რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად მამუკა ლოსაბერიძის არჩევას ყრილობის დელეგატები აპროტესტებენ და სასამართლოში ასაჩივრებენ
19 დეკემბერს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის შენობაში, რუსეთის რაგბის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც დიდი დავა-კამათის შემდეგ დელეგატთა ნაწილმა ყრილობა დატოვა. თუმცა, არჩევნები მაინც გაიმართა და ვიაჩესლავ კოპიევის ნაცვლად, პრეზიდენტად მამუკა ლოსაბერიძე აირჩიეს.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა, ის 46 დელეგატი, რომელმაც ყრილობა დატოვა, სასამართლოში ჩივის და არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

მათ ოფიციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ყრილობის მსვლელობისას ძალიან ბევრი იყო პროცედურული დარღვევა, რის გამოც დელეგატთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მათ შორის იყვნენ მოსკოვის ფედერაციის, კრასნოიარსკის მხარის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ფედერაციის, სანკტ-პეტერბურგის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის ფედერაციისა და პრემიერლიგის რვა საუკეთესო გუნდიდან ექვსის წარმომადგენლები.

ამის საფუძველზე მამუკა ლოსაბერიძის მოწინააღმდეგე დელეგატები ყრილობის გადაწყვეტილების არალეგიტიმურად აღიარებას სასამართლოს სთხოვენ.

ერთი სიტყვით, რუსულ რაგბიში სერიოზული განხეთქილებაა. ძნელი სათქმელია, როდემდე გასტანს ის, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას. ერთი რამ ცხადია, გაურკვევლობა და წამყვანი კლუბების პროტესტი კარგს არაფერს ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რუსეთის რაგბის ფედერაცია საერთაშორისო სანქციებსაც ვერ ასცდეს.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ლოსაბერიძე ქუთაისის ლეგენდარული "აიასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერია. ვებგვერდმა rugbyest.com-მა ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც, როგორც რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, რომელიც მამუკა ლოსაბერიძის ეთნიკურ წარმოშობას ეხება.

- საინტერესოა, ის, რომ ქართველი ხართ, ხელისშემშლელია თუ პირიქით, რუსეთში, როცა გინდათ, ფედერაციის პრეზიდენტი გახდები? საერთოდ, რას ფიქრობთ ქართული და რუსული რაგბის ურთიერთობაზე?

- რუსეთი მრავალნაციონალური ქვეყანაა, აქ 190-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. 37 ენა რუსულთან ერთად სახელმწიფო ენად ითვლება(?). არასდროს არ გვქონია ადრე ეთნიკური პრობლემები. ქართველები და რუსები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, რაც ჩვენს ძმობას კიდევ უფრო ამყარებს.

თუ ჩემს ასაკს შევხედავთ, შემიძლია ვთქვა, რომ საბჭოთა სპორტსმენი ვარ, იმიტომ, რომ დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც მეგობრობა და ძმობა უბრალოდ სიტყვები არ იყო. როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდი, იქ მოთამაშეები მთელი ქვეყნიდან იყვნენ. ვფიქრობ, ჩემი საბჭოთა-ქართულ-რუსული ბექგრაუნდი მხოლოდ მეხმარება. პირადად ვიცნობ ძალიან ბევრ მორაგბეს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ცხოვრობენ და დამიჯერეთ, ჩვენ დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

ქართული რაგბი სერიოზულ პროგრესს განიცდის. რაგბი საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, რომელიც ქვეყანას აერთიანებს. ცხადია, ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი სხვაობაა. საქართველოში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთში - 142 მილიონი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საქართველოს სიგრძე 500 კილომეტრია, რუსეთის კი - 10 000 კმ. ეს საკმაოდ სპეციფიკური მახასიათებლებია. მაგრამ ქართველებს ძალიან ბევრი რამ აქვთ, რაც მათგან უნდა ვისწავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენზე ასე წინ ვერ იქნებოდნენ მსოფლიოს რეიტინგში.

ჩვენც შეგვიძლია მომავალში განვვითარდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gogi
ტიპური საბჭოთა პიროვნება. თანაც ამით ამაყობს. ამის ხელში რუსული რაგბი, როგორიც იყო, ისეთი დარჩება.

წარმატებები. კაია რაა კაცი წავიდა რაღAცას მიაღწია აბა აქ ამათ ხო არ დაუწყებდა ყურებას. საღოლ ჯიგგარო შენც იხეირებ და შენიანებსაც ახეირებ. ეგრე ჯობდა აქ შიმშილს ჩვენთAნ
რეზო
ძმობის რა მოგახსენოთ...
guga=dito=სიმართლეა!
სამწუხაროა, მაგრამ ქართველის გარდა ძმობაზე მტრის მიმართ - ოკუპანტთან, დამპყრობელთან, ხალხის დახოცვითა და სახლების დაბომბვა-განადგურებით, ტერიტორიების ქართველებისგან გაწმენდის პოლიტიკის გამტარებელთან, ალბათ არავინ საუბრობს... ერთი პუტინია ჩვენი ძმა და ადრე თემურ ლენგი და შაჰ აბასი იყვნენ კიდევ. აი, ასეთი ადამიანები შემოჰყვებიან "მეთერთმეტე" არმიებს"...
guga
არვიცი შენ რომელ ძმებზე ლაპარაკობ მაგრამ მე ძმები ომში დავკარგე!! იმ ქვეყნის წინააღმდეგ რომელსაც შენ წარმოადგენ!
dito
რომე ძმობაზეა საუბარი,პუტინის მიერ ჩამოყრილ ბომბებს გულისხმობს??
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
გოჩა სვანიძე: ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი!
რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრებისა და "აიას" ყოფილი მორაგბე აირჩიეს
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
რუსულ რაგბიში აურზაური გრძელდება - მამუკა ლოსაბერიძეს კაბინეტში არ უშვებენ
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ
რუსულ "ბარბაროსებში" ქართველი მორაგბეებიც გამოიძახეს