განსაკუთრებით აღსანიშნავი ავსტრიულ კიცბუელში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეორე ადგილია

გმირი

ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების ლიდერია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც წარმატებით გამოდის საერთაშორისო ტურნირებში. წლეულს მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიულ კიცბუელში დაკავებული მეორე ადგილი - მაშინ ქართველი ჩოგბურთელი ფინალში იტალიელ პაოლო ლორენცთან დამარცხდა.

ავსტრიაშივე, ოღონდ ვენის საერთაშორისო ტურნირზე ბასილაშვილმა სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო - ზედიზედ სძლია ბრაზილიელ ბელუჩის, მოლდოველ ალბოტს, ძირითადი ბადის პირველსავე წრეში კი მე-2 ნომრად განთესილ რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ ტომაშ ბერდიხს (ჩეხეთი) მოუგო, ხოლო მეორე წრეში მსოფლიო კლასიფიკაციით 53-ე კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან. მაშინ ბასილაშვილი 107-ე იყო.

ქართველ ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი - 86-ე ადგილი 2015 წლის 19 ოქტომბერს ჰქონდა, ამჟამად რეიტინგით 94-ეა.

საგულისხმოა ისიც, რომ წლეულს მან ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა და რიოს ოლიმპიადაზე მოსინჯა ძალები.

მოვლენა

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - სამხრეთი აფრიკა (2:1) და ბულგარეთი (2:1), ხოლო დიდ ბრიტანეთთან წააგო (1:2). მარცხის მიუხედავად, ქალთა ნაკრებმა ზონაში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში შინ ორი შეხვედრა გამართა.

გაზაფხულზე ახალ სპორტის სასახლეში დანიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - მატჩი 0:5 დათმო, სამაგიეროდ, "მზიურის" კორტებზე ზიმბაბვეს აჯობა 3:2 და გაისადაც მე-2 ზონაში იბრძოლებს პირველ ეშელონში დასაწინაურებლად.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: ყოფილი კაპიტანი - ვლადიმერ გაბრიჩიძე დავით კვერნაძემ (კაპიტანი) და ირაკლი ლაბაძემ (გუნდის ხელმძღვანელი) შეცვალეს.

მარიამ ბოლქვაძემ წლეულს 18-წლამდელთა უიმბლდონის ტურნირზე წყვილებში ამერიკელ ქეით მაკნეილთან ერთად ფინალური პაექრობა წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

მარიამ დალაქიშვილმა იტალიაში 16-წლამდელთა მასტერსის ტურნირი მოიგო.

რიცხვი

24 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ტომაშ ბერდიხს აჯობა - 6:4, 6:7, 7:5, ხოლო 26 ოქტომბერს კარენ ხაჩანოვს მოუგო - 6:2, 7:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
"მატჩის წაგების მერე, მწერდნენ, რომ თამაში გაყიდული მქონდა... გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიაზეც იგივე ვნახე" - ბასილაშვილი თოფურიას მარცხს ეხმაურება
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ კალათბურთში
2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ რაგბიში
2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ ფეხბურთში
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო