EL MUNDO-ს კვლევა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს უპირატესობას საინტერესო სტატისტიკით ამტკიცებს
მესი თუ რონალდო, რონალდო თუ მესი? - მსოფლიო ფეხბურთში კამათი ამის შესახებ 2009 წლიდან მოყოლებული, არ წყდება. ბოლოს და ბოლოს, ლიონელს ხუთი "ოქროს ბურთი" აქვს, კრიშტიანოს კი ერთით ნაკლები და ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო არგუმენტია არგენტინელი გენიოსის გულშემატკივრებისთვის.

მაგრამ მოდით, ამჯერად EL MUNDO-ს კვლევას გავეცნოთ, რომელიც პორტუგალიელი ვარსკვლავის უპირატესობას სტატისტიკით (2016 წლის ნოემბრის მონაცემით) ამტკიცებს.

ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის სტატისტიკა ლა ლიგაში 2009 წლიდან 2016 წლამდე. აქედან ირკვევა, რომ დღემდე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა უფრო მეტი გადამწყვეტი გოლი (118) გაიტანა, ვიდრე "ბარსელონას" ლიდერმა (111).

ამას გარდა, რონალდომ "რეალში" გადასვლის შემდეგ უფრო მეტჯერ გაუტანა ესპანეთის ხუთ საუკეთესო გუნდს, ვიდრე - მესიმ.

და კიდევ, შემოთავაზებული სტატისტიკიდან იმსხვრევა სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს რონალდო მეტწილად მხოლოდ მაშინ იტანს, როდესაც მეტოქე დაქანცულია, ანუ, თამაშის მიწურულს. სინამდვილეში კი, საათის ბოლო მეოთხედში ლიონელ მესის თავისი 267 გოლიდან 62 (23,6%) აქვს გატანილი, კრიშტიანოს კი - 61 (22,6%)...

