როგორ დაეხმარა ხუან-მანუელ ფანხიო უნებლიედ რევოლუციას კუბაზე
ცნობილმა ჟურნალისტმა ფორმულა 1-ის სამყაროდან, ჯო სავარმა თავის ბლოგში მოყვა კუბაზე რბოლის ჩატარების მოკლე ისტორია, საიდანაც ვიგებთ ლეგენდარული ხუან-მანუელ ფანხიოს როლზე კუბის რევოლუციაში...

ფიდელ კასტროს გარდაცვალებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ოდესღაც, არც ისე შორეულ წარსულში ავტოსპორტი დაბრუნდეს კუბაზე. კუნძულზე უკანასკნელად რბოლა შორეულ 50-იან წლებში გაიმართა, თუმცა, მას სავალალო შედეგები მოჰყვა.

იმ დროს, ჰავანა ცოდვების ქალაქს წარმოადგენდა, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები და ამერიკელი განგსტერები კარგ დროს ატარებდნენ და გართობისთვის ფულს არ იშურებდნენ.

მდიდრული სასტუმროები, რესტორნები, ღამის კლუბები, გოლფ-კლუბები და კაზინოები... პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა.

სიტუაციას ამძიმებდა საქმეები ფულხენსიო ბატისტას მთავრობაში, რომელიც ზედმეტად კორუმპირებული და ავტორიტარული იყო. მაგრამ, იმ დროს, ავტოსპორტში ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ, ხოლო რბოლის გამართვა, როგორც თავად კუბელები იმედოვნებდნენ, აამაღლებდა ქვეყნის სტატუსს და ბევრ ტურისტს მოიზიდავდა.

ქალაქის ტრასა მალეკონის ფართო ბულვარზე გადიოდა, ხოლო პიტ-ლეინი განთავსებული იყო სასტუმრო Nacional-ის მოედანზე.

მართალია, ეს იყო სპორტული მანქანებისა და არა ფორმულა 1-ის ბოლიდების რბოლა, მაგრამ თავისი მონაწილეობა დაადასტურეს იმ დროის საუკეთესო პილოტებმა, მაგალითად, ხუან-მანუელ ფანხიომ. სწორედ Maserati 300-ით მოასპარეზე არგენტინელმა მოიპოვა გამარჯვება, როცა უკან ჩამოიტოვა კეროლ შელბი და ალფონსო დე პორტაგო.

ამ მოვლენამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივი პუბლიკის მხრიდან. ამას ხელი შეუწყო ლატარიამაც, რომლის მთავარი პრიზები იყო - ავტომობილი "კადილაკი" და ბილეთი მონცაში იტალიის გრანპრიზე.

1958 წელს, ეტაპის პროგრამა უფრო მასშტაბური გამოვიდა. თავად რბოლა ორშაბათს, 24 თებერვალს გაიმართა, ვარჯიში და კვალიფიკაცია - უქმეებზე. მაგრამ მთავარი მოვლენები სარბოლო ტრასის მიღმა განვითარდა...

კვირას საღამოს, ფანხიო სასტუმრო Lincoln-ის საკუთარი ნომრიდან სავახშმოდ წავიდა ალეხანდრო დე ტომაზოსთან და Maserati-ის გუნდის დირექტორთან ნელო უგოლინისთან ერთად. ლიფტიდან გამოსვლისთანავე, მას მიუახლოვდა ტყავის ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი, რომელმაც პისტოლეტი ამოიღო და პილოტს გაჩუმება და გაუნძრევლად დგომა მოთხოვა. თავიდან, მსოფლიოს ჩემპიონმა ეს ყველაფერი ხუმრობად აღიქვა, მაგრამ ბოლოს, გაჰყვა გამტაცებელს, რომელსაც ოსკარ ლუსერო ერქვა. მას მანქანა გარეთ ელოდებოდა.

სულ მოტაცებაში ცხრა ადამიანი მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო კუბური რევოლუციის ავტორიტეტის ამაღლება, ვინმესთვის სერიოზული ზიანის მიყენების გარეშე. მთელი ღამე, მთავრობის უსაფრთხოების სამსახური ფანხიოს ეძებდა და იმედი ჰქონდა, რომ რბოლის დაწყებამდე იპოვნიდა მას.

მომდევნო დილით, ფაუსტინო პერესი, რომელიც პასუხისმგებელი იყო კასტროს იატაკქვეშა ოპერაციებზე, ჰავანაში ჩავიდა და ფანხიოს შეხვდა. მან ბოდიში მოუხადა პილოტს მოტაცებისთვის და აუხსნა მას, რომ რბოლის დასრულების შემდეგ გაანთავისუფლებდნენ. სტარტი საათნახევრით გადაწიეს იმ იმედად, რომ ხუან-მანუელს იპოვნიდნენ, მაგრამ ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.

რბოლის დღეს, ტრასის გარშემო მაყურებელთა ზონები უზომოდ იყო გადაჭედილი, რამაც ტრაგედია გამოიწვია. მეშვიდე წრეზე, ადგილობრივმა პილოტმა არმანდო გარსია სიფუენტესმა "ამერიკის საელჩოს" მოსახვევიდან გამოსვლისას მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ბრბოში შევარდა. ინციდენტის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 40-მა ტრავმა მიიღო.

რბოლა ვადაზე ადრე შეწყვიტეს და გამარჯვებულად სტირლინგ მოსი გამოაცხადეს. იმ დროისთვის, ფანხიო უკვე განთავისუფლებული იყო და მან ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტყვეობისას კარგად ექცეოდნენ.

არგენტინელის მოტაცებამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში, რომ CBS-მა ხუან-მანუელის ნიუ იორკში გადაფრენის ხარჯები გადაიხადა, რათა ფანხიოს მონაწილეობა მიეღო ედი სალივანის შოუში. მაგრამ ფანხიომ ირონიით აღნიშნა, რომ შოუში მონაწილეობა ღირსეული საქციელი არ იქნება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონისთვის...

თუმცა, ამ ისტორიაში იყო უფრო მუქი მხარეც. რამდენიმე კვირის შემდეგ, ლუსერო ბატისტას საიდუმლო პოლიციის აგენტებმა დააპატიმრეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვა დაგეგმილი ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ბოლოს ლუსერო დახვრიტეს. დღეს ის კუბური რევოლუციის ერთ-ერთ გმირად არის მიჩნეული და მისი სახელობის უნივერსიტეტიც კი არსებობს.

ფანხიო კუბაზე 1981 წელს დაბრუნდა "მერსედეს-ბენცის" ელჩის რანგში, რათა კასტროს მთავრობასთან გარიგება დაედო სატვირთო ავტომობილების მიწოდებაზე. გამტაცებელთაგან ორი, იმ დროისთვის მთავრობის მინისტრები იყვნენ. კასტრომ შეხვედრა შეწყვიტა, რათა მისასალმებელი სიტყვა ეთქვა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც უნებლიედ დაეხმარა რევოლუციას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა