მილიონი ევრო.

რაც შეეხება კოენტრაოს, მას 3.5 მილიონი ევრო ერთ-ერთი პანამური ორგანიზაციისგან ჩაერიცხა.

სხვათა შორის, კოენტრაოს შემოსავალი 2011 წლის შემდეგ არ გაუსაჯაროებია. არადა, ესპანეთში ის 2011 წლის ზაფხულიდან ცხოვრობს, ანუ გამოდის, რომ ამ სახელმწიფოს ბიუჯეტში დღემდე ერთი ცენტიც არ გადაუხდია.

აი, მოდრიჩმა კი ჟორჟე მენდეშის სქემებში მონაწილეობა არ ისურვა და კავშირი გააბა ერთ-ერთ ლუქსემბურგულ კომპანიასთან, ხოლო საქმეების გამგებლობა მეუღლეს დააკისრა. დადგენილია და წყალი არ გაუვა იმ ფაქტს, რომ 2013 და 2014 წლებში მოდრიჩის შემოსავლები დეკლარირებული არ არის. "ელ მუნდო" წერს, რომ მოდრიჩები ფულს თავიანთი კომპანიის, Ivano SARL-ის (ივანო - მათ ვაჟს ჰქვია) ანგარიშზე 2012 წლიდან იღებენ, რის შემდეგაც ეს სახსრები სხვადასხვა საინვესტიციო ფონდსა თუ ფირმაში ნაწილდება.

ჩასვამენ რონალდოს?

"ელ მუნდოს" ინფორმაციით, თუ კრიშტიანო რონალდოს გადასახადებისგან თავის არიდება დაუმტკიცდა, 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცნობილი გახდა, რომ 2009-დან 2014 წლის ჩათვლით, მან ესპანეთის სამეფოს ბიუჯეტს მთელი 64 მილიონი ფუნტი დაუმალა.

რაკი საქმე სახელმწიფოს ეხება და სერიოზული კრიმინალია, ჟურნალისტებმა გახმაურებულ ამბავზე კომენტარი მთლად ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოისაც სთხოვეს:

"რონალდო? ვცდილობ, არასოდეს ვიფიქრო იმ საქმეზე, რაშიც ღრმად არ ვარ ჩახედული. ეს საგადასახდო ორგანოების საქმეა და ჯობია, მათ ჰკითხოთ", - აი, ასე ლაკონიურად შემოიფარგლა პრემიერი.

დასაშვები უზრდელობა

ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთელები ბონუსებს იღებენ ამა თუ იმ მატჩის მოგებისთვის ან გატანილი გოლისთვის... ანუ ყველა იმ ქმედებისთვის, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და ეს ყველა კონტრაქტშია დაფიქსირებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული საიდუმლო კონტრაქტებიც, რომლებიც Football Leaks-მა გაშიფრა...

როცა 2014 წელს მარიო ბალოტელი "ლივერპულში" გადავიდა, ოფიციალური ხელშეკრულების პარალელურად, კონსპირაციულ დოკუმენტზეც შესთავაზეს ხელის მოწერა. აი, რა წერია ამ დოკუმენტში:

"თუ "ლივერპულში" გატარებული ყოველი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელს (ჩვენს შემთხვევაში - ბალოტელის) არ გააძევებენ 3-ჯერ და მეტად - უხეშობისთვის, მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ან სხვა პირების შეფურთხებისთვის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ასევე, სხვა აგრესიული ქმედებებისთვის, მაშინ ყოველი სეზონის ბოლოს, 30 ივნისისთვის, ფეხბურთელი მიიღებს ბონუსს 1 მილიონი ფუნტის ოდენობით".

სასაცილოა, არა? ანუ სეზონში ორჯერ უზრდელობა დასაშვები ყოფილა და კლუბი მზად არის, ამაში ბონუსები იხადოს. მაგრამ ამაში არის მეორე მხარეც - კლუბი შანსს აძლევდა თავქარიან ფორვარდს, ემოციები ეკონტროლებინა და ამით შემოსავალი მიეღო.

"ლივერპულში" ყოფნის პირველ 30 დღეზე კლუბმა იტალიელს უქირავა ფეშენებელური სასტუმროს ოთახი და ყოველდღიური ხარჯებისთვის 10 ათასი ფუნტიც გამოუყო, ოღონდ გააფრთხილა, რომ თითოეულ გადაჭარბებულ დანახარჯზე თავად იქნებოდა პასუხისმგებელი.

"ლივერპული" მას კვირაში ოფიციალურად 85 ათას ფუნტს (წელიწადში 4.25 მილიონი) უხდიდა. ასევე, კონტრაქტით გათვალისწინებული იყო, რომ თუ ბალოტელი პრემიერლიგასა და ევროტურნირებზე 5 და მეტ გოლს გაიტანდა, 50 ათას ფუნტს მიიღებდა, კიდევ ხუთში უფრო მეტს და ასე შემდეგ. მაგრამ რა გამოვიდა? 2 წლის განმავლობაში, "სუპერმარიომ" მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. შესაბამისად, ოფიციალური კონტრაქტით მას ბონუსი არ რგებია.

სამაგიეროდ, როცა 2014 წელს ბალოტელიმ ანტისემიტური მესიჯები გაავრცელა და დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, მაინც მიიღო ბონუსი სეზონის ბოლოს, თან იმ 16 შეხვედრაში, რომელიც "ლივერპულის" მაისურით ჩაატარა. გაგიკვირდებათ და, ერთხელაც არ გაუძევებიათ. ასე რომ, იყავი უზრდელი "დასაშვებ" ფარგლებში და ბონუსები არ აგცდება.

კიდევ ერთი უცნაურობა - ცნობილია, რომ ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელები იღებენ 5-დან 20 ათას ფუნტამდე პრემიას თითოეული მოგებული მატჩისთვის, თუმცა "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი 3.500 ფუნტით მდიდრდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გუნდი ფრედ ითამაშებს, ან სულაც წააგებს.

ანუ ლორისი პრემიებს იღებს... გაშვებულ გოლებშიც კი. საქმე ისაა, რომ "ტოტენჰემის" მოთამაშეთა კონტრაქტები ბონუსებს (3.500 ფუნტი) იმ შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს, თუ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
პორტუგალიელი მცველი რომაელთა სამიზნეში
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 5 აგვისტო
უგო ლორისი აშშ-ში გადაბარგდა
ჟირუს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
სამმაგი ოდენობის ხელფასი - ლორისსაც საუდის არაბეთში ეპატიჟებიან
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
ფაბიო კოენტრაომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა
"ტოტენჰემი" ლორისის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს
ფაბიო კოენტრაოს იახტით 15 მეთევზე გადაარჩინეს
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. I ჯგუფი: პორტუგალია გალიდერდა [VIDEO]
ფაბიო კოენტრაომ მადრიდის "რეალს" მილანის "ინტერში" გაშვება სთხოვა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
უგო ლორისი "ლაციოში" აპირებს გადასვლას
"ნაპოლის" მეკარეს "ტოტენჰემი" ეპატიჟება
"თქვენ მე რონალდო გგონივართ?" - მაჰრეზის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი