შეძლებს ახალი პრეზიდენტი რუსეთის რაგბის კავშირში ვითარების დარეგულირებას?
რუსულ რაგბიში აურზაური გრძელდება. რუსეთის რაგბის კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტად ქართული წარმოშობის სარაგბო ფუქციონერი მამუკა ლოსაბერიძე აირჩიეს, თუმცა ეს ყველაფერი სკანდალის ფონზე მოხდა. ყრილობის დელეგატთა გარკვეულმა რაოდენობამ კრება არჩევნებამდე დატოვა.

მათ ოფიციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ყრილობის მსვლელობისას ძალიან ბევრი იყო პროცედურული დარღვევა, რის გამოც დარბაზი დატოვეს. მათ შორის იყვნენ მოსკოვის ფედერაციის, კრასნოიარსკის მხარის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ფედერაციის, სანკტ-პეტერბურგის ფედერაციის, თათრეთის რესპუბლიკის ფედერაციისა და პრემიერლიგის რვა საუკეთესო გუნდიდან ექვსის წარმომადგენლები. ამის საფუძველზე მამუკა ლოსაბერიძის მოწინააღმდეგე დელეგატები ყრილობის გადაწყვეტილების არალეგიტიმურად აღიარებას სასამართლოს სთხოვენ.

ყოველივე ამას რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოპიევის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ დე იურე პრეზიდენტი ისაა და განაგრძობს ამ თანამდებობაზე მუშაობას. ცხადია, ამაზე სათანადო რეაქცია ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უმალ გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდს ამ მიმართვიდან:

"მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ამხანაგებო(?) და თანამებრძოლებო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბატონი კოპიევის გუნდისთვის რაგბი, ეს საკუთარი ამბიციების რეალიზაციის ინსტრუმენტია და არა ცხოვრების საქმე.

ბატონი კოპიევისა და ქალბატონი არტამონოვას (რაგბის კავშირის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის რაგბის კავშირის საბოტაჟისა. ეს არის უსუსური მცდელობა, შეინარჩუნონ ხელისუფლება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამჯერად, მათი მცდელობა ემყარება მოწოდებას, არ დაუშვან შეფერხება რაგბის კავშირის საქმიანობასა და ნაკრები გუნდების თამაშებში.

ისინი უგულებელყოფენ რაგბის კავშირის წესდებას, არღვევენ კანონს, როცა წინააღმდეგობას მიქმნიან მე, კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ჩემი მოვალეობის შესრულებაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის რაგბის კავშირის წესდების თანახმად, ყრილობის გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი მიღებისთანავე. ამიტომ რაგბის კავშირის ახალ ხელმძღვანელთა უფლებამოსილება ძალაში შევიდა 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

ყველამ ნახა, რომ ყრილობაზე კოპიევმა მომილოცა პრეზიდენტად არჩევა. ყრილობის გადაწყვეტილებით, ის აღარ არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

ყრილობის შედეგების თანახმად შედგა და ხელმოწერილ იქნა ოქმი, რომელიც პრეზიდენტად ჩემს არჩევას ადასტურებს. ამ ოქმების ასლები გადაიგზავნა რუსეთის სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტში.

ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რომ ყრილობის მსვლელობის დროს მოიპარეს ოფიციალური დოკუმენტები. ქურდები ვერ შეაჩერა ყრილობაზე სპორტის მინისტრის მოადგილისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირების ყოფნამ. ვაცხადებ, რომ ოფიციალური განცხადებით მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს დოკუმენტების დაკარგვის თაობაზე. საქმეს მივეცი ოფიციალური მსვლელობა და ის, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მოგიწოდებთ ყველას, ნუ აჰყვებით რაგბის კავშირის ყოფილი ხელმძღვანელების პროვოკაციებს. შემდგარი არჩევნების ლეგიტიმურობა საეჭვო არ არის. სამწუხაროდ, ჩემს ოპონენტებს არ ჰყოფნით ვაჟკაცობა, ეს აღიარონ და იმუშავონ რუსული რაგბის საკეთილდღეოდ. მათთვის უფრო მისაღებია, ის დაანგრიონ, პრინციპით: "მაშ, ნურავის დარჩები". თუმცა, ასე არ გამოვა. კანონი და საზოგადოება ჩვენ მხარესაა და მაშასადამე, სამართლიანობა იზეიმებს".

როგორც ხედავთ, მხარეები ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. ორივე სამართალდამცავ ორგანოებში ჩივის, მაგრამ ჯერ კანონის დამცველები პასიურობენ. ერთა თასის გათამაშების დაწყებამდე კი თვეზე ოდნავ მეტი რჩება.

შეძლებს თუ არა ახალი პრეზიდენტი რუსეთის რაგბის კავშირში ვითარების დარეგულირებას და ნაკრები შეჯიბრებაში მონაწილეობას, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
ნარამანია არ მიიღო თბილისმა?? აბა არჩევნები ვისი Xმებით მოიგო ნარმანიამ? თბილისელებმა არ მიცეს ხმაა?? მე ვიტყოდი ნარმანიამ თვითონ არ მიიღო თბილისი. მაგას არ უნახავს არც საბჭოთა თბილისი, არც ძველი თბილისი და არც ნაომარი თბილისი. მაგან ნახა კაპიტალისტების ხელში ჩAვარდნილი თბილისი რომელსაც მეწველი ძროხასავით წველიდნენ. მოეწონა ეგ ამბავი და ეხლა თვითონ აგრძელებს ფულის კეთებას. თოორე წარმომავლობა და ოჯახის შვილობა არაფერშუაშია
სოსო
ვახვახს.ვახვახ არა მგონია მთლად მასე იყოს საქმე,მიხეილ მამიაშვილიც ქართველია,მაგრამ მთელი ჭიდაობა ხელში უჭირავსდა არც მათზე ვნერვიულობ.უბრალოდ პარალელი გავავლე ჩავარდნის გამომწვევ მიზეზებზე როგორც რუსულ რაგბიში ,ისე ქართულ ფეხბურთში.ორივეგან საქმის ინტერესზე წინ ჯიბის ინტერესს აყენებენ და ეს აშკარად გამოჩნდა მაგ არჩევნებში,აი ქართულ რაგბიში კი საორგანიზაციო მხარე მაღალ დონეზეა დაყენებული,ხელმძღვანელები იცვლებიან,მაგრამ ხაზი არ იცვლება ,ყველაფერი მემკვიდრეობითობის პრინციპით ვითარდება,როცა ახალი ლიდერი ძველის დადებითს ინარჩუნებს და თავის იდეას იმ კარგ ძველზე აშენებს.შესაბამისად შედეგიც გაცილებით უკეთესია,რადგან რესურსი გაცილებით უფრო ეკონომიურად იხარჯება მხოლოდ იმ ახალი ზედნაშენის აშენებაში.
დათო
ხო თურქებს ხომ გულზე ეხატებათ ქართული გვარები, ამიტომ არაა რომ ყველას თურქულად გადაუკეთეს გვარებიც და სარწმუნოებაც.
თამაზი
რატომ უნდა მოგინდეს ქუთაისელ კაცს ,რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა?მარტო გვარის ამბავი არ არის მისიანად უნდა გთვლიდნენ კულტურით ,მენტალიტატით ,მაგ.არავინ მიაქცევს ყურადღებას ანტონ სიხარულიძის გვარს ,იმიტომ რომ იმათია ,იმათ კულტურაზეა გაზრდილი,რაა გასაკვირი ყველგან ასეა.არაა შესადარებელი მაგრამ ნარმანია არ მიიღო თბილისმა, უგულავა კი ბატონო ან ზოდელავა
vaxvax
სოსოს - თქვენ ნუ ინერვიულებთ რუსების შოვინიზმს,მათ ქართული გვარი ეხამუშებათ პრეზიდენტად,ჯერ პეტრე-1 და მერე სატალინი ჰყავთ მოსანელებელი,ახლა ესეც გამოჩნდა საღაციდან.ასე ,რომ არ იყოს სად არის სპორტის მინისტრი,მთავრობა და ა.შ.
სოსო
აი რატომაა ქართული რაგბი წარმატებული და რუსული რაგბი,მიუხედავად უზარმაზარი რესურსებისა ჩვენზე გაცილებით დაბლა.ეს არის აგრეთვე ზუსტი ანალოგია ქართული ფეხბურთისა,სადაც ყველა თავისკენ ექაჩება საბანს და ნთქავს სახელმწიფო რესურსებს.
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ქართველებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ - რა ხდება რუსულ რაგბიში
მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები
გოჩა სვანიძე: ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი!
რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრებისა და "აიას" ყოფილი მორაგბე აირჩიეს
წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ
რუსულ "ბარბაროსებში" ქართველი მორაგბეებიც გამოიძახეს