ჩვენ ის გვაფრთხობს, "ტორპედოში" კერძო მესაკუთრის მისვლა კიდევ არ გაიწელოს...
2017 წლის ჩემპიონატი ახლებური სისტემით და განსხვავებულ დროში ჩატარდება. გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლამ სატრანსფერო ბაზარზე გუნდების აქტიურობის დრო შეცვალა - ადრე ეს პროცესი დეკემბერში იწყებოდა და პიკს იანვარში აღწევდა, ახლა კი ვადამ ერთი თვით გადმოიწია, იანვარში დაიწყება და თებერვალში დასრულდება, რადგან სეზონი მარტში დაიწყება და ეს კლუბებს ლავირების უფლებას აძლევს...

მაგრამ ეს ფინანსური მდგომარეობითაც არის გამოწვეული. განსაკუთრებულად სპეციფიკური ვითარება სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბებშია: მათ მოკრძალებული ბიუჯეტები აქვთ, სახსრებს უფრთხილდებიან და უმრავლესობას სასურველ ფეხბურთელებთან კონტრაქტები სეზონის დასრულებისთანავე, დეკემბერში ამის გამო არ გაუფორმებია - ასე ერთი თვის სახელფასო ბიუჯეტის ნაწილის ეკონომიას აკეთებენ. მათი შეზღუდვებით კერძო საკუთრებაში მყოფი გუნდები სარგებლობენ, რომელთაც ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სახსრებს მისივე მფლობელები ახარჯავენ. ისინი ამ კუთხით სხვებზე წინ არიან.

სწორედ ამის გამო აღმოჩნდა მოულოდნელი და სასიამოვნო ქუთაისის "ტორპედოს" მმართველების აქტიურობა, რომელიც ასევე სახელმწიფო ბალანსზე იმყოფება. მართალია, კლუბის პატრონობა ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას სურს და ურთიერთობის იურიდიულ დაკანონებამდეც მოახმარა გუნდს ფული, მაგრამ მომავალში გახდება თუ არა "ტორპედოს" მეპატრონე, ეს ჯერაც უცნობია.

ცნობილია, რომ დეკემბრის შემდეგ ქუთაისელთა თავკაცებმა მოახერხეს და დაიბრუნეს ნიკა საბანაძე, გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური, გადაიბირეს ბიძინა მახარობლიძე. მთლად ცინცხალი ამბავი კი ეს არის - "ტორპედომ" ქუთაისელი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი კუხიანიძე დაიბრუნა.

24 წლის ნახევარმცველს საინტერესო ისტორია აქვს: ბავშვობიდან იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ მოთამაშეს. 2009 წელს, 16 წლისა, "ტორპედოს" მთავარ გუნდში ირიცხებოდა და 17 წლის რომ შესრულდა, "ზესტაფონის" წინააღმდეგ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემდეგ მოედანზე კიდევ რამდენჯერმე გავიდა.

მაგრამ, რატომღაც, შემდეგ ფეხბურთზე გული აუცრუვდა - ქუთაისური კლუბის დუბლშემადგენლობაში 2011 წელს გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ დააბრუნეს, რომლებიც მაშინ "ტორპედოს" მწვრთნელებად მუშაობდნენ. "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში კუხიანიძე სტაბილურად სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა.

2014 წლის დასაწყისში ნახევარმცველი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, ჩემპიონატის დასრულებისთანავე კი ხელშეკრულება ქობულეთის "შუქურასთან" გააფორმა. "ტორპედოში" 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა, მთელი სეზონი ითამაშა და გუნდის კაპიტნად აირჩიეს. მაგრამ ზაფხულში, არსებული ფინანსური პრობლემებისა და გაუგებრობის გამო გუნდის დატოვება მოუხდა და კონტრაქტი თბილისის "ლოკომოტივთან" გააფორმა.