სოსო
რონალდო თუ მესი?ჩემთვის ეს შეკითხვა არ არსებობს,ორივე უდიდესი ფეხბურთელია,ორივემ ფანატიკური შრომით შექმნა თავისი თავი და ორივეს თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მემატიანის სტრიქონებს მივესალმები,ზოგს მართლა იშტოიანი მოსწონდა ყველაზე მეტად.იშტოიანი კარგი ფეხბურთელი იყო,მაგრამ სახელი უფრო მეტად გარეგნობით გაითქვა.ჩემს სიტყვებს ძველი გულშემატკივრები გაიგებენ.
giorgi
ახლა მომისმინეთ ბარსას მთავარ გუნდში მესი 2004 გადაიყვანეს. მას შემდეგ შეადარეთ თუ მაგრები ხართ
bs
გადამწყვეტი და ქულების მომტანი პასი რომელს უფრო მეტი აქ? ან ასთი გულების კომბინაცია-შექმნაში ვის უფრო მეტი წვლილი არ? საფუძვლიანი ეჭვი მაქ რომ მესი დიდი უპირატესობით გაასწრებს,ასე რომ ,,ეგრე არ არი თაყაო შე რო მამული გაყაო", რონალდომ საკუთარი შრომით და თავდადებით შექმნა თავი,მესიმ ღვთისგან ბოძებული ნიჭი გამოიყება, ორივე გენიალურია, მაგრამ მესი, რონალდინიო, ბაჯო და მსგავსნი ფეხბურთის აზრი და მშვენებაა!
roma
ორივე მაგარი ფეხბურთელია,საინტერესო ფეხბურთს თამაშობენ,ხან ერთია უკეთეს ფორმაში და ხან მეორე,მაგრამ უპირატესობა იმას აქვს,ვინც თავისი ქვეყნის ნაკრებში მეტ წარმატებას აღწევს,მხედველობაში მისაღებია ის,რომ რონალდო ევროპის ჩემპიონიცაა და ეს რათქმა უნდა უპირატესობაა,მეორეც რონალდო სამი ქვეყნის ჩემპიონატებში საუცხოოდ ასპარეზობდა,ესეც რაღაცას ნიშნავს,მესამეც რონალდო ულამაზესი ადამიანია,ფიზიკურად,მოდელია,ეს ფეხბურთის ხარისხთან არაფერ შუაშია,მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავს,მე პირადად ორივეს ვაფასებ,ორივე ჩვენი დროის უდიდესი ფეხბურთელია და ორივეს ვუსურვებ წარმატებებს.მათში,ორივეში ვაფასებ იმას,რომ ორივე ხმამაღლა აცხადებს,რომ ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და თამაშობენ საკუთარი სიამოვნებისთვის,მოდი ჩვენც გულშემატკივრებიც შეუერთდეთ მათ ამ ვაშკაცურ თვისებას და ნუ დავძაბავთ სიტუაციას,ორივე მაგარია და ორივე დიდი ფეხბურთელია.
რეზო
რონალდო დღევანდელი ფეხბურთის სახეა, როდესაც მუშები ფასობენ და არა ფეხბურთელები, მუშა რომელიც ლიდერად ვერასოდეს ყალიბდება (ამისათვის თამაში უნდა შეგეძლოს). ამიტომაც გახდა ერთფეროვანი და მდარე ფეხბურთი. ფეხბურთი სტატისტიკის გამო არ შეგვყვარევია.
avtandili kutaladze
გაგვიმართლა რადგან ორივე ჩვენი თანამედროვეა... და მე გამიმართლა რომ ტრიბუნებიდან მინახავს ორივეს თამაში :დდ
გიო
რონალდუმ სხვადასვა დონეზე და ჩემპიონატში მიაღწია წარმატებას, ხოლო მესიმ მხოლოდ "ბარსა"-ს სასათბურე პირობებში. ნაკრებზე ხომ საუბარიც ზედემეტია. არგენტინის ნაკრებში მესის ბევრად ძლიერი პარტნიორები ყავს, მაგრამ ვერავიტარ შედეგს ვერ უჩვენებს, შეიძლება ითქვას, ევროპის ჩემპიონატის მოგებაის 50% რონალდუს დამსახურებაა. ზოგს არ მოწონს, ზედმეტად რომ იპრანჭება, მაგრამ ეს უბრალოდ, მისი შოუს ნაწილია და მოედან გარეთ აქტიურობაზეც მიუთითებს. მოკლედ, რონალდუ, თანაც ყველა კომპონენტში.
effe
ერთადერთი მიზეზი რატომაც ყოველთვის რონალდოს დავაყენებ მესიზე წინ არის ის რო კრისტიანოს 3 გუნდში და 3 ჩემპიონატში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები ყველაფერი მოიგო მანჩესტერში პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა გოლებში და გადავიდა რეალში სადაც ასევე ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლება ინდივიდუალურად თუ გუნდურად... მე-2 კიდე ის არის რონალდოს სანაკრებო ტიტული აქ მესის კიდე არა და მემგონი შანსიც აღარ აქ მაგის მოგების...
bucu
რონალდოს თავის სტილი აქ იმას თავის ვერ შეადარებ ორიმე ძაან მაგარია
Qutaiski
რა ბავშვური კომენტარებია , აწი დაიწყეთ რონალდო ბანძი მესი განძის ძახილი. ორივე უდიადესი ფეხბურთელია და პატივი ეცით და ისიამოვნეთ მათი თამაშით. სიმართლე რომ ვთქვათ ახლა რონი უკეთეს ფორმაშია :)
მემატიანე
ეს ისეთივე საკამათოა, როგორც პელე თუ ზეელერი? შენ შეიძლება ჩელებაძე, ან იშტოიანი მოგწონდეს, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, მესი რონალდოს ბევრად სჯობს
vaxo
მესი 10 რონალდოს ჯობია.
ილია
მესი! მესი! მესი!
ზურა
რა გჭირთ, ამ უაზრო კამათით და რაღაცეების თვლით არ დაიღალეთ მაინც? ორი ძალიან მაგარი ფეხბურთელი თამაშობს ჩვენს თვალწინ. უყურეთ და ისიამოვნეთ რა.
თამაზი
საგოლე პასები ვის აქვს მეტი გაკეტებული?
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი - ინტერესი საუდის არაბეთიდან და სერია A-ს ორი კლუბი
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ბარსელონაში" გადასვლა ძვირად დაუჯდა - გარსია სახლიდან ვეღარ გადის
რონალდომ დაადასტურა - პორტუგალიელი ვარსკვლავი "ალ ნასრში" რჩება
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
"ბაიერნი" ხავსს ეჭიდება - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა