U18. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მიჯრით მეხუთე ფინალისთვის

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალს ზედიზედ მეხუთედ თამაშობს. წინა ოთხ ჯერზე საქართველოს მეტოქე საფრანგეთი იყო, რომლის ბოლო ჯერზე 8:3 დამარცხებით, უმცროსი ბორჯღალოსნები ტიტულის მფლობელები გახდნენ და წელს მას კალინინგრადში იცავენ.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში გერმანიას 46:0 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი რუსეთი 64:10 დაამარცხეს. ფინალში ჩვენი მეტოქე ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრები იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ჰოლანდია 37:0, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 20:5 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთს აქამდე ფინალში არასდროს უთამაშია. ევროპის ჩემპიონატზე მათ
საუკეთესო შედეგი შარშან აჩვენეს, როდესაც პორტუგალია 17:0 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ოთხი ცვლილება

დავით ჩავლეიშვილმა რუსეთთან მოგებულ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. გერმანიასთან მიღებული ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მგეზავი გივი ცინცაძე, ოღონდ ის თამაშს შუამარბად იწყებს. შეიცვალა ორივე ფრთის მოთამაშე და სასტარტოში ლევან ქუშაშვილი და თემურ კოხოძე ბრუნდებიან.

ღერძი ისეთივე რჩება, როგორც რუსეთთან იყო - 9 ნომერზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლუკა მატკავა, ხოლო 10 დაჩი პაპუნაშვილი იქნება. ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ფულბეკი დათო ნინიაშვილი და შუამარბი ზაურ ლუტიძე.

შერკინებაში ერთი ცვლილებაა. ლევან ბრაგვაძის ნაცვლად, მეორე ხაზში ბრუნდება და ტატო გვიმრაძეს შეუწყვილდება ლუკა ჩქარეული, რომელმაც რუსეთთან თამაში მესამე ხაზში დაიწყო. ფლანკერი მის ნაცვლად თორნიკე ზაქარიაძე იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ პირველხაზელები დათო აბდუშელიშვილი, ლუკა პეტრიაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია, ასევე ჩქარეული, ტატო გვიმრაძე, მესამეხაზელები ლუკა ივანიშვილი და გიორგი ქობალია. თორნიკე ზაქარიაძე გერმანიასთან ძირითადში, ხოლო რუსეთთან მარქაფაში იყო.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
კალინინგრადი (რუსეთი)
ფინალი. 20 აპრილი
საქართველო - ესპანეთი (19:55 საქ.დრ.)

საქართველო:
15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა:
16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები:
მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ფიზიო:
გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე

ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
საფრანგეთს რა დაემართა ფინალში რომ არაა ვინმემ იცის?
ნახალოვკელი
09:51 20-04-2019
0
სად შეიძლება 18-წლამდელების თამაშის ყურება?
valeri
20:15 20-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.