როგორც ჩანს, კუხიანიძისა და სხვა ცნობილი სახეების დაბრუნება შემთხვევით არ ხდება, რადგან ქუთაისის მერიაში "ტორპედოს" გაყიდვისა და, აქედან გამომდინარე, დამატებითი ინვესტიციების მიზიდვის იმედი გაუჩნდათ. ამაზე გუშინდელი სიახლეც მეტყველებს: ოფიციალურად დადასტურდა ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ამასწინანდელი სიტყვები - უახლოეს მომავალში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს აუქციონზე გაიტანენ.

მანამდე მერიამ "ტორპედოს" შეფასება გადაწყვიტა და ამის თაობაზე ხელშეკრულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გააფორმა. ბიურომ ექსპერტიზა უკვე ჩაატარა, რაშიც კლუბის აქტივები და სხვადასხვა დეტალი გაითვალისწინა და "ტორპედო" 700 ათას ლარად შეაფასა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აუქციონზე საწყისი ფასი სწორედ ეს თანხა იქნება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ძველი ამბების გათვალისწინებით, უცნაურად ჩანს: შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია "ტორპედოს" გაყიდვას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად აპირებდა. მაშინ საფეხბურთო კლუბის შეძენა ირანელ ბიზნესმენებს სურდათ, რომლებიც კლუბში მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტირებას აპირებდნენ. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ კლუბს ერთ ლარად (ოღონდ, ინვესტიციების განხორციელების პირობით), ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა შეიძენდა, რომელიც "ტორპედოს" წლიურად 500 ათასი ლარით დაფინანსებასა და ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავდა.

კლუბი ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად მოხერხდება? ან ზაფხულის შემდეგ ისეთი რა შეიცვალა, რომ ქართული კლუბის შეძენის მსურველთა რიგები დადგა და მათში საუკეთესოს გამოსარჩევად აუქციონები დაგვჭირდა?

ჩვენ ის გვაფრთხობს, "ტორპედოში" კერძო მესაკუთრის მისვლა კიდევ არ გაიწელოს, რადგან საქართველოში კლუბის გასხვისებისა და სხვა საფეხბურთო საკითხთან დაკავშირებული ტენდერების თუ აუქციონების ჩატარების ცუდი გამოცდილება გვაქვს. ამის მაგალითად, ბათუმის, ფოთისა და ზუგდიდის სტადიონების ტენდერები იკმარებს.

ღმერთმანი, გაგვიხარდება, რომ ვცდებოდეთ და იქნებ ვინმე ღვთისნიერმა აუქციონზე ქუთაისის "ტორპედოში" 70 მილიონი დოლარიც გადაიხადოს. ამით ქუთაისის ბიუჯეტიც შეივსება და კლუბსაც ეშველება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kn
ქუთაისელებო რა გახდა 700 ათასი როგორ ვერ უნდა შეაგროვოთ რომ თქენი გახდეს ტორპედო. გუნდი იქნება ხალხის საკუთრება.
Jango
leqso ჰო მართალი ხარ, მექანიკური შეცდომაა, შეეძლო მოდერატორსაც გაესწორებინა მაგრამ არ ეცალა ალბათ :)
კოტე
ჯანგო, როგორ იღებენ ფეხბურთელში გადახდილ მილიონებს და მაყურებლისგან იღებენ. ფეხბურთში ყველა შემოსავალი მაყურებლისგანაა - ნაწილი პირდაპირ (ბილეთები, ატრიბუტიკა, საჭმელ-სასმელი სტადიონზე) და ნაწილი ირიბად (ტელევიზია, რეკლამა, სპონსორები). ჩვენი გაძვალტყავებული მაყურებლისგან რა ფული უნდა ამოიღოს კლუბის მყიდველმა? ნებისმიერი ბრენდის სიძვირე მისი მყიდველების რაოდენობის და მსყიდველობით უნარზეა დამოკიდებული, რაც ჩვენთან პრაქტიკულად ნოლის ტოლია. საერთაშორისო ასპარეზზე სეზონში ერთხელ ვის შეხვდება, ამის იმედად თუ უნდა იყოს ინვესტორი, კარგად ყოფილა საქმე - ჯერ ერთი, ან შეხვდება და ან არა, მერე მეორე - არაფერს ისეთს არ ხეირობენ მაგ დროს, 7 მილიონზე რომ იყოს საუბარი და მერე მესამე - მანდ ტორპედოს ბრენდი რა შუაშია, ვესტ ჰემის იმედად თუ ხარ, ტორპედო იქნება თუ მაჭახელა, რაღა მნიშვნელობა აქვს.
leqso
Jango ვესტჰემი ტოტეჰემსჰი გერევა შენ ჩემო კარგო 0-5 და 0-3 ტოტოენჰემმა მიართვა დინამოს
Jango
კოტე ათეულობით მილიონს რომ ფეხბურთელში იხდიან როგორ ღებულობენ?რამდენი მიიღო თბილისის დინამომ ვესტ ჰემთან 5-0 3-0 წაგების მიუხედავად? რამდენი მილიონი დოლარი? რამდენს მიიღებს სამტრედია რომ იგივე კლასის ლა ლიგის ან ინგლისის ჩემპიონატის მონაწილეს შეხვდეს? :) ასე რომ, ბრენდიდან და მოქმედი სტატუსიდან იწყება ყველაფერი, ლესტერთან როგორც მოქმედ ჩემპიონთან მატჩი უფრო მომგებიანია ვიდრე იყო სანამ ლესტერი ჩემპიონი გახდებოდა. ეს ჩვეული მათემათიკაა საფეხბურთო ბიზნესის.
TORPEDO
ათასი აზრია,სწორი უმნიშვნელო...დაასახელეთ ერთი ფირმა მაინც რომელიც გადაიხდის 3 მილონს და მეტს..სისულელეა..700 ათასი არის მხოლოდ ბრენდი ტორპედო ყოველგვარი ქონების გარეშე აქ არ შედის ბაზა სტადიონი..ისეთი ფასი რომელიც ადევს იმასაც კი ვინმე გადაიხდის ნეტა?და საერთოს კარგი იქნება ზოგადად ვინმემ იყოდოს და საერთოდ არ ჩავარდეს აუქციონი...
კოტე
ჯანგო, მესმის რომ შენეული ხედვა გაქვს ამ ყველაფრის, მაგრამ კაცურად, თუ შეგიძლია მეც ამიხსნა, 7 მილიონი რომ ბრენდში გადაიხადო, როგორ უნდა ამოიღო ეგ თანხა?
Jango
ისე კი ვინმე თუ დაფიქრებულხართ,რა უნდა ღირდეს მოქმედი ჩემპიონის ტიტული და ბრენდი? აი ახლა ხომ სამტრედიაა ჩემპიონი,ის ხომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს, კარგი საფეხბუთრო ინვესტორისათვის ხომ ეს კარგი შანსია?განა არ ღირს მისთვის 2-3 მილიონ დოლარად და ამდენისვე ინევსტირებად რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე არა ევროპალიგის ჯგუფრუზე მაინც მოხვდეს? მერწმუნეთ რომ ჯამურ 5 მილიონ დოლაარად ეს მართლაც ღირს. ჰოდა მაშინ სამგზის ჩემპიონი და ევროპალიგის შესარჩევის მონაწილე, თასის მფლობელი როგორ იყიდება ხალხო 700 000 ლარად? გადამრევთ.
torpedo123
მერიას არ აწყობს და მურღულიას რომ გუნდი გაიყიდოს და სპეციალურად აჭიანურებს ამ პროცესს. რატომ არ დაინტერესდებ პროკურატურა რა მაფია ტრიალებს გუნდში ? მერის ძმაკაცები რომ ფულებს ღუნავენ გუნდში? ასე უნდა ეშველოს ქუთაისს და ფეხბურთს?
Jango
ბატონო მერაბ ტორპედო როგორც ბრენდი, ღირს 7 მილიონი ლარი საწყისი ფასი, ეს მხოლოდ როგორც ბრენდი, ყოველგვარი მატერიალური აქტივების გარეშე. ის რომ საგიჟეთში ვცხოვრობთ სადაც კერძო, კომერციული და საბაზრო შეფასებაზე ორიენტირებული კომერციული ობიექტების და ბრენდების ექსპერტიზის ფირმები არა გვაქვს და გვიწევს სასამართლო ექსპერტიზის მიერ შეთითხნული იდიოტიზმის მიღება, ეს კიდევ ცალკე საქმე არის. ამის გარდა, ეს აქუციონი უნდა იყოს ტენდერის სახის და არა მხოლოდ აუქციონი ბრენდის გაყიდვაზე და ამ თემაზე ინფორმირებული უნდა იყოს მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება და მასთან მბრუნავი ბიზნეს წრეები, ეს რომ წესიერად იყოს გაკეთებული იქნებ საბოლო ფასი 7 მილიონი დოლარიც კი დაჯდეს , საკმაოდ კარგი ინტერესებით და საინვესტიციო პირობებით. ხოლო თუკი ეს აუქციონი მხოლოდ ფიქცია არის, იმისათვის რომ ღია აუქციონის წესით მხოლოდ საქართველოში არსებულ ერთადერთ მყიდველს გადასცენ, მაშინ სულ სხვა საქმეა. აქ რომ ყველაფერი სუფთად იყოს, განა ვინმე დაასწრებს თუნდაც კოკაიას ასეთ სასაჩუქრო ფასში ტორპედოს ყიდვას?
კოტე
მერი და მერია საჯარო სამსახურია, ამიტომ თავისთავად როდესაც სახელმწიფო ქონებას სამხარაულის ექსპერტიზა რაღაც ფასად აფასებს, მერი მას მუქთად ვერ გაყიდის. აქ სხვა საკითხია - თუ ქონების ზუსტი ფასი დადგინდა, რათ უნდა მას აუქციონი? რატომ გადაიხდის მასში ვინმე ზედმეტს?
ქუთაისელი
გინდათ ქუთაისის ტორპედოთი გაიხაროთ?მაშინ ქუთაისის მერია ჩამოაშორეთ კლუბს და ტორპედოსაც ეშველება.ქუთაისის მერია წელავს ტორპედოს კერძო მესაკუთრეზე გადაცემას,პროკურატურავ დაინტერესდით.
ჩაჩავა
ბოლო კაპიკებს ვაგროვებ ეხლა და შევიძენ აუცილებლად
გოგი ქუთაისელი
ქირურგები არ იძლევიან გარანტიას! დაველოდოთ მოვლენებს!
გოგი ქუთაისელი
ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც უნდოდა შედანიას დროს ტორპედოს ყიდვა, მაგრამ იმდენმა აქციონერმა პრეტენზია გამოაცხადეს გუნდზე, რომ ივანიშვილმა ბრძანა კარგად იყავით ბატონებო!
გოგი ქუთაისელი
ოსტაპ ბენდერის ახალი. ფარული ავანტიურა ხომ არ არის!
ქუთაისელი
ვერ გავიგე რა პირობით იყიდება 700k-ად და: 1) + სრული საკუთრება 2) თუ აქტივების რამდენიმე წლიანი იჯარა 3)+ ინვესტიციების ვალდებულება.. ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციაა, გთხოვთ მოიძიეთ და გაგვარკვიეთ.
haha
სწორია. აბა 1 ლარად ნაყიდმა არსად არ გაამართლა. თან რა იცით რომ იმ 700 ათასში სტადიონიც შედის? შეუძლებელია. მაშინ სამხარაული დასაშლელი ყოფილა. და მეორე რა იცით რომ მერიას აუქციონით შემოსული ფული ისევ კლუბის ინტერესებისთვის არ ჭირდება ან თუნდაც გარანტიად რომ ზუგდიდის მსგავსი ფაქტი არ განმეორდება.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ქუთაისის "ტორპედო" ერთმა ფეხბურთელმა დატოვა
რევაზ ჩელებაძე: იმ მომენტში მზად ვიყავი, მომეკლა!..
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამოს" უშანსოდ მოუგო
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?
მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
სამტრედია-ტორპედო 0:2 - დამაჯერებელი რევანში სუპერთასის გამო [VIDEO]
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
ეროვნული ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური დაიმატა
მერაბ გიგაური: "დინამოს" წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებული ვარ
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ"
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა