ბათუმში საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა
ბათუმში დამთავრდა საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა კუთხის 56 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეჯიბრებაში არ მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების წევრები - გელა აბაშიძე, მერაბ თურქაძე და ლევან გულედანი, რომლებსაც ხელის ტრავმა აწუხებთ; ასევე, ახალგაზრდებში წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი გიორგი ჭიღლაძე (მძიმე წონა), სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები - ახალგაზრდებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ), ახალქალაქელი არტიომ იორდანიანი (81), ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ესკერხან მადიევი (64), კონტინენტის პირველობის მეორეადგილოსნები - ოთარ ნავერიანი (56) და სახილ ალახვერდიევი (49), რომლებსაც მწვრთნელებმა დასვენების უფლება მისცეს.

- აჭარის დედაქალაქში გამართული ეროვნული ჩემპიონატი ჩვენთვის შემაჯამებელი შეჯიბრება იყო, - გვითხრა საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა. - ეს ტურნირი მონაწილეთა სიმრავლით არ გამოირჩეოდა, რაც ფედერაციის მსჯელობის საგანი გახდება, რადგან ბევრი მწვრთნელი, რომლებიც სახელმწიფოსგან ხელფასს იღებენ, მთელი პასუხისმგებლობით არ ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას. ამ მხრივ, მკაცრი ზომების გატარება დაგვჭირდება...

ხარვეზების მიუხედავად, ჩემპიონატით კმაყოფილი ვარ. მართალია, სეზონის მიწურულია, მაგრამ სპორტსმენებმა რინგზე საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლები გამართეს.

უპირველესად, 69 კილოში ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე მინდა გამოვყო. იგი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა სარბიელს. კარგი პაექრობები გამართა, ფინალში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონ გიორგი ხარაბაძეს აჯობა.

60 კილოში ახალქალაქელმა ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ოთარ ერანოსიანმა ფოთელ გიორგი გოგატიშვილს აჯობა და ტიტული შეინარჩუნა. საერთოდაც, ბოლო წლებში საკმაოდ დაწინაურდნენ ახალქალაქელი მოკრივეები, რომლებსაც ატომ ელიზბარიანი ავარჯიშებს. ერანოსიანის ჩემპიონობის გარდა, კიდევ ერთმა მისმა შეგირდმა - არტიუშ გომციანმა 56 კილოში მეორე ადგილი დაიკავა - ფინალში გამოცდილ სევერიან ჭილაძესთან დამარცხდა.

საინტერესო კონკურენცია იყო 81 კილოში. გამოცდილ მოკრივეებს - ფოთელ იაგო კიზირიასა და გორელ ნიკოლოზ სეხნიაშვილს ტოლი არ დაუდო ახალგაზრდა რატი ტლაშაძემ (გორი), რომელიც მესამე ადგილს დასჯერდა. კარგი სპორტსმენები ჰყავდა აჭარას. 91 კილოში ეულად დარჩა ალექსანდრე დოკვაძე. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ წონაში ადგილის დასაბევებლად კონკურენცია არ იქნება. როგორც იცით, ამ ჩემპიონატზე დავასვენეთ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე, ხოლო ლევან გულედანი ტრავმირებულია.

საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ყველა წონაში კარგი თაობა მოდის, ახალგაზრდებიდან გადმოსული ჭიღლაძე, ბეგაძე, იორდანიანი, მადიევი და სხვები ეროვნული ნაკრებისთვის დიდი შენაძენია. კონკურენცია იზრდება, ამდენად, ბათუმური ტურნირის ოქროსმედალოსნებს თავი ქუდში ვერ ექნებათ, რადგან საქართველოს ჩემპიონობა ნაკრებში ადგილს ვერავის დაუჯავშნის - ამა თუ იმ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ის გაემგზავრება, კონკრეტული მომენტისთვის ვინც უკეთ მომზადებული იქნება. საამისოდ კი საერთაშორისო ტურნირებისა და შესარჩევი ორთაბრძოლების შედეგებს გავითვალისწინებთ.

- როგორც ვიცი, 2017-ში დაძაბული სეზონი გელით...

