სამხრეთამერიკული შევსება ევროპული ფეხბურთს
დღეს გთავაზობთ ბრაზილიელი და არგენტინელი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ სამშობლოში თამაშობენ, მაგრამ ახლო მომავალში მიაშურებენ ევროპულ კლუბებს და, დიდი ალბათობით, ვარსკვლავებიც გახდებიან.

ცხადია, მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი სატრანსფერო ღირებულება.

კრისტიან პავონი, ბოკა ხუნიორსი, 20 წლის

მარჯვენა გარემარბი, ფასი 4 მილიონი ევრო

დაბალი ფეხბურთელი (მისი სიმაღლე 1,68 სანტიმეტრია) ზაფხულში ლიბერტადორესის თასის გათამაშების ვარსკვლავი გახდა. მან ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამის შემდეგ პავონი "ბოკას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში მას არგენტინის ჩემპიონატში ერთი შეხვედრაც კი არ გამოუტოვებია. პავონი ძალიან სტაბილურია - გაიტანა ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. საინტერესოა, რომ ამ ნიჭიერმა ფეხბურთელმა რამდენიმე შეხვედრა შეტევის მარცხენა ფლანგზეც ჩაატარა. იცის ფლანგიდან ცენტრისკენ გადანაცვლება და შეტევის შედეგიანად დასრულება. მას ხშირად პაულო დიბალას ადარებენ.

ჟორჟე, ფლამენგო, 20 წლის

მარცხენა მცველი, ფასი 2,5 მილიონი

დაცვაში ძალიან საიმედოა. ეხერხება ართმევა, ვარდნა, პოზიციურად ძალიან კარგია. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად ერთვება შეტევებში. ბრაზილიის ჩემპიონატში ჟორჟემ ორი გოლი გაიტანა.

სამხრეთ ამერიკის თასზე კი მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე პასია. მან ოცწლამდელთა მუნდიალზეც გამოიჩინა თავი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ფლამენგოში" ას მატჩზე მეტი ითამაშა. ასე რომ, გამოცდილებას ვერავინ დაუწუნებს.

ტიაგო მაია, სანტოსი, 19 წლის

საყრდენი ნახევარმცველი, ფასი 3 მილიონი

ის იშვიათად აძლევს პასს შემტევებს. ურჩევნია, ახლოს მყოფ პარტნიორთან გაითამაშოს ბურთი. ის თითქმის არასოდეს რისკავს. სამაგიეროდ, აქვს ბრაზილიელი ნახევარმცველისათვის არადამახასიათებელი თვისებები. შესანიშნავად თამაშობს დაცვაში და, ამასთან ერთად, 90 წუთის განმავლობაში არ კარგავს კონცენტრაციას.

თამაშში საშუალოდ ხუთ ჩაჭრას და ართმევას აკეთებს მატჩის განმავლობაში. ცოტა ნელია, მაგრამ ამ ნაკლს ზეაკურატული თამაშით ასწორებს. მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელი 86 პროცენტია. 19 წლის საყრდენისათვის დიდებული შედეგია.

სებასტიან დრიუსი, რივერ პლეიტი, 20 წლის

თავდამსხმელი, ფასი 3,5 მილიონი

"რივერ პლეიტს" საქმეები კარგად ვერ მისდის. გუნდმა შინ წააგო სუპერკლასიკო. ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტი მეშვიდე ადგილზეა. რომ არა რიუსი, ტრადიციებით მდიდარი კლუბის საქმეები უფრო ცუდად იქნებოდა. კლუბის აღზრდილს დიდ ფეხბურთში დებიუტი სამი წლის წინ ჰქონდა.

ახლა კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მან გაასწრო ლუკას ალარიოს, რომელიც უკვე დიდი ხანია, სტაბილურად თამაშობს. ამ სეზონში არგენტინის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო. დრიუსი კარგად თამაშობს თავით, მაგრამ მისი მთავარი ღირსება სისწრაფეა. ასევე აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და საგოლე ალღო. საშუალოდ სამი დარტყმიდან ერთი გააქვს.

ვიტორ ბუენო, სანტოსი, 22 წლის

შემტევი ნახევარმცველი, ფასი 1 მილიონი

ბრაზილიური საზომებით ძალიან გვიან ათამაშდა. მხოლოდ 22 წლისა მოხვდა "სანტოსის" ძირითად შემადგენლობაში. ესეც მას შემდეგ, რაც ლუკას ლიმამ ტრავმა მიიღო. თამამად შეიძლება უთქვას, რომ სეზონის აღმოჩენა გახდა. ბრაზილიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა.

ითამაშა ნახევარდაცვის ცენტრში და ფლანგზე. გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 3 საგოლე პასი. მისი გადაბირებით პორტუგალიური ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებულნი.

სანტიაგო ასკასიბარი, ესტუდიანტესი, 19 წლის

საყრდენი ნახევარმცველი, ფასი 2,8 მილიონი

არგენტინაში მას ძალიან ხშირად ადარებენ ხავიერ მასკერანოს. ძალიან კარგად კითხულობს თამაშს და ამასთან ერთად, აგრესიულია დაცვაში.

არადა, სიმაღლით სულ 167 სანტიმეტრია და 68 კილოგრამს იწონის. საშუალოდ 3,5 ორთაბრძოლას იგებს მატჩის განმავლობაში. მისი სერიოზული მინუსია ზღვარსგადასული უხეშობა. ეს არ აშინებთ "ატლეტიკოს" სკაუტებს, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს სანტიაგოს თამაშს.

გუსტავო სკარპა, ფლუმინენსე 22 წლის

შემტევი ნახევარმცველი, ფასი 4 მილიონი

უკვე ორი სეზონია, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. "ფლუმინენსემ" სეზონი მშვიდად ჩაამთავრა, მას არ უბრძოლია გადარჩენისათვის და ამაში სკარპას წვლილი ძალიან დიდია. 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა პორტუგალიური ფეხბურთის გრანდი "ბენფიკა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? - უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: მოქმედი ჩემპიონი და რეკორდსმენი
ნეიმარმა ნაკრების დებიუტანტს ჟორჟეს თავი გადაპარსა
კრისტიან პავონი: სიმართლე რომ ვთქვათ, მუნდიალის სტარტი ჩავაგდეთ
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლიონელ მესის თანაგუნდელი ქომაგში აერია
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
"ალბათ ჩვენს ვარჯიშს დაესწრო" - "ფლამენგოს" მწვრთნელმა საფონოვზე იხუმრა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ამერიკელთა დომინაცია და ევროპელთა კრახი
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა