ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?

როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?

ლოგიკური გათვლებით, ახლა ქობულეთის უხარისხო მოედანზე ჩვენი ჩემპიონატის თამაშების 20 ან 30 პროცენტი გაიმართება
2017 წელი უკვე შემობრძანდა და "საქმეს" შეუდგა. გასულ წელს ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - კარგიც და ცუდიც, სასიხარულოც და საწყენიც... საფეხბურთო საქართველოს ერთ-ერთი იმედგაცრუება ბათუმში სტადიონის აშენების (უფრო სწორად - ვერ თუ არაშენების) საკითხს უკავშირდება. ახალი არაფერი მომხდარა და აჭარის მთავარი ქალაქი 2006 წლის შემდეგ კვლავ უსტადიონოდ რჩება. ბულვარის გაფართოებას და ტურისტების მოზიდვის მცდელობას შეწირული მშვენიერი არენის ნაცვლად ახლის მშენებლობას საშველი არ თუ ვერ დაადგა...

დაპირება, რომ ამას მოევლებოდა და სტადიონი აშენდებოდა, 2006 წლის შემდეგ ბევრჯერ გვსმენია. ცოდვა გამხელილი სჯობს - ჩვენც ბევრჯერ დაგვიჯერებია, რომ ეს ალალი სურვილი იყო. ან რა უნდა ყოფილიყო საეჭვო - რეგიონს, სადაც ტურისტების მოზიდვა სურთ, სეზონის გახანგრძლივებას სპორტული ინფრასტრუქტურაც შეუწყობდა ხელს.

მაგრამ "ჭრიჭინასი" არ იყოს, ვაი, რომ ჩვენც მწარედ მოგვატყუეს - სხვათა შორის, ბევრჯერ.

არადა, ბათუმის სტადიონი 10-ჯერ მაინც უნდა აეშენებინათ და ცინიკოსი რეჟისორი ამ ისტორიიდან კარგ კომედიასაც გადაიღებდა. სხვადასხვა დროს, ტენდერში გაიმარჯვეს თურქულმა, ჰოლანდიურმა, თურქულ-იაპონურმა, იტალიურმა, ესპანურმა და პოლონურმა პროექტებმა (მაკეტებმა), საკონკურსო ვარიანტები კი ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან წარმოადგინეს - საინტერესოც, გამაოგნებელიც, უცნაურიც და აბსურდულიც.

გვახსოვს, ერთი ასეთი მაკეტით თავი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთანაც მოიწონეს. ეს კი არა, 2011 წელს გაგვახარეს - ერთი კი არა, ორ სტადიონს ავაშენებთო, მაგრამ...

ისიც გემახსოვრებათ, ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერ ჯანო ანანიძეს რომ დაჰპირდნენ, ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვექნებაო. ესეც ისევე აშენდა, როგორც ელენე გედევანიშვილისთვის დაპირებული ყინულის სტანდარტული სასახლე და კიდევ ბევრი რამ...

მოკლედ, ეს აბსურდული სცენარი ოსტაპ ბენდერის ილუზიურ "გოროდ ვასიუკის" ჰგავდა, მაკეტებსა და ტენდერებზე გაწეული შრომა კი - წყლის ნაყვას, რადგან საბოლოოდ, ტენდერში გამარჯვებულ არც ერთ კომპანიას საქმე არ დაუწყია. კლინტონიც ისევე მოატყუეს, როგორც რუსეთის დედოფალს მისი კვაჭი გენერალი აცურებდა, ბათუმის სტადიონი კი პოტიომკინის სოფელს დაემსგავსა - ნახატი არის, მაგრამ სტადიონი...

სახელებიც ნაირნაირი იყო შერჩეული - "ბათუმი არენა", ბათუმის ოლიმპიური სტადიონი და ასე შემდეგ. ისე, "ოლიმპიური არენა" მაგარი მოგონება იყო. ეტყობა, იდეაში, მას 20-ათასიან სტადიონზე ვუმასპინძლებდით. მაგრამ "ბავშვი" არ დაბადებულა და დავარქვათ თუნდაც "უემბლი", ჩვენგან რა მიდის?!

საფეხბურთო აჭარა სტადიონის მშენებლობას 11 წელია ელოდება. მორიგი იმედი ახალი წლის წინა დღეებში გაჩნდა, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ავტონომიის მეთაურის, ზურაბ პატარაძის ხელმოწერილ ტექსტში წერია, რომ შპს "სტადიონს" ბიუჯეტიდან 38 მილიონ ლარს გამოუყოფენ. ეს ის კომპანიაა, რომელსაც სტადიონის მშენებლობა ევალება, ეს თანხა კი, სპორტული არენის გარდა, საავადმყოფოს მშენებლობასაც უნდა მოახმაროს.

ეს პრობლემა მარტო ბათუმის "დინამოს" და აჭარელი ქომაგების სატკივარი არ არის. სტადიონის არარსებობის გამო უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ავტონომიის ორივე გუნდი - "შუქურა" და ბათუმის "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" თამაშობს, სადაც ასევე უსტადიონოდ დარჩენილი ფოთის "კოლხეთიც" შეეხიზნა.

ანუ, ლოგიკური გათვლებით, ახლა ქობულეთის უხარისხო მოედანზე ჩვენი ჩემპიონატის თამაშების 20 ან 30 პროცენტი გაიმართება. ასეთ საფარზე გამართული თამაში კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩემპიონატში ჩატარებული თამაშების შესაბამისი რაოდენობაც უხარისხო იქნება. ანუ აჭარაში სტადიონის აშენებაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ჩვენი ფეხბურთის დონე.

თუმცა, ახლა საახალწლო განწყობაა და ჩვენც (კიდევ ერთხელ) დავიჯეროთ, რომ 2017 წელი მაინც იქნება ზღაპრული - თოვლის პაპა ბათუმელი გულშემატკივრების თხოვნას შეისმენს და სტადიონს ააშენებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მას შეუძლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aba baba

სისულელეა ეს ყველაფერი: 100% გეუბნებით, რომ უახლოეს წლებში ბათუმში სტადიონი აშენდება ... სხვა ქალაქებმა იდარდოს თორემ ... აქ, საკითხავი თუ რამეა, ისაა, თუ რამდენად კარგი სტადიონი აშენდება ...

• სოსო

ზღვის პირეთში თუ გამართული ინფრასტრუქტურა არ შეიქმნა,მილიარდიც რომ დაახარჯო,ქართული ფეხბურთი წინ ვერ წაიწევს.მე თვითონ კახელი ვარ ,მაგრამ ასეა ეს ამბავი და წყალი არ გაუვა,და კიდევ კადრები უნდა გასუფთავდეს,მთლად ჩამპალია რეგიონები.

• პეტრე კუპრი

ტარასი ... - სწორედ ნაცების დროს დაინგრა სტადიონი, პირადად ვარშალომიძის ბრძანებით დაინგრა სტადიონი... ასე, რომ, დამანგრეველი ძალა, ვერ ააშენებდა ...

• gigush26

რა 54 თამაში ?

• კოტე

კი მაგრამ კომენტარს რო წერთ ცოტა გასაგებად არ უნდა დაწეროთ?

• tarasi

ნაციონალებს რომ აბრალებთ ყველაფერს,იქნებ ისიც გაიხსენოთ რომ ეს ხელისუფლება უკვე მე-5 წელია ქვეყანას მართავს და აეშენებინათ მერე ვინ უშლიდათ,მითუმეტეს როGორც წერთ პროექტი მზად ყოფილა,ისე ნაცების დროს ყველაფერზე გაიძახოდით ბიძინა აშენებსო , ეხლა რატომ არაფერს აშენებს,ხეებს რომ დააატარებს აღმა დაღმადა და თავისთვის დაკიდებულ ბაღებს იშენებს თბილისის ცენტრში.

• ბაჯო

სანდო ცყაროდან ვიცი რო ეს ტანხაც სჰემოაჰამატ და სტადიონი არ ასჰენდება,ბატუმს ტურქები მარტავენ და სხვას იქ არ სჰეუსჰვებენ.მოგალატე მტავრობა გვყავს.ერტ კონცრტსჰი 27 მილიოი გადაირიცხა და სტადიონს რომელსაც ხალს გაჰირვებას და სჰიმსჰილს ცოტახნიტ მაინც ავიცყებს ტახა რარის ტურმე.

• gizog

აჭარა, საქართველოსთვის რიგითი რეგიონი არ არის, არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ მეც რეგიონის წარმომადგენელი ვარ, მას სანიმუშო უნდა ჰქონდეს სპორტული, კულტურის და ხელოვნების ობიექტები და ეს პირველ რიგში ერთიანი საქართველოს ინტერესებშია. მეორეც ბათუმი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი აკვანია, თუ ერთად ერთი არა. მიმაჩნია, რომ ბათუმის ფეხბურთის სტადიონის ასაშენებლად უნდა გაერთიანდეს საქართველოს მთლიანი სპორტული სამყარო და უნდა მოვთხოვოთ და ხელიცშეუწყოთ ყველანაირად მათ ვისაც ამის გაკეთება ევალება. კიდევ ვიმეორებ,როდესაც ერთ-ერთ კუთხეში ე. წ. ''მსოფლიო ჩემპიონატებ''-ს ატარებენ ეს ძალიან საშური საქმეა არა მარტო სპორტული საქართველოსთვის.

• კახა ქირია

არ გეწყინოთ ჩემო კარგები მაგრამ აქ აჭარის ფეხბურთის მოყვარულების ბრალიცაა,გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოთ შეკრებებით გამოსვლებით ნუთუ ერთი სტადიონის ღირსი არა ხართ? თქვენ საქმეს თქვენ უნდა მივხედოთ მეტი აქტიურობა!გილოცავთ ახალ წელს!

• giga

სტატიაა ჩავბჟირდი სიცილით. გვიჩივლებს ჰო იცი ჰილარი დეიდა ეგ რავა გამიბედეთ და გამაბითურეთო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

• გოგი ქუთაისელი

შეადარეთ ბელორუსიის და ჩვენი სტადიონები. იქ ხალხზე ზრუნავენ.ცხოვრების დონე ძალიან მაღალია.

• mamuka09ze

თქვენი აშენებული არ გაიშვა თქვენს იქეთ

• haha

ძველი არ უნდა დაენგრიათ ნაციონალებს. აწი მაინც გავითვალისწინოთ, რათა არსებული არ დავანგრიოთ, არ გავყიდოთ (იმიტომ რომ გაყიდვა არაფერს იძლევა გარდა დანგრევისა).

• ზაზა

..საერთოდ ახსნაც არ აქვს,ლოგიკას ვერ ვხედავ–რატომ არ აშენებენ?!ყველაფერი,,სტაფილო,,როგორ უნდა გახდეს ხელესუფლებების მხრიდან?!....და არც 20ათასიანი მიმაჩნია გამართლებულად–ბათუმის ,,დინამოსთვის,,უნდა აშენდეს პირველ რიგში სტადიონი და დაახლოებით ანშლაგთან ახლოს მიახლოებული საშუალო დასწრება უნდა იყოს გათვალისწინებული სტადიონის ტევადობის განსაზღვრისას(ასე ითვალისწინებენ ევროპული კლუბები)!ნაკრებისთვის?უკაცრავად მაგრამ მაშინ უნდა ააშენოთ 55ათასიანზე უფრო დიდი,თორემ ლოგიკაში არაფრით არ ჯდება,რომ ნაკრებს,რომლის თამაშზე აუტსაიდერ მოლდოვასთან 50ათასი დაესწრო,რატომ უნდა ათამაშო 30ათასიანზე?!რატომ ეუბნები უარს დასწრებაზე 35 ათას გულშემატკივარს?!ან რატომ უნდა გადაიტანო 1,5ქალაქიდან თამაში 150ათასიან ქალაქში?..პ.ს. შესანიშნავი მაგალითია–ბელორუსის ბატეს 13.500 მაყურებელზე გათვალისწინერბული სტადიონი აქვს და თავის არქიტექტურით თან გრანდიოზული არენის შთაბეჭდილებას ტოვებს.

• Guadua

ქობულეთში ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სუპერთანამედროვე, სუპერ ხარისხის ხელოვნური საფარის დაგება, რომ 3 კლუბის მატჩებს გაუძლოს თუნდაც 1 წელიწადი. ეს კი 54 მატჩია ოფიციალური,ამას კიდევ დაამატეთ თასები, ამხანაგურები და წვრთნები, მოკლედ 80- ზე ავა.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]

ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]

ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]

ბათუმში ფეხბურთი ბრუნდება - "დინამო" და "შუქურა" აჭარის მთავარ ქალაქში ითამაშებენ

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [VIDEO]

ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა

რევაზ ჩელებაძე: ამას პირველად "ლელოსთან" ვამბობ...

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან

ელენე გედევანიშვილმა, დაცემის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ისრიალა [VIDEO]

[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი

ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]