"სახელმწიფო გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს და ფეხბურთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს"
ფოტოზე: ნიკა საბანაძე და კახა ჩხეტიანი

ქუთაისის "ტორპედოში" დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუგა ფალავანდიშვილს, იურგენ კოლინსა და ოთარ კვერნაძეს კონტრაქტები დაუსრულდათ და ახალ გუნდებს ეძებენ. შემცვლელი კი ჯერ მხოლოდ ერთია - ცენტრფორვარდი ნიკა საბანაძე...

კვერნაძესთან ერთად, ხელშეკრულების ვადა კიდევ 10 მოთამაშეს გაუვიდა და ზოგმა საკუთარი ნებით არ ისურვა მისი გახანგრძლივება, ნაწილთან თანამშრომლობაზე უარი კი "ტორპედოს" მმართველებმა თქვეს. აქვე ვიტყვით, რომ წასულთა უმრავლესობა იშვიათად თამაშობდა: მეკარე მაქსიმე ქვილითაია რჩება, ხოლო მისი მოგვარე და კონკურენტი მამუკა ქვილითაია (არცერთი მატჩი) წავიდა.

გუნდი დატოვა გამოცდილმა გია ნერგაძემაც. საინტერესოა, რომ კვერნაძის გარდა, "ტორპედოდან" წასულთა შორის კიდევ ოთხი ახალგაზრდაა - ნახევარმცველები ავთო ენდელაძე (7 მატჩი), 20 წლის ზაურ გოგუაძე (არ უთამაშია) და თავდამსხმელები - ვასილ მაისურაძის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები, 21 წლის ვანო წილოსანი (2) და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრი, 20 წლის ცოტნე მესხი (1). გარდა ამისა, გუნდს დაემშვიდობნენ გამოცდილი ვახტანგ კვარაცხელია (3) და უნივერსალი ლექსო ბენაშვილი (6).

გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობისას, ქუთაისელთა შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ტორპედოელი ნერგაძე გახლდათ. მან "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ დატოვა გუნდი:

"კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მქონდა, მაგრამ "ტორპედოს" მწვრთნელებს რომ ველაპარაკე, ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტეს. სად ვითამაშებ? პრო ლიგა 1-ის წყალტუბოს "სამგურალი" მიწვევს და დიდი ალბათობით, ამ გუნდში გადავალ", - ამბობს ნერგაძე.

ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დაინტერესებულია, რომ კლუბში დროულად მივიდეს ინვესტორი, რათა ფინანსური საკითხები ახლავე გადაწყდეს, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული საინტერესო მოთამაშეების დამატება. "ტორპედოს" დამრიგებელი ბიზნესმენ ზაალ (ზაზა) ჩაჩავას დაბრუნებას მხარს უჭერს:

"ჩაჩავასა და მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერიის სურვილიც არის, პრობლემა მოგვარდეს და იმედია, ეს ურთიერთობა კლუბის სასარგებლოდ დასრულდება.

საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ სპონსორი თუ გამოჩნდება, სახელმწიფოზეა დამოკიდებული რაღაც საკითხების გადაწყვეტა. სახელმწიფო კი გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს და ფეხბურთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ინვესტორმა ფული სტადიონის იჯარაში მაინც არ უნდა გადაიხადოს".

საერთოდ, მეპატრონესთან დაკავშირებით ქუთაისურ კლუბში კურიოზული ვითარებაა. სხვა რეალურ მსურველს ჯერ "ტორპედოსკენ" არ გაუხედავს. ჩაჩავას კი კლუბში მისვლა სურდა და ჩანაფიქრზე ხელი დღემდე არ აუღია. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედო" გადაფორმებული არ ჰქონდა, ამ ახალგაზრდა ბიზნესმენმა გუნდში დაახლოებით 300 ათასამდე ლარი დახარჯა - ეკიპირებაზე, შეკრებაზე, მოთამაშეებთან საკონტრაქტო (ე.წ. პადიომნები) თანხებზე. ანუ მას ფეხბურთი რეალურად აინტერესებს და ამის შედეგი იყო, გარდამავალ ჩემპიონატამდე ლამის დაშლილ გუნდში წასვლის მსურველ რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასი რომ გაუზარდეს და დატოვეს, პლუს, რამდენიმე ახალიც მიიწვიეს. ცხადია, "ტორპედო" საქართველოს თასს რომ დაეუფლა, ამ ნაბიჯების შედეგიც გახლავთ.

- [ექსკლუზივი] წლიური 500 000 და უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"

ჩაჩავა გუნდში იმ პირობით მიდიოდა, რომ კონტრაქტის ვადაში სიმბოლურად, ერთ ლარად გადასცემდნენ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისა და საღორიის ბაზის მართვის უფლებას - ისევე, როგორც ეს კომპანია "ვისოლის" შემთხვევაში მოხდა. ბოლოს, ვითარება შეიცვალა და ამ პირობიდან მხოლოდ გუნდის გადაცემა დარჩა - ჩაჩავას სტადიონზე პრეტენზია არც ჰქონდა და მხოლოდ ერთს ითხოვდა, სტადიონზე გუნდს უფასოდ ეთამაშა.

რაც შეეხება ბაზას, ის ცალკე თემად განიხილებოდა და ესეც მოულოდნელი იყო.

ასეთი რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, ჩაჩავა ახლაც მზად არის, "ტორპედოში" 500 ათასი ლარი დააბანდოს და საფეხბურთო აკადემიას მიხედოს, სადაც 250 ბავშვი უფასოდ ივარჯიშებს. ამის მიუხედავად, ქუთაისის მერია "ტორპედოს" მეპატრონეობაზე აუქციონის ჩატარებას აპირებს.

უცნაურია, რატომ არ ჩქარდება უფულო და ფინანსური პრობლემებით სავსე კლუბის ბიზნესმენზე გადაბარება - ამით ხომ ისევ "ტორპედოს" საქმე ფუჭდება?!

- ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?

სხვათა შორის, ახალ ჩემპიონატში დღის წესრიგში კიდევ ერთი ახალი საკითხი დადგება: მომდევნო სეზონში პრო ლიგა 1-ში გუნდებს 36 შეხვედრის გამართვა მოუწევთ, პლუს, თასის მატჩები, რასაც "ტორპედოსთვის" ევროპის ლიგის მატჩები დაემატება. გასულ წელს შემადგენლობაში 16-18 მოთამაშე თუ იყო საკმარისი, 2017 წელს მეტი რესურსი იქნება საჭირო.

ჩხეტიანის თქმით, გუნდში ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელი აიყვანეს:

"ნიკა საბანაძის ამბავი უკვე ყველამ იცის. ჩვენი მეორე ახალწვეული "ცხინვალის" ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძეა. ნიჭიერი ბიჭია, მომწონდა და მიხარია, ახალი სეზონიდან ჩვენთან რომ ითამაშებს. იმედია, ის "ტორპედოს" მიზნების შესრულებაში დაეხმარება.

საერთოდაც, იმედია, კლუბის მეპატრონის საკითხი დროულად გადაწყდება. ეს კლუბს დაეხმარება, რომ არსებული პრობლემები უმოკლეს დროში გადაიჭრას. ამ ყველაფერს ხომ მთავარ საკითხთან მივყავართ - სასურველი მოთამაშეები დროულად უნდა მოვიყვანოთ და შეკრების საკითხი ახლავე გადავწყვიტოთ. სხვაგვარად, ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგი ქუთაისელი
კომენტარს არ ვაკეთებ! ადამიანებმა არ უნდა ითვალონ რა სასარგებლოს მოუტანთ მათ სპონსორი!
imereli
ვისოლი გახდა სანატრელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
კოტე
სტატიაში ისეთი სურათია დახატული, თითქოს გუნდში მხოლოდ ორი მოთამაშეღა იყოს )) . რასაც ვუყურებ, თანმიმდევრული სატრანსფერო პოლიტიკა მიდის, ბარეორს რომ შეშურდება, ისეთი - გაუშვეს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც თამაში არ უწევდათ (ფალავანდიშვილი არ ითვლება) და ნელ-ნელა ისეთებს იმატებენ, რომლებიც გააძლიერებენ გუნდს. ეს ფინანსური პრობლემები კიდევ საიდან მოიტანეთ - რადგან სპონსორი არ ყავს, ამიტომ ფინანსური პრობლემებია? ერთიანი ფონდიდან არ ფინანსდება გუნდი?
Georgian
ჩაჩავას სასწრაფოდ გადაეცით ტორპედო, თუ გინდათ ქუთაისში ფეხბურთი!
mamuka
goga shen gadaoob tu saertod azrze xaar fexburtis visolis dros ra iyo shedegi rame tituli aigeee saertod tu shen tavad iyavi visolis mxardamcheru
simartle
ესაა ტყვილი სტატიაააააააააააააააააა
goga
visols tavis droze larad misces torpedo da mahin hedegic iko,ar dablokot admi.
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ქუთაისის "ტორპედო": ტატო ხაინდრავა იქით, კახა მეშველიანი აქეთ
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ქუთაისის "ტორპედო": მბარგა აიბარგა - დაწუნებული ფრანგი და მარცხი თურქებთან
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
"ტორპედო" მაქსიმე ქვილითაიამაც დატოვა
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სამტრედია-ტორპედო 0:2 - დამაჯერებელი რევანში სუპერთასის გამო [VIDEO]
ტორპედო-კოლხეთი (ხ) 5:1 - ქუთათურებმა თოვლსაც აჯობეს და მეტოქესაც
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
ეროვნული ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ქუთაისის "ტორპედო": უგოლო ზავი "დესნას" ქართველებთან [VIDEO]