ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

"ზუგდიდში" მისული ვითომ ბიზნესმენი უკრაინაში სამსახურს ეძებს...
გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედომ" კლუბში ინვესტორების მისვლის შესახებ განაცხადა. ირანელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკება ვერ შედგა, ხოლო "ტორპედომ" ოფიციალური ცნობით დაადასტურა მოლაპარაკება ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავასთან - კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორთან და შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელთან.

"კლუბის საკუთრების პროცესის დასრულებას ფორმალური მხარის მოგვარებაღა აკლია. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს დროში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა", - იუწყებოდა მაშინ კლუბი...

"ტორპედოს" საღორიას ბაზაზე გაცნობითი შეხვედრისას გუნდს მაშინდელი მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი სწორედ მომავალმა პრეზიდენტმა ზაალ (ზაზა) ჩაჩავამ წარუდგინა, ხოლო შემდეგ ლევან ცქიტიშვილი და გოგა გახოკიძე, შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტად და სპორტულ დირექტორად მიიწვია. მემორანდუმი 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა პასუხისმგებლობა აიღო კლუბის საქმიანობაზე, მოსამზადებელი შეკრებისა და ეკიპირების ხარჯებზე.

მაგრამ დრო გადიოდა, ჩაჩავას კი პრეზიდენტად ოფიციალურად არ ამტკიცებდნენ. გავრცელდა ხმები, თითქოს ის ქუთაისის მერიას (რომელსაც კლუბი ეკუთვნის) საბოლოოდ ვერ შეუთანხმდა. ეს ხდებოდა 22 ნოემბრამდე, ანუ იმ დღემდე, როცა ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ფინალის შემდეგ ჩაჩავა ზესტაფონში ვნახეთ, სადაც თასის მოპოვებას გუნდთან ერთად მოედანზე პატარა ბავშვივით გახარებული აღნიშნავდა. მაშინ ბიზნესმენმა გვითხრა, რომ კლუბზე უარს არ ამბობდა და რომ მოლაპარაკებების გაგრძელება და საქმის ბოლომდე მიყვანა სურდა.

მაგრამ ახლახან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ ინვესტორმა "ტორპედოს" დაფინანსებაზე უარი განაცხადა და ყველა შეთანხმება ჩაშლილია.

თვეზე მეტია, კლუბს კვლავ ქუთაისის მერია აფინანსებს და 2016 წლის ბიუჯეტიდან "ტორპედოს" შესანახად 2 მილიონ ლარზე მეტიც გამოჰყო, მაგრამ 2017 წლიდან ამ ტვირთს ფეხბურთის განვითარების ფონდი გადაიბარებს. მართალია, გავრცელებული ხმები, თითქოს, "ტორპედოს" ფეხბურთელებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ, არასწორი აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების ჩაშლის გამო ანაზღაურება დაგვიანებით დარიგდა, ნოემბრის დავალიანება კი 10 დეკემბრამდე დაიფარება.

ჯერ კიდევ უცნობია, ფეხბურთელებს თასის მოპოვებისთვის კლუბზე დარიცხული 100 ათასი ლარიდან პრემია დაურიგეს თუ არა. მურღულიამ ისიც თქვა - რადგან კლუბი ამგვარი მოლაპარაკებებით არ გაიყიდა, ამას აუქციონით გავაკეთებთ, რამდენიმე ჯგუფი კი დაინტერესდა, თუმცა გარანტირებული სპონსორი არ ჩანსო.

აქ საინტერესო სწორედ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზია: ქუთაისის "ტორპედოს" შემთხვევაში, არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია უთანხმოება და რატომ დარჩა "ტორპედო" კვლავ მეპატრონის (და არა სპონსორის) გარეშე.

ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა დიდი ხარჯის გამო წარმოიქმნა, მაგრამ უფრო სარწმუნო სხვა ვერსია ჩანს - კერძოდ, ინვესტორი კლუბთან ერთად, სტადიონისა და ბაზის მიღებითაც იყო დაინტერესებული, რადგან მატერიალური ქონების გარეშე ქართული კლუბი უინტერესოა.

დაანონსებული სპონსორი არც ლანჩხუთის "გურიაში" მისულა და ეს ხმებიც ისეთივე "ცრუ განგაში" აღმოჩნდა, როგორც წლების განმავლობაში "გურიას" აღორძინებაზე შექმნილი მითები.

საერთოდ, ბოლო დროს, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კლუბებიდან მხოლოდ გორის "დილა" გასხვისდა. დიდ წარმატებად ჩაითვალა, რომ ებრაელმა მეპატრონემ კლუბი სტადიონის გარეშე გადაიფორმა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს უცნაური ამბავია.

ხომ არ აჯობებს, რომ სახელმწიფომ, ვის ბალანსზეც არის კლუბების უმრავლესობა, კერძო მესაკუთრეებისთვის ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს? ანუ ქართული კლუბით დაინტერესებულ ჯგუფს გადაეცეს არა მხოლოდ კლუბი, არამედ მისივე ქალაქის სტადიონი და ბაზა (თუკი ასეთი გააჩნია). ასეთი პირობა ბიზნესისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია.

ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც სცადონ და, მაგალითად, ქუთაისის "ტორპედო" აქციებით გაყიდონ, საიდანაც წილს გულშემატკივრებსაც დაუთმობენ. გვესმის, რომ ეს საკამათო თემაა, მაგრამ წლები გადის და არაფერი იცვლება, ქართული ფეხბურთი კი ერთ წრეზე ტრიალებს.

სადავო მხოლოდ ის არ არის, რომ ადრე თუ გვიან კლუბები უნდა გასხვისდეს, რადგან ასეთი კლუბები ბევრად უფრო წარმატებულები და შედეგიანები არიან, ვიდრე სახელმწიფოს მართვაში მყოფები, სადაც ხშირად არა საქმის პროფესიონალებს, არამედ ჩინოსნების ახლობელ-მეგობრებს, ან სანდოობის ნიშნით ასაქმებენ ხალხს.

ამ გაუგებარი მიდგომების გამოა, "ზუგდიდში" უცნაური ინვესტორი რომ მივიდა, რომელიც ფულის დაბანდებას აპირებდა. ხომ ამაყად ჟღერს, კლუბში ინვესტორმა 150 ათასი დოლარი დააბანდა?! ეს ხელშეკრულება საქართველოს დაცინვა იყო და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ვითომ ინვესტორს არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა.

მისი მოსვლით კლუბში ნამდვილად მოხდა დიდი ცვლილება, მაგრამ... მხოლოდ უარესობისკენ. ერთიანი ფონდიდან დარიცხული თანხაც უყაირათოდ გამოიყენეს და უნიჭიერესი ფეხბურთელების მშობელი ქალაქი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. "ზუგდიდის" ყოფილი "ინვესტორი" კი, როგორც ირკვევა, უკრაინაში სამსახურს ეძებს(?!).

მომავალი სეზონიდან PRO ლიგა 1-ის 10 გუნდიდან კერძო ან ნაწილობრივ კერძო მხოლოდ 5 იქნება: თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "საბურთალო", გორის "დილა" და საჩხერის "ჩიხურა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• shako

გაფიცებთ რა ტოტალიზატორი უნდა აპინანსებდეს საქართველოში გუნდს გადაობთ?

• ako

სტადიონის და ბაზის გარეშე მხოლოდ კლუბის არება არავის უნდა და მართალიცაა,მაგრამ სტადიონი და ბაზა ეკონომიკის სამინისტროს საკუტრებაშია და არ მისცეს ზაალ ჩაჩავას.ხოლო რაც შეეხება გუნდს ისიც უფასოდ გადაეცეს ვინმეს მაგის უფლება ქალქის ხელმძღვანელობას არააქვს.აუქციონის თემაა და თუ აუწციონზე ვინმეს ფულის გადახდა არ უნდა რა აზრი აქვს..ხოლო რაც შეეხება 100ათა ს ჯერ არავის მიუცია კუბისთვის და სხვათაშორის არც სტიმულირების თანხა 110 ათასი.ხოლო პროექტი ფეხბურთის განვითარების მაშინაა კარგი პირობებს რომ ასრულებ..

• dato

ამ ბედოვლათი და უნიათო მთავრობის ხელში რატო გიკვირთ ? ყველაფერი ტყუილზე აქვთ აცყობილი კიდევ გჯერათ ამათი ? ........................ DDDDDDD

• bebeto

თუკი დღეს ინვესტორი ქართული კლუბით დაინტერესდა კიდევ, ამას ვაჭრობა რაღად უნდა უნდა გადასცენ ეგრევე სანამ გადაუფიქრებია,თუ ინვესტორი თავის კონტრაქტის პირობებს დაარღვევს მერე მოთხოვონ პასუხი.

• ქუთაისელი

ერთი ვინმე ქუთაისელი, მდიდარიც რომ იყოს და ფეხბურთიც რომ უყვარდეს, არ მოიძებნება? დიმიტრი გელოვანი მაინც დააბრუნეთ! :)

• yofili_fex

ერთი კითხვა მაქს, რა მიზეზით და ინტერესიდან გამომდინარე უნდა დაფინანსდეს დღეს ქართული კლუბი? დახარჯული თანხები ხო ხაერში გადაყრილი ფულია. გასაგებია რომ მოწინავე ადგილი მიიღებს უეფასგან თანხებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა იმისთვის რომ დაიბრუნო ისვესტიცია. ხოლო იმასაც თუ იტყვით რომ შემდეგ ეტაპზე მეტი თანხებიაო, ქართული საერთო პირველობის დონე ისეთ დაბალ დონეზეა ეს შეუძლებელია. საერთო ჯამში უმაღლესი გუნდში თანხის ინვესტირება არის ყოვლად უაზრო. ჩემი აზრით ჯობია დაიწყო ბავშთა ფეხბურთით და ნაბიჯ ნაბიჯ გაყვე გეგმას და ყოველ ლიგას რომ გაზარდო ეს ფეხბურთელები და შენთვითონ შექმნა პროდუქტი. მოკლედ უმაღლეს ლიგაში ფულის ინვესტირება არის ყოვლად უაზრო ხარჯი რაც არაფრის მომტანია.

• კოლა

სპონსორები იყო და გააგდეს აგინეს და რავიცი ეხლა იჩანჩალეთ

• Davit

რატომ უნდა დარჩენილიყო?

• M.S.

მერაბ ბატონო, არაერთხელ ითქვა და შეგისწორებთ აქაც, რომ კლუბების აქციები უნდა გაიყიდოს ნებისმიერ მსურველზე,მაგრამ საინვესტიციო ვალდებულებით. მაგალითისათვის - თუკი იყიდეთ კლუბის აქცია 1000 ლარის ღირებულების, ეს არის თქვენი ბილეთი აქციონერებში, მაგრამ ამ ბილეთს მოჰყვება ვალდებულება კიდევ 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1000 ლარიანი ივესტიცია ჩადო, გინდ ახალის მიტანის სახით და გინდ რეინვესტირებით,რადგან ერთ დღეში კლუბი და მომგებიანი საქმე არ კეთდება. თუ ასეთ გარანტიებს აქციის მყიდველი ვერ წარმოადგენს, მაშინ მას არც აქციას მიჰყიდაიან, ეგაა და ეგ. ასე რომ, ყველა კლუბი უნდა იყოს ღია სააქციო საზოგადოება ახალი სეზონისათვის და ახალი მეპატრონეებით ან თანამეპატრონეებით!

• გოგი ქუთაისელი

ქართული ფეხბურთი ყვაოდა ссср ჩემპიონატის პერიოდის დროს! ფენიტა ლა კომედია!

• გოგი ქუთაისელი

ქართული ფეხბურთი ყვავოდა СССР ჩემპიონატის პერიოდის დროს.FENIტა ლა კომედია.

• გოგი ქუთაისელი-ს

გერმანიაში ნახევარზ ემეტი გუნდი ქალაქის მერიიდან ფინანსდება,იმგენმაც უარი უნდა თქვან ჩემპიონატში თამაშზე? ქუთაისის ტორპედო ამას არასდროს გააკეთებსსსსსსსს, და დაელოდეთ 1 თვეში ზაან მაგარ ინფორმაციას გაიგებთ ტორპედოზე.. ასე რომ წინ ტორპედოოოოოოოოოოოოოო

• გოგი ქუთაისელი

თუ სპონსორი არ მოვა ტორპედოში გუნდმა უარი უნდა თქვას ჩემპიონატში რომ ითამაშოს, დიდი დაცინვა არის ქალაქის, მაგრამ მტერი უნდა ვეძიოთ ქალაქში!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?

კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ

"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე

ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო

საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არ განიხილება

კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება

ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო

გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?

მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან

ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება

უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში

პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...

მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?

"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!