U20. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს. თამაშები ფრანგულ სარაგბო ქალაქებში: ბეზიეში, პერპინიანსა და ნარბონში გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 30 მაისს, 3 და 7 ივნისს გაიმართება, 12 ივნისს ნახევარფინალები, ხოლო 17 ივნისს ფინალური მატჩებია დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" G ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, მასპინძელ საფრანგეთთან და ირლანდიასთან ითამაშებენ; A ჯგუფში - ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო B ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა არიან განაწილებულნი.

"საქართველოში გამართული წარმატებული ჩემპიონატის შემდეგ, რომელმაც სოციალური მედიის ყველა რეკორდი
მოხსნა, საფრანგეთში მივემგზავრებით. საინტერესოა, ვინ მოხვდება ამ ტურნირიდან 2019 წლის მსოფლიო თასზე" - განაცხადა "მსოფლიო რაგბის" თავმჯდომარე ბილ ბომონტმა.

"20-წლამდელთა ჩემპიონატი საერთაშორისო რაგბის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს და ამაყი ვარ, რადგან მას საფრანგეთი უმასპინძლებს. ეს ტურნირი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენას ემსახურება. ვეცდებით, ის უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ, ისევე, როგორც 2023 წლის მსოფლიო თასი, რომელსაც ასევე საფრანგეთი უმასპინძლებს" - თქვა საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.