"ჯინო ფერედაისი" განტვირთვისა და გართობის იდეალურ შესაძლებლობას სპორტ-სკოლებს, საფეხბურთო, საკალათბურთო და სარაგბო გუნდებსაც სთავაზობს
ქვეყანაში არსებული დასასვენებელი და განსატვირთი ადგილებიდან, ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი და მიმზიდველი თბილისის ზღვაზე მდებარე გასართობი კომპლექსია. "ჯინო ფერედაისი" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, გრანდიოზულ აკვაპარკსა და უნიკალურ, სარელაქსაციო ველნეს და სპა-ცენტრებს, ფიტნესდარბაზსა და კვების ობიექტებს.

ანუ ეს გახლავთ 13 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული, ნებისმიერი ასაკის მომხამარებელზე გათვლილი, ოთხი სეზონის კურორტი, რომელსაც განსაკუთრებით ზაფხულში, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.

"ჯინო ფერედაისის" აკვაპარკი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში - ერთადერთ მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31-მეტრიანი ტობოგანით, დახურული და ღია აუზებით.

"ჯინო ფერედაისის" უნიკალური ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, გასართობი კომპლექსი მომხმარებლის სიმცირეს არც ზამთრის პერიოდში განიცდის, რადგან სტუმართა განკარგულებაში განსხვავებული თვისებების მატარებელი საუნები და სარელაქსაციო ადგილებია. ვი-აი-პი და ექსელენთ-ზონები კი დამსვენებელს დროის მშვიდად და კომფორტულად გატარების უნიკალურ საშუალებას აძლევს.

ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული მომსახურებით სარგებლობენ მოზარდები, თუმცა სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ახლა უკვე "ჯინო ფერედაისი" განტვირთვისა და გართობის იდეალურ შესაძლებლობას სპორტ-სკოლებს, საფეხბურთო, საკალათბურთო და სარაგბო გუნდებსაც სთავაზობს.

ქართველი სპორტსმენებისადმი თანადგომის გამოხატვის ნიშნად, კომპლექსის ხელმძღვანელობამ სპეციალური შეთავაზება შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მოზარდ სპორტსმენებს, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, მხოლოდ 15 ლარად შეუძლიათ 4 საათით ისარგებლონ "ჯინო ფერედაისის" მომსახურებით. სპეციალურად მოზარდი სპორტსმენებისათვის შექმნილი შეთავაზების დეტალებზე კომპანიის გაყიდვების მენეჯერს, ლაშა დვალიშვილს ვესაუბრეთ..

- რას გულისხმობს კონკრეტულად ეს შეთავაზება და რითი განსხვავდება თქვენ მიერ შექმნილი სხვა წინადადებებისგან?

- აქამდე სპორტული და სპორტსმენებისათვის სპეციალური შეთავაზება არ არსებობდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა მომსახურების ისეთი პაკეტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ნებისმიერი ოჯახისთვის. 15 ლარი ის თანხაა, რომლის სანაცვლოდაც ნებისმიერ ოჯახს შეუძლია, შვილს დაუვიწყარი 4-საათიანი საჩუქარი გაუკეთოს. ეს მომსახურება გათვლილია რაოდენობაზე და გუნდური პრინციპების გაღრმავებაზე, სწორედ ამიტომ ავიღეთ გეზი სპორტული გუნდების თანადგომაზე.

- რატომ გადაწყვიტეთ სპორტული მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება?

- ეს იყო "ჯინოს" დამფუძნებლის, ბატონი ნოდარ გიორგაძისა და ხელმძღვანელობის ერთობლივი და რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილება. ჩვენი მხრივ, გვსურს, გარკვეული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ მოზარდი სპორტსმენებისადმი.

ამ შეთავაზების მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ვიცავთ გუნდურობის პრინციპს. დღეს ფეხბურთელები, კალათბურთელები, მორაგბეები ერთმანეთს მხოლოდ 2-საათიან ვარჯიშზე ხვდებიან. ჩვენ კი მათ, მათ მშობლებსა და მწვრთნელებს ვთავაზობთ ბავშვების კიდევ უფრო დაახლოებასა და გუნდური პრინციპების გაღრმავებაში ხელშეწყობას.

ამასთან, ჩვენი ამოცანაა, მცირედი წვლილი შევიტანოთ იმ მიმართულებითაც, რომ ბავშვები თუნდაც 4 საათით მოვწყვიტოთ ვირტუალურ სამყაროს, კომპიუტერებსა და ტელეფონებზე თამაშს და ამ ყველაფრის სანაცვლოდ შევთავაზოთ ერთად გართობა, დროის გატარება და სიამოვნების მიღება "ჯინო ფერედაისში".

- ფასი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ არის თუ არა ამ ფასის ადეკვატური ის მომსახურება, რასაც "ჯინო" სთავაზობს სპორტსმენ ბავშვებს?

- გარწმუნებთ, კომპანია ამ ნაბიჯით მომგებიან პოზიციაში ნამდვილად არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის გასართობი ცენტრი არ არსებობს, ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის კეთილი ნების ჟესტი "ჯინო ფერედაისის" დამფუძნებლის მხრიდან. ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს გარკვეულწილად სტიმულიც უნდა იყოს სპორტსმენი ბავშვებისთვის.

მით უმეტეს, რომ ამ მიზერულ თანხაში მათ განკარგულებაში შევა: სასიამოვნო ატმოსფეროში გატარებული 4 საათი, სარელაქსაციო და საბავშვო აუზი, მეკობრეების გემი და რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, ექსტრემალური - 31-მეტრიანი წყლის სასრიალოების კომპლექსი, 6 განსხვავებული სიჩქარის, შეგრძნებისა და ეფექტის მქონე წყლის სლაიდით, მანათობლებით და ფორმულა ერთის ხმოვანი ეფექტით.

სტუმრებს ასევე ექნებათ კვება, შეთავაზებული 3 მენიუდან ბავშვს თავად შეეძლება არჩევა. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომლის ხარჯზეც ბევრი ოჯახისა და ბავშვისთვის აქამდე მიუწვდომელი გავხადეთ ხელმისაწვდომი.

- რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ეს შეთავაზება ძალაში?

- გვაქვს სურვილი, რომ ეს პაკეტი ტრადიციული და უცვლელი იყოს. გვინდა, ყველა სპორტ-სკოლამ, გუნდმა თუ კლუბმა იცოდეს, რომ "ჯინო ფერედაისი" მათ და მათი აღსაზრდელების გვერდში მდგომია. ეს მომსახურება უკვე მოქმედებაშია და ნებისმიერ დაინტერესებულ სპორტ-სკოლას შეუძლია დღესვე მოგვმართოს. ეს ფასი შენარჩუნდება 2017 წლის პირველ ივნისამდე და შემდეგ უკვე განახლდება პირველი ოქტომბრიდან, 2018 წლის პირველ ივნისამდე. ანუ წელიწადში 8 თვის მანძილზე სპორტ-სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვებს რეგულარულად შესთავაზონ 4-საათიანი გართობისგან მიღებული დაუვიწყარი სიამოვნება მიზერულ ფასად.

- პროფესიონალი სპორტსმენებისათვისაც ხომ არ გეგმავთ მსგავსი შეთავაზების გაკეთებას?

- მთლიანობაში, თავისი პროფილიდან გამომდინარე "ჯინო ფერედაისის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ქართული სპორტის მხარდაჭერა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილია. ჩვენი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, პროფესიონალი სპორტსმენებისათვისაც იდეალური გარემო გვაქვს შექმნილი.

"ჯინოში" არსებული ფიტნესცენტრი სპორტსმენებს უახლეს კარდიო და ძალისმიერ ტრენაჟორებს, აერობიკის დარბაზს და მრავალფეროვან სლენდერებს სთავაზობს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კომპლექსური ვარჯიშებისათვის. თუმცა გუნდების, კლუბების წარმომადგენელთათვის და პროფესიონალი სპორტსმენებისათვის გაცილებით მიმზიდველი "ჯინოს" სპა-ცენტრია, რომელიც აღჭურვილია სარელაქსაციო, არომა და გამაჯანსაღებელი პროცედურების, ასევე, უნიკალური საუნების და ჰიდროთერაპიისთვის განკუთვნილი ოთახების კომპლექსით, რაც იმას გულისხმობს, რომ გადატვირთული სეზონის თუ შუასასეზონო შეკრების დროს, ასევე, დამღლელი სავარჯიშო პროცესის შემდეგ ნებისმიერ მსურველსა თუ გუნდს შეუძლია ესტუმროს "ჯინოს" და სპორტსმენებისათვის სპეციალურად დადგენილ შეღავათიან ფასებში გაიაროს ყველა ის პროცედურა, რომელიც აუცილებელია ძალების სრულად აღსადგენად.

R

ბესარიონ
ძალიან კარგია და მისასალმებელი,ასევე კარგი იქნებოდა თუ ამ აქვაპარკის ბაზაზე გაკეთდება სპორტული საცურაო აუზი, სადაც ბავშვები დაეუფლებიან სპორტის ამ სახეობას,პირადად ვცხოვრობ ამ კომპლექსის უშუალო სიახლოვეს და ბავშვის ტარება მიწევს გლდანის საცურაო აუზზე, ვფიქრობ ამ სიახლით ორგანიზაციაც სარგებელს ნახავს დამატებითი შემოსავლის სახით....
datuna
sportsmenebze zrunva dzalian kardia, magram iqneb aseti ram studentebistvisac gaaketot.
ბელა
საუკეთესო შეთავაზებაა, ყოჩაღ იდეის ავტორს და #Gino Paradise -ეს ხელმძღვანელობას. მისაბაძია
ზურა
კარგია ესე გააგრძელეთ, სხვებიც თუ მოგბაძავენ და გვერდში დაუდგებიან პატარა სპორჩმენებს კარგი იქნება !!!
nika
me vici ro zamtarshi ar mushaoben
megi
rodidan moqmedebs shetavazeba? zamtarshi daketilia xo? exla ar mushaobs?
მარიკა
არ შეიძლება ეს შეთავაზება, რომ არამარტო სპორტსმენებზე არამეს, სტუდენტებზე და მოსცავლეებზეც გავრცელდეს? ყველა ივლის
beka
ასაკი შეზღუდულია?
გიგა
15 ლარი კვებით? საგოლ მარკეტინგს
ავთო
კარგი შეთავაზებაა
ჯემო
როგორც იქნა მიხვდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობა, რომ ბავშვებისთვის მაინც დააკლოს ფასი
nika
dzalian magaria. dzlivs vigacam ifiqra rom bavshvebs yuradgeba miaqcios. umagresi shetavazebaa.
mari
dzalian magaria
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
არ ველოდებოდი ამ აღიარებას, უეცრად გავიგე მეც - გიორგი ლორია კვიპროსში სეზონის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელია გადაცემა "სპორტალში"
ლაშა დვალიშვილი: სპორტულმა ჟურნალისტიკამ ქუჩას ამაცდინა, ახლა კი ერთ-ერთ საუკეთესო მედიაორგანიზაციაში ვარ
ოცნება ავიხდინე... - რა ოცნებაზე საუბრობს ხვიჩა კვარაცხელია [VIDEO]
ზვიად სიჭინავა: ხალხო, ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ დადექით