"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან ფინალის ტოლფასი მატჩისთვის

AutoSharing Option
17 ივნისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" წლევანდელი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ფიჯისთან გამართავენ.

ესაა ნახევარფინალი მე-9 ადგილისთვის, რომლის გამარჯვებული გაისად 12 ელიტარულ გუნდს შორის ადგილს დაიბევებს, დამარცხებულს კი, შესაძლოა, დარჩენის შანსი აღარც მიეცეს.

მართალია, 22 ივნისს დამარცხებული გუნდი მე-11 ადგილისთვის ითამაშებს, თუმცა მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება. იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის "ალაფაზე" არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება.

განვლილი გზა

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ჯგუფურ ეტაპზე სამი ურთულესი მატჩი ჰქონდათ. მათ იბრძოლეს სამხრეთელ ბობოლებთან - ახალ ზელანდიასთან (13:45) და სამხრეთ აფრიკასთან (20:48), მაგრამ საცხრილო ქულა ვერცერთში აიღეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ილია მაისურაძის შეგირდებმა შოტლანდიას თამაში შემოუტრიალეს და 17:12 სძლიეს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მესამეადგილოსნებს შორის უარესი მაჩვენებლით და მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ფიჯიმ, რომელიც 12 გუნდში "ალაფიდან" წელს აღზევდა, კარგი თამაშები ჩაატარა, თუმცა ჯგუფური ეტაპის შემდეგ მაინც მე-12 ადგილზე დარჩა. კუნძულელებმა შარშანდელ ჩემპიონ საფრანგეთს ორი ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ; ორი ლელო გაუტანეს მასპინძელ არგენტინასაც და 14:41; დასკვნით ტურში კი უელსს 67-ე წუთამდე ეომნენ, 4 ლელო გაიტანეს და მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საბოლოოდ 28:44 წააგეს და ერთ ბონუს-ქულას დასჯერდნენ. შედეგად, ფიჯი ასევე 1-ქულიან იტალიას გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსში 10-ით ჩამორჩა.

შემადგენლობა ფინალის ტოლფას მატჩში

ტურნირის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებს 28-ვე მოთამაშის იმედი ექნებათ.

შერკინების პირველ ხაზში ლუკა აზარიაშვილი, ლუკა ნიორაძე და გია ხარაიშვილი დადგებიან. ეს ის სამეულია, რომელიც შოტლანდიასთან მეორე ტაიმში თამაშობდა. წინა შეხვედრის შემდეგ უცვლელი დარჩა შერკინების მეორე ხაზის წყვილი - ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. 5 დღის წინანდელ მატჩთან შედარებით ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში და თამაშს კობა კოლოტაური იწყებს. მეორე ფლანკერად ადგილი შეინარჩუნა ბექა ყორიაულმა, ხოლო შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი იქნება.

ღერძად თამაშს იწყებენ მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე, რომლებიც ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყვნენ, შოტლანდიასთან შესვენებისას შეცვლაზე შევიდნენ და მატჩში გარდატეხა შეიტანეს.

ცენტრში კვლავ სასტარტო შემადგენლობაშია დემურ თაფლაძე, რომელსაც ამჯერად ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ოთარ ლაშხმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დუბლი შეასრულა, ხოლო მეორე ფრთაზე ზურა ქავთარაძე ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ჭიჭინაძე.

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურა ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:
1. ლუკააზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი

altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
წარმატებები ბიჭებს, თავს დებენ ყველა თამაშში და დარწმუნებული ვარ ღირსეულად ითამაშებენ და იმედია ორივე დარჩენილ თამაშს მოიგებენ. სასიხარულო ისაა, რომ შემადგენლობაში დიდი 10-ის გუნდებიდანაა უმეტესობა, და თითქმის ყველა კლუბია წარმოდგენილი. ლოკომოტივიდან არავინაა ე.ი. არ ჰყავთ გამორჩეული ახალგაზრდები და გამოცდილებზე აკეთებენ აქცენტს? მოკლედ ჩვენი რაგბის წინსვლა აშკარაა და ეხლა პატარა ნახტომიც გვჭირდება, ყველა დარწმუნდეს რომ მარტო შერკინება არაა ჩვენი ძლიერი მხარე. პირველ რიგში ქართულ გენში ჩადებული, ღმერთისგან ბოძებული ნიჭი და სულის სიძლიერეა, რომელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად უმაღლესი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. მცირერიცხოვან ქართულ ერს ძალისმიერ სპორტის რამდენ სახეობაში გვყავს მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი.ძალოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა, მკლავჭიდი...და ეს შემთხვევითობა გგონიათ? მაგრამ ამასთან ერთად ბევრი არასასურველიც დაგვანათლა(სიზარმაცე, მეხვალიობა, დღევანდელი ქათამის სინდრომი, სულსწრაფობა და კიდევ ბევრი) რათა მათთან ბრძოლაში გამოვიწრთოთ და თუ ეს შევძელით ჩვენი დამმარცხებელი არავინაა არც სპორტში და არც ცხოვრებაში. შესაძლებელი რომაა ეს ჩვენმა დევკაცებმა უკვე დაამტკიცეს ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებში. მაშ ყველამ ვეცადოთ.
ადმინ არ დამიბლოკო გთხოვ, მაგარი დაბოლილი ვარ და ძლივს შევაკოწიწე.
emigranti
01:43 17-06-2019
0
ჩემი მოკრძალებული აზრით ჭიჭინაძე 15 ნომერზე საკმაოდ არასაიმედოა ხშIრად ვერ კეტავს ზონას და დაკოდებულ თუ უბრალოდ მოწინააღმდეგის ფეხით დარტყმულ ბურთებზე აგრესიულად ვერ მიდის სხვა მხრივ კარგი ბიჭია სისწრაფე და ტექნიკა კარგი აქვს კარგი იქნებოდა მისი ხილვა გარემარბად მარჯანიშვილს რო შეუწყვილდეს მე ყოველთვის ვიძახი და დღემდე ასე ვთვლი რო თამაშშებს იგებს კარგი 9, 10, და 15 ნომერი როცა გყავს ცხრა ნომერს კარგი ხელის ტექნიკა და სისწრაფე უნდა ჰქონდეს ათშ ორბის თვალი მოედნის იდეალური ხედვა და ფეხის კარგი ტექნიკა ხოლო თXუტმეტი ნომერი უბრალოდ აგრესიული და თAვდაჯერებული უნდა იყოს გადაწყვეტილებებში გამუდმებით ფეხით არ უნდა თამაშობდეს და არ უნდა უბრუნებდეს მოწინააღმდეგეს ბურთს, ამოტანა და და ხაზზე სწორად გათამაშება ხაზის გაჭღრა ერთ თამაშში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა შეეძლოს. წარმატებები იმედია ხვალ კიდევ ერთხელ გავიხარებთ და ის ხარვეზები რაც წინა თამაშებში იყო მინიმუმამდე იქნება დაყვანილი განსაკუთრებით დერეფანში თამაშში
goga
23:26 16-06-2019
0