- დიახ, ასეა. უკვე თებერვალში 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, 1-15 ივნისს უფროსებშია ევროპის ჩემპიონატი დაგეგმილი, 25 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანული ჰამბურგი უმასპინძლებს. 15-20 აპრილს თბილისში საერთაშორისო ტურნირს გავმართავთ ევროპის ჩემპიონ დავით კვაჭაძის თასზე, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტია, არ ჩატარებულა. ახალგაზრდებსა და ჭაბუკებშიცაა დაგეგმილი ევროპისა და მსოფლიოს პირველობები.

საგაისო ტურნირებისთვის მზადებას უკვე 16 დეკემბრიდან ვიწყებთ - 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას გავივლით ბაკურიანში, მერე თბილისში განვაგრძობთ წვრთნას. ახალი წლის დასაწყისში უნგრეთის, ბულგარეთისა და ბელორუსის საერთაშორისო ტურნირებზე გამოვცდით ნაკრების წევრობის კანდიდატებს.

- მთავარ მწვრთნელებზე არაფერი გითქვამთ...

- 20 დეკემბერამდე ამ თანამდებობების მსურველთა განაცხადებს მივიღებთ. კანდიდატურებს ფედერაცია განიხილავს, 25 დეკემბერს კი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელთა ვინაობას დავასახელებთ.

ერთიც მინდა დავძინო: ეროვნული ჩემპიონატის დღეებში არბიტრთა ერთკვირიანი სემინარები ჩავატარეთ, რომელსაც საქართველოს მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე, AIBA-ს არბიტრი ტარიელ გოგოჭური ხელმძღვანელობდა AIBA-ს არბიტრ ზურაბ ტიბუასთან ერთად. პარალელურად, მწვრთნელთა სემინარებიც გაიმართა. ყოველივე ეს ჩვენი სპორტსმენების ტურნირებისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატს, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:

კვარცხლბეკი

49 კგ. 1. ნოდარ დარბაიძე (თბილისი), 2. დავით შერვაშიძე (ბათუმი), 3. გიორგი ლაფერაშვილი (კახეთი).

52 კგ. 1. ონისე სოსელია (ქუთაისი), 2. გუჯა მექვაბიშვილი (გორი), 3. ხვიჩა ხელაია (ფოთი), ბაჩო ჯინჭარაძე (რუსთავი).

56 კგ. 1. სევერიანე ჭილაძე (თბილისი), 2. არტიუშ გომციანი (ახალქალაქი), 3. ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი), ვლადიმერ აფრიდონიძე (თბილისი).

60 კგ. 1. ოთარ ერანოსიანი (ახალქალაქი), 2. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი), 3. მიხეილ ბერუაშვილი (ბათუმი), ნიკა ნაკაშიძე (ქუთაისი).

64 კგ. 1. დავით გორგილაძე (ბათუმი), 2. ბადრი წიფურია (ფოთი), 3. ლაშა გურული (რუსთავი), აჩიკო ტურავა (ფოთი).

69 კგ. 1. ზაალ კვაჭატაძე (თბილისი), გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი), გოგა გოგოლიძე (ქუთაისი), ნოდარ მაღრაძე (თბილისი).

75 კგ. 1. კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი), 2. გიორგი ჯაფარიძე (ჭიათურა), 3. გიორგი კლდიაშვილი (ტყიბული), დავით ლომაძე (ფოთი).

81 კგ. 1. იაგო კიზირია (ფოთი), 2. ნიკოლოზ სეხნიაშვილი (გორი), 3. რატი ტლაშაძე (გორი), 4. გიორგი სმირნოვი (ოზურგეთი).

91+ კგ. 1. მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი), 2. გიორგი ზურაბიანი (თბილისი), 3. ნიაზ გორგოშაძე (ბათუმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
სამსუნი და ბაქო რიოს ოლიმპიადამდე - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული მეოთხედფინალისთვის
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
საქართველოს მოკრივეთა გუნდმა უნგრეთის ტურნირში ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა
მსოფლიოს გზა ევროპაზე გადის - ინტერვიუ შალვა დუნდუასთან
უნგრეთში, იშტვან ბოშკაის მემორიალში საქართველოს ნაკრები 8 მოკრივით გამოვა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა
მინსკი 2019: ოთარ ერანოსიანმა საქართველოს 25-ე მედალი მოუტანა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!
ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი: უმედლოდ, მაგრამ ორი ლიცენზიით
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: უსაგზუროდ დავრჩით
მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მედლამდე ერთი ნაბიჯია
ევროპის ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ოთარ ერანოსიანის და იაგო კიზირიას წარმატება [VIDEO]
